ბელადები

როგორ გამოიყენა სტალინმა რუსები „ებრაული ოპოზიციის“ წინააღმდეგ

№5

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.02, 2023 წელი

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც მოახერხა და ეგრეთ წოდებული, „ებრაული ოპოზიცია“ ისე გაანადგურა, რომ მათი პოლიტიკისკენ შებრუნება შეუძლებელი ყოფილიყო. ეს კი მას იმისთვის დასჭირდა, რომ გეგმაზომიერად ემუშავა და ხელის შემშლელები არ ჰყოლოდა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, რასაც საბჭოთა ბელადმა შესანიშნავად გაართვა თავი.

ბორის სოკოლოვი (მწერალი): „იოსებ სტალინი ძალიან გონებაგახსნილი ადამიანი იყო და ანალიზის უნიკალური უნარი ჰქონდა. ამასთანავე, ის ძლიერი ინტუიციითა და ადამიანის ამოცნობის განსაკუთრებული უნარით გამოირჩეოდა. ფელიქს ძერჟინსკი ამბობდა: „კობას ნადირის ყნოსვა აქვს და კილომეტრებზე გრძნობს ხიფათსო. ამით „რკინის ფელიქსი“ სტალინის ინტუიციის უნარს უსვამდა ხაზს. მართალია, მავანნი სტალინის ინტუიციას მისი გადაჭარბებული ეჭვიანობით ხსნიან, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს. ინტუიცია პლუს გენიალური ანალიზის უნარი – აი, ეს იყო სტალინის გამარჯვების საწინდარი, რა თქმა უნდა, ამას დართული სახელმწიფოსა თუ ადამიანთა მართვის გენიალური უნარი. ხუმრობა ხომ არაა, მოხვდე უზარმაზარი ქვეყნის მმართველობაში. უკან დახიო და გაანადგურო კიდეც უმძლავრესი ოპოზიციური ბლოკები და ფეხზე დააყენო ისეთი ქვეყანა, რომელსაც მთელი კაპიტალისტური სამყარო ებრძვის. შემდეგ მოიგო ყველაზე საშინელი ომი კაცობრიობის ისტორიაში და მიწასთან გასწორებული ქვეყანა არა მარტო ფერფლიდან აღადგინო, არამედ გაიყვანო მსოფლიოს მოწინავე პოზიციებზე. ეს ყველაფერი შეძლო სტალინმა, თან სულ რაღაც 30 წლის განმავლობაში.“

მართლაც რომ, საოცრებაა ასეთ უმოკლეს დროში (30 წელიწადი ისტორიისთვის არაფერია), იმის მიღწევა, რაც სტალინმა გააკეთა. რომ არაფერი ვთქვათ კობას რევოლუციონერობაზე, სტალინმა შეუძლებელი შეძლო და ასეთი უმძლავრესი ოპოზიციის დამარცხება, მართლაც რომ, წარმოუდგენელი რამ იყო.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „ანტისემიტიზმში ნურავინ დამადანაშაულებს. მე, უბრალოდ, გავრცელებულ ტერმინს ვიყენებ და „ებრაულ ოპოზიციას“ ვუწოდებ ანტისტალინურ მძლავრ მოძრაობას 20-30-იან წლებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. სტალინი მხოლოდ ქვეყნის შიგნით კი არა და თვით პოლიტბიუროშიც უმცირესობაში იმყოფებოდა, მაგრამ თითქმის ყოველთვის ახერხებდა თავისი პოზიციის დაცვასა და გატანას. ამას საბჭოთა ბელადი ეშმაკობითა და დიდი პოლიტიკური გამოცდილების წყალობით ახორციელებდა. აი, თუნდაც ლევ ტროცკის დამარცხების ქრონიკის ნაწილი: ტროცკის სტალინი ნელ-ნელა უთხრიდა ძირს. საბოლოოდ კი ტროცკიმ „მოახერხა წაგება“ (ეს სიტყვები ლევ კამენევს ეკუთვნის). ლენინი რომ გარდაიცვალა, პოლიტბიუროს უახლოეს სხდომაზე გადაწყდა, ილიჩის (ლენინის) სახელის უკვდავყოფის მიზნით მისი მთელი ნამოღვაწარი ტომებად დაებეჭდათ. სტალინის წინადადებით შექმნილი საგამომცემლო კომისიის თავმჯდომარედ კი ტროცკი დაინიშნა. სხდომის ბოლოს სტალინმა ხუმრობის ფორმით, ზოგადად თქვა: იმედია, რომ გამოცემაში არ შევა ზოგიერთი უხერხული მომენტი, რამაც შესაძლოა, ილიჩის უმწიკვლო სახელს ჩრდილი მიაყენოსო. არავის არაფერი უკითხავს და სხდომის მონაწილეები დაიშალნენ. საკმაოდ მოკლე დროში ლენინის მრავალტომეული უზარმაზარი ტირაჟით დაიბეჭდა და გავრცელდა. ერთ-ერთ ტომში კი, სადაც ლენინის მიერ ფრონტებსა და რეგიონებში გაგზავნილი დეპეშები დაიბეჭდა, სრული ტექსტის მთავარი შინაარსი ასე ჟღერდა: დახვრიტეთ, გააკულაკეთ, ჩამოახრჩვეთ, რომ ასი ვერსის მანძილზე ხალხს შიში ჰქონდეს... აიყვანეთ მძევლად მშვიდობიანი მოსახლეობა და ასეთი სახის საშინელებები. სტალინმა პოლიტბიუროს სპეციალური, რიგგარეშე სხდომა მოიწვია და ტროცკი მიწასთან გაასწორა. მიზეზად კი ლენინის სახელის კომპრომეტაცია დაასახელა. ტროცკი ხმას ვერ იღებდა. სტალინს იმ ხალხმაც კი დაუჭირა მხარი, ვინც ტროცკის ადიდებდა. მთავარი კი ნადეჟდა კრუპსკაიას მხარდაჭერა იყო. ლენინის ქვრივი მართალია, არ იყო პოლიტბიუროს წევრი, მაგრამ სტალინის თხოვნით, ის ამ სხდომას დაასწრეს. რა თქმა უნდა, ეს სტალინის მიერ გაკეთებული გროსმაისტერული სვლა იყო ტროცკის წინააღმდეგ და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მის და მის მომხრეთა დასამარცხებლად.“

იოსებ სტალინმა კარგად უწყოდა ტროცკის განწყობა. ტროცკი ამბობდა: რუსეთი შეშაა, რომელიც მსოფლიო რევოლუციის კოცონში უნდა შევანთოთ, რომ ეს კოცონი უფრო მძლავრი გახდესო. სტალინი ფსონს რუსებზე დებდა და მათ ყოველთვის ახსენებდა ამ ფრაზას. ანუ ტროცკი რუსეთის განადგურების მომხრე იყო და რუსები კი ამას არ დაუშვებდნენ, რაც სტალინმა კარგად იცოდა და ოსტატურადაც გამოიყენა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი