როგორ გადაიბარა ლავრენტი ბერიამ ოტო სკორცენი
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.02

ლავრენტი პავლეს ძე ბერია სპეცსამსახურების ასი იყო, ნომერ პირველი „ჩეკისტი“ და ისეთ ოპერაციებს ახორციელებდა, რაც დღესაც კი არ დაესიზმრებათ მსოფლიოს საუკეთესო სპეცსამსახურების მესვეურებს.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ახლა უკვე შეიძლება ამაზე ლაპარაკი. თუმცა, რამდენიმე წლის წინ ეს დიდი საიდუმლო იყო. ლაპარაკია ფაშისტების ოქროზე. შვეიცარიის ტბებში ჩაძირულ განძზე და რაც მთავარია, იმ ოქროს ეშელონზე, რომელიც სასწაულებრივად გაუჩინარდა 1945 წლის აპრილში და დღემდე ეძებენ. ეს ორივე ძვირფასი განძი ჯერ კიდევ 1946 წელს მოიძიეს, მოსკოვში საიდუმლოდ ჩაიტანეს და უძრაობის დროს ბრეჟნევმა გაანიავა...
ლავრენტი ბერიას პირად აგენტთა შორის იყო ფაშისტური რაიხის მთავარი დივერსანტი ოტო სკორცენი. ეს კაცი ომის მიწურულს ხელში ჩავიგდეთ და უაღრესად საიდუმლო ვითარებაში მოსკოვში ჩამოვიყვანეთ. „სახენაიარევი კაცი“ (სკორცენის მეტსახელი) ლუბიანკაზე ბერიას კაბინეტში მივიყვანეთ. ლავრენტი პავლოვიჩი მას 4 საათის განმავლობაში პირისპირ ესაუბრა და თანამშრომლობაზე დაითანხმა. სკორცენი უბრალო ადამიანი არ იყოფილა და მისი გატეხვა იოლ საქმეს არ წარმოადგენდა. ჩვენს უწყებას ადამიანის გატეხვის უამრავი უტყუარი საშუალება ჰქონდა, თუმცა, ბერიას არც კი უცდია, ისინი ნომერ პირველი ფაშისტი დივერსანტის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ბერიამ სკორცენის მოღვაწეობის ახალ ეტაპზე გადასვლა შესთავაზა. პირისპირ დაელაპარაკა როგორც პროფესიონალი პროფესიონალს და ასეთმა მიდგომამ შესანიშნავად იმუშავა. სახენაიარევმა კაცმა საბჭოთა დაზვერვას მთელი თავიანთი სადაზვერვო-დივერსიული ქსელი, დაფინანსების წყაროები და ყველა მნიშვნელოვანი სამალავი გაუმხილა. შედეგად კი ჩვენი უწყება თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა ნეონაცისტურ იატაკქვეშა ორგანიზაციას, რომელიც ჯერ კიდევ ომის დამთავრებამდე შეიქმნა; მაშინ, როცა ნათელი იყო, რომ ფაშისტებმა ომი წააგეს. მავანმა, შეიძლება თქვას, რომ სკორცენი დანაშაულებების გამო უნდა დაესაჯათ და არა ეთანამშრომლათ მასთანო. პრინციპში, ეს სწორია, თუმცა ყველაფერს აქვს გამონაკლისი და სწორედ სკორცენი იყო ეს გამონაკლისი. მისმა გარეთ დაუსჯელად ყოფნამ დიდი სარგებელი მოუტანა საბჭოთა კავშირს და მსოფლიოს. სკორცენიმ არაერთი მხეცი ფაშისტი დამნაშავის ადგილსამყოფელი გაამხილა, რომლებიც დაისაჯნენ. მათ შორის ადოლფ ეიხმანის, რომელმაც 6 მილიონი ებრაელი გაწყვიტა. მართალია, ეიხმანი ბერიას მკვლელობიდან მრავალი წლის მერე გაიტაცა „მოსადმა“ და ბუენოს-აირესიდან (არგენტინიდან) ისრაელში ჩაიყვანეს, გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს – ჩამოახრჩვეს, მაგრამ ებრაელებს ეს ინფორმაცია ბერიამ ჯერ კიდევ 50-იანი წლების დასაწყისში გადასცა. თან, გააფრთხილა, რომ ჯერ მისთვის ხელი არ ეხლოთ, რათა სკორცენი არ გაშიფრულიყო. ბერია დაზვერვის გენია იყო და ტყუილად როდი უწოდა მას ალენ დალესმა ეს სახელი. ბერია, როგორც ამას კომპეტენტური ანალიზი აჩვენებს, ყველაზე მეტად ამერიკელებს ეჩხირებოდა ყელში და მის ლიკვიდაციაში სწორედ ამერიკელებს მიუძღვით გადამწყვეტი როლი. როგორც ამერიკელი მკვლევარი, დონალდ პრაისი ასკვნის: ბერიამ დაარღვია ამერიკელების ატომური ჰეგემონია. ასევე, უდიდესი ზიანი მიაყენა შტატებს იმით, რომ ამ ქვეყანაში (ამერიკის შეერთებული შტატები) სტრატეგიული სადაზვერვო-დივერსიული ქსელი შექმნა. ყოველივე აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ ანტიბერიულ შეთქმულებაში „ცეერუს“ არა მარტო მონაწილეობა აქვს მიღებული, არამედ თავიდან ბოლომდე მათ დაგეგმეს და ხრუშჩოვსა და კამპანიას შეასრულებინეს.
ისტორიაში პარადოქსები, რა თქმა უნდა, ხდება. არაერთი არსებობს და ბერიას განეიტრალებაც პარადოქსი იყო. წარმოიდგინეთ, კაცი, რომელიც არა მხოლოდ საბჭოთა კავშირს აკონტროლებდა, არამედ მრავალ ძირითად ქვეყანას (მათ შორის შეერთებული შტატების არაერთ ინსტიტუტს) და უცებ ეს ადამიანი ისეთი შეთქმულების მსხვერპლი ხდება, რომელთა 99 პროცენტი მხოლოდ და მხოლოდ ინტრიგანი იყო და ინტელექტი ყველას უმდაბლესი ჰქონდა. სამწუხაროა, რომ სწორედ ასეთებმა აჯობეს გენიოს ბერიას. თუმცა, უკვე აღვნიშნე, რომ ამ საქმეში „ცეერუ“ იყო ჩართული. იქ კი საკმაოდ მაღალინტელექტუალური ადამიანები მუშაობენ. აი, სწორედ მაშინ დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლის მთავარი ეტაპი და ის 40 წელი გაგრძელდა, რადგან სტალინისა და ბერიას მიერ აშენებული ამ მონოლითის დაშლა იოლი არ იყო. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერც დაშალეს და დღევანდელი რუსეთის კოსმიურად მზარდი სიძლიერე სწორედ ამ მონოლითზეა დაშენებული. ერთი კია, რომ ჩვენ რუსებს მეტი მადლიერება გვმართებს ლავრენტი პავლეს ძე ბერიასი და მისი კოლოსალური დამსახურება რომ არა (სტალინზე აღარაფერს ვამბობ), არც რუსები ვიქნებოდით და არც რუსეთი.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან