ბელადები

როგორ გადაარჩინა ბერიამ ქაშუეთის ტაძარი დანგრევას

№14

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 20.04

ლავრენტი ბერია
დაკოპირებულია

ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ლავრენტი ბერიას საბოტაჟსა და მავნებლობაში დასდეს ბრალი, რაც სრული აბსურდია. ამ ბრალდების ერთ-ერთ არგუმენტად კი ის ფაქტი მოიყვანეს, რომ 1934 წელს ბერიამ ხელი შეუშალა მოსკოვის მიერ განსახორციელებელ კულტურულ-სოციალისტურ გეგმას თბილისის ცენტრში.

პროფესორი ვასილ ანდრონიკოვი: „ბერიასთვის წაყენებული ბრალდება საბოტაჟსა და მავნებლობაში, რომელიც თითქოსდა მან ჩაიდინა, შემდეგში მდგომარეობს: როგორც ცნობილია, 30-იანი წლების დასაწყისში სტალინმა დაამტკიცა გრანდიოზული გეგმა, ქვეყანაში კულტურული ტიპის ობიექტების მშენებლობა-მოწყობის თაობაზე. ზოგადად, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქვეყანაში, პირველ რიგში კი, მოკავშირე რესპუბლიკების დედაქალაქებში უნდა აეშენებინათ კულტურული პროფილის თანამედროვე შენობები – საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები, ფილარმონიები, კლუბები... ასევე, გაეშენებინათ ბაღები, სკვერები და მსგავსი ტიპის დასასვენებელი ადგილები მშრომელთათვის. პირველ რიგში, ეს გეგმა მოსკოვში განხორციელდა. სწორედ მაშინ აშენდა „ვედეენხას“ (სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა) უზარმაზარი კომპლექსი. უამრავი საგამოფენო დარბაზი, კინოთეატრი, კულტურის პარკები და დასასვენებელი სკვერები. მოკავშირე რესპუბლიკებში კი გაიგზავნა კომისიები, რომლებიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისგან. მათ ქალაქის ცენტრში უნდა შეერჩიათ ადგილები მსგავსი კომპლექსების ასაშენებლად. ერთი ასეთი კომისია, თორმეტი სპეციალისტის შემადგენლობით, თბილისსაც ეწვია. ამ კომისიას არქიტექტორი პეტრე მარტინოვი ხელმძღვანელობდა. მარტინოვი ძალიან გამოცდილი, მაღალი კლასის სპეციალისტი იყო. არაერთი კრეატიული გეგმა ჰქონდა განხორციელებული მთელი ქვეყნის მასშტაბით და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა როგორც კოლეგებს შორის, ასევე საბჭოთა მთავრობაშიც. მარტინოვს, ახლა რომ იტყვიან, ანასტას მიქოიანი ლობირებდა. ამ ლობირებას თავისი მიზეზი ჰქონდა. ერთი მხრივ, მიქოიანს მოსწონდა მარტინოვის მიერ განხორციელებული სამუშაოები, მეორე და მთავარი კი ის იყო, რომ მიქოიანს პირადი, ეროვნული მოსაზრება ამოძრავებდა. საქმე ის იყო, რომ ანასტას მიქოიანს ოცნებად ჰქონდა გადაქცეული, რომ პროვინციული სოფლის მსგავსი, სომხეთის დედაქალაქი ერევანი თანამედროვე ევროპულ ქალაქს დამსგავსებოდა და ეს მარტინოვს გაეკეთებინა. სწორედ მიქოიანმა გაუწია რეკომენდაცია მარტინოვს სტალინთან და საბჭოთა ბელადმა ის ამიერკავკასიაში გამოგზავნა, რათა საკავშირო გეგმა თბილისში, ბაქოსა და ერევანში განეხორციელებინა. თბილისში ჩამოსულ კომისიის წევრებს ბერია პირადად დახვდა და შესაბამისი პატივითაც მიიღო. ისინი საუკეთესო სასტუმროში დააბინავა. ყურადღებას არ აკლებდა და მოსამსახურე პერსონალიც მიამაგრა, რა თქმა უნდა, „ჩეკადან“, რომ კომისიის მუშაობისთვის თვალყური ედევნებინათ. პეტრე მარტინოვი მეორე დღიდანვე შეუდგა მუშაობას. თავის ხელქვეითებთან ერთად, სასტუმრო „თბილისიდან“ გამოვიდა და ქაშუეთის მიმართულებით აიღო გეზი. შეჩერდა. იქაურობა ყურადღებით შეათვალიერა და მტკიცედ თქვა: მარჯვენა ეკლესიის ადგილზე საკონცერტო-საგანმანათლებლო ცენტრი უნდა აშენდეს პარკითურთ. ხოლო, მარცხენა ეკლესიის ადგილზე კი, ბაღების კომპლექსი უზარმაზარმა პარტიულ-საგანმანათლებელმა შენობამ უნდა დააგვირგვინოსო. მარჯვენა მხარეს (დღევანდელი პარლამენტის შენობა) უზარმაზარი ქრისტიანული სამხედრო ტაძარი იდგა – სობორო, მარცხენა მხარეს კი ალექსანდრეს ბაღების კომპლექსს ქაშუეთის ეკლესია აგვგვირგვინებდა. მარტინოვის გეგმით, ორივე ტაძარი უნდა დაენგრიათ. მოგვიანებით სობორო მაინც დაანგრიეს და მის ადგილზე მთავრობის სახლი ააშენეს (ბერიას ამ ტაძრის დანგრევაში არანაირი ბრალი არ მიუძღვის, იმ დროს ის მოსკოვში მუშაობდა), ხოლო ქაშუეთის ტაძარი კი დღემდე ამშვენებს რუსთაველის გამზირს. როდესაც ბერიას მოახსენეს, თუ როგორ დასკვნას წერდა პეტრე მარტინოვი მოსკოვისთვის, ბერიამ ის სასწრაფოდ მოინახულა და შესთავაზა, ახალი ნაგებობებისთვის სხვა ადგილები მოეძებნა თბილისში, ტაძრების ნგრევაზე ფიქრს კი შეშვებოდა. მარტინოვმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა და სასტუმროში რომ დაბრუნდა, უმალვე შეუდგა დასკვნის შედგენას. თუმცა, არქიტექტორი იმავე საღამოს დააპატიმრეს. სულ რაღაც ერთ საათში კი მარტინოვმა აღიარა, რომ გასულ წელს, გერმანიაში ყოფნისას, ის გერმანულმა დაზვერვამ გადაიბირა და საბჭოეთის წინააღმდეგ მუშაობდა. ჯიუტი არქიტექტორი სამი დღის შემდეგ დახვრიტეს. ხოლო შემდგომ კომისიის მმართველმა, ისააკ ვასერმანმა კი ვაკის პარკის მშენებლობის დასკვნა დაწერა, რაც ორივე ტაძარს იხსნიდა განადგურებისგან.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა