ბელადები

როგორ გადაჰქონდა სტალინს ოჯახური ტრაგედიები

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.04

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გენიალური პიროვნება იყო, თუმცა პირად ცხოვრებაში – ძალიან ტრაგიკული და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ბელადი, რომ იტყვიან, აღმერთებდა თავის ოჯახს, მას მაინც არ აეწყო ეს მხარე და ამას სტალინი ძალიან განიცდიდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინი რევოლუციურ-იატაკქვეშა მოძრაობაში ადრეული წლებიდანვე მთელი არსებით იყო ჩართული. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს ოჯახური ცხოვრება, ფაქტობრივად, არც აქვთ, რადგან დროდადრო ეს ადამიანები საპყრობილეებში ხვდებიან და იქ უწევთ გარკვეული დროის გატარება. ასე იყო სტალინიც. თუმცა, მან მაინც მოახერხა დაოჯახება, ვაჟიც გაუჩნდა, მაგრამ პირველი მეუღლე მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. მის ვაჟს, იაკობს კი ბიძები და დეიდები ზრდიდნენ. მიუხედავად სურვილისა, სტალინს არ შეეძლო, იაკობი გაეზარდა, მით უმეტეს, რომ მეუღლის გარდაცვალებიდან მალევე სტალინი დააპატიმრეს... მოგვიანებით, როცა იაკობი ფაშისტების საკონცენტრაციო ბანაკში გმირულად დაიღუპა, სტალინს მოლოტოვისთვის გულდაწყვეტით უთქვამს: ჩემი ვაჟკაცი უჩემოდ იზრდებოდა. ყოველმხრივ აკლდა მამის ზრუნვა და მხარდაჭერაო. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის დანარჩენი შვილები სვეტლანა და ვასილი მშობლებთან ერთად იზრდებოდნენ და იაკობისგან განსხვავებით, მათ დედის ზრუნვა არ აკლდათ, თვით სტალინიც პოულობდა დროს მათთვის, მათაც არ გაუმართლეს სტალინს. ვასილი საკმაოდ თავნება იყო, ისევე, როგორც სვეტლანა. ამ პირველმა თავისი სიცოცხლე ძალიან ახალგაზრდულ ასაკში დაასრულა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ. სვეტლანა კი მამის სიკვდილის შემდეგ ჯერ დედის გვარზე გადავიდა, შემდგომ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიქცა და წიგნი დაწერა, რომელშიც საკმაოდ ცუდად წარმოაჩენდა საკუთარ მამას... სტალინისთვის განსაკუთრებული ტრაგედია აღმოჩნდა მეუღლის, ნადეჟდა ალილუევას თვითმკვლელობა. მძიმედ დაავადებულმა სტალინის მეუღლემ, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო უცხოელ ექიმებთან მკურნალობდა, სიცოცხლე მაინც თვითმკვლელობით დაასრულა. რკინის ნებისყოფიანი სტალინისთვის ეს ისეთი საშინელი დარტყმა იყო, რომ როდესაც ნადეჟდა დაასაფლავეს, სტალინი ატირდა.... როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სტალინის ცოლის გარდაცვალებამაც ათასი ჭორი ააგორა. მოსკოვში კი ლაპარაკობდნენ, რომ თითქოს ეს ტრაგედია სტალინის ბრალი იყო. იმასაც კი ბოდავდნენ, ნადეჟდა თავად სტალინმა მოკლაო. თუმცა, სიმართალე ის იყო, რომ ნადეჟდამ ვერ გაუძლო დიადი სტალინის ცოლობას. ისევე, როგორც მათმა შვილებმა. არანაკლებ ტრაგიკული მომენტი იყო სტალინის ცხოვრებაში დედის, კეკეს გარდაცვალება. როგორც ცნობილია, სტალინი არ დასწრებია დედის დასაფლავებას და მხოლოდ გვირგვინი გაგზავნა. ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა ჭორებმა და თბილისში ჩურჩულებდნენ: სოსოს (სტალინს) ტერორისტული აქტის შეეშინდა და კეკეს დაკრძალვაზე ამიტომ არ ჩამოვიდაო. სინამდვილეში კი სტალინი იმ დღეებში მუსოლინის ხვდებოდა. განიხილებოდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხები, რაზეც დამოკიდებული იყო ქვეყნის ყოფნა-არყოფნის ამბავი და სტალინს არ შეეძლო ამის რისკის ქვეშ დაყენება, თუნდაც დედისთვის პატივის მიგების გამო... სტალინი მოგვიანებით ჩავიდა თბილისში და ფეხით მარტოდმარტო ავიდა მთაწმინდაზე. პანთეონში დედის საფლავზე ყვავილები მიიტანა და იქ მთელი ღამე გაატარა. ამ შემთხვევას მოლოტოვი ასე იხსენებდა: „მუსოლინის ვხვდებოდით და რამდენიმედღიანი ინტენსიური საიდუმლო საუბრები გვქონდა. სწორედ ამ დროს შეატყობინეს მას (სტალინს) დედის გარდაცვალების ამბავი. სტალინმა ეს არ შეიმჩნია და ვერც მუსოლინი მიხვდა, თუ რაში იყო საქმე. მე უკვე გასამგზავრებლად ვემზადებოდი. აბა, რას წარმოვიდგენდი, თუ სტალინი თბილისში არ გაემგზავრებოდა. შესვენებაზე სტალინმა მითხრა: დედას უკვე ვეღარაფერს ვუშველი და მოლაპარაკებების ჩაშლა კი დიდად დაგვაზიანებს. თბილისში შენ წახვალ და დედაჩემს ბოლო პატივს მიაგებ. მე კი მოლაპარაკებებს გავაგრძელებო.“ ეს ისტორია ნათლად მეტყველებს სტალინის სიმტკიცესა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ამ მოლაპარაკებების დროს სტალინმა იტალიელი დიქტატორი დაითანხმა, რომ მას ჰიტლერი დაეყოლიებინა საბჭოთა კავშირთან დაძაბულობის მოხსნაზე. ასეც მოხდა და ამით საბჭოთა მმართველმა დრო მოიგო. ქვეყანა ჰიტლერთან ომისთვის მოამზადა. პარალელურად კი, გერმანელ ფიურერთან ურთიერთობები დაათბო და ესეც საბჭოთა ქვეყნის ინტერესებში შედიოდა. სწორედ ამითაც იყო იოსებ სტალინი დიადი მმართველი, რომ ის თავისი ოჯახის პირად ინტერესებს არასდროს ახვევდა თავს ქვეყანას და არ ანაცვალებდა ქვეყნის ინტერესებს. ეს სტალინმა მთელ მსოფლიოს დაანახვა იაკობის ტყვედ ჩავარდნისას, როდესაც საკუთარი შვილი ფელდმარშალზე არ გაცვალა... ისტორიამ მსგავსი თავგანწირვის მაგალითი ძალიან ცოტა იცის. თუნდაც, ასევე დიდი ქართველის, გიორგი სააკაძის ისტორია გავიხსენოთ, როდესაც სააკაძემ ქვეყნის ინტერესებისთვის თავისი ნაბოლარა შვილი გაწირა. ასეთი კალიბრის ადამიანები, ალბათ, ათას წელიწადში ერთხელ თუ იბადებიან და სტალინი მათ შორისაც ყველაზე გამორჩეულია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ჯურის მკვლევრები და პუბლიცისტები დღესაც ბევრს ცდილობენ, სტალინის ბიოგრაფიაში დღემდე ვერავინ აღმოაჩინა, თუნდაც, მცირედი ფაქტი, რომ სტალინმა ქვეყნის ინტერესებს რაიმე სხვა ინტერესი ამჯობინა. ჯერ კიდევ რევოლუციური მოღვაწეობის პერიოდში პარტიული მრავალმილიონიანი სალაროს მფლობელი სტალინი ნახევრად მშიერი დადიოდა და კაპიკსაც არ აკლებდა ამ ფულს. თუმცა მისი კოლეგები ამით ვერ დაიკვეხნიდნენ. ისინი საკმაოდ ხელგაშლილად ცხოვრობდნენ ევროპაში იმ ფულით, რის მოსაპოვებლადაც სტალინი და მისი საბრძოლო რაზმების წევრები სისხლს ღვრიდნენ. აი, სწორედ ამ თვისებების ერთობლიობამ აიყვანა სტალინი მსოფლიო პოლიტიკურ ოლიმპოზე და მიცვალებული სტალინი დღემდე ბევრ ცოცხალ პოლიტიკოსს სჯობს“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

14–20 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა