როგორ გადააფიქრებინა სტალინმა ლენინს რევოლუციის მოხდენა 1916 წელს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.05

იოსებ ბესარიონის ძე სტალინის შესახებ უამრავი პუბლიკაციაა დაბეჭდილი. თითქოს ყველაფერია ცნობილი, თუმცა, არსებობს ფაქტები, რომლებიც დახურული წყაროებიდან მხოლოდ ახლა ქვეყნდება და ისინი ფრიად საინტერესოა მკითხველთა ფართო მასებისთვის.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „როგორც ცნობილია, ეგრეთ წოდებული, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია 1917 წელს მოხდა და ლენინის მეთაურობით ბოლშევიკებმა ძალაუფლება აიღეს ხელში. თუმცა, ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ ვლადიმირ ილიას ძე ლენინი ძალაუფლების ხელში აღებას ჯერ კიდევ 1916 წელს გეგმავდა და ამისთვის დიდი მზადებაც ჰქონდა გაჩაღებული. საქმე ის იყო, რომ გრიგორი რასპუტინის მკვლელობის შემდეგ, რომელიც დიდი ბრიტანეთის დაზვერვიის მიერ იყო ორგანიზებული და ის (მკვლელობა) რუს შეთქმულთა ჯგუფმა განახორციელა, რუსეთში ისედაც დაძაბული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. გააქტიურებული იყვნენ ყველა ჯურის ტერორტისტული ორგანიზაციები თუ ცალკეული ტერორისტები, პოლიტიკური პარტიები, პარალელურად კი, პირველი მსოფლიო ომი მძვინვარებდა. რუსეთის იმპერიის ეკონომიკა კი სამხედრო ყაიდაზე იყო გადასული და უზარმაზარი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა, ხალხის მასების ეკონომიკური სიტუაცია ფსკერზე ეშვებოდა. ლენინი კარგი ანალიტიკოსი და ძალიან თამამი, რისკიანი ადამიანი იყო. ის იმ პერიოდში ჟენევაში ცხოვრობდა. ამიტომ, გააანალიზა რა რუსეთში შექმნილი მდგომარეობა, გადაწყვიტა, რევოლუცია მოეხდინა. რევოლუციის მომავალმა ბელადმა შვეიცარიაში შესაბამისი გეგმაც შეადგინა და სწორედ მაშინ დასჭირდა სტალინი, რომელიც იმ პერიოდში ციმბირში იყო გადასახლებული. ეს ეპიზოდი სტალინის ბიოგრაფიიდან ამოშლილია, არ ხმაურდებოდა და პირველად ქვეყნდება. მხედველობაში მაქვს სტალინის ბოლო გაციმბირება. ანუ, საბჭოთა ისტორიოგრაფიაში (მათ შორის სტალინის მმარველობის დროსაც) ეწერა, რომ თითქოს სტალინმა თავისი ბოლო გადასახლეკბა სრულად გაატარა ციმბირში და მხოლოდ 1917 წელს დაბრუნდა პეტროგრადში, როდესაც ნიკოლოზ მეორე ქვეყნის მმართველობას ჩამოშორდა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე ის იყო, რომ 1916 წელს, როდესაც ლენინმა რუსეთში რევოლუციის მოხდენა მოინდომა და სტალინი დასჭირდა, ილიჩმა (ლენინმა) მას ჟენევიდან ციმბირში არალეგალური არხებით შეატყობინა თავისი განზრახვის შესახებ და თავისთან იხმო. იხმო, იოლი სათქმელია, თანაც 1916 წლის ნოემბერში, როდესაც სტალინი გაყინულ ციმბირში უმკაცრესი პოლიტიკური და საპატრულო ზედამზედველობის ქვეშ იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ ჯერ კიდევ „კობამ“ (სტალინის პარტიული ფსევდონიმი), რომ იტყვიან, თავხედური („ძერზსკი“) გაქცევა განახორციელა (ეს გაქცევა სტალინის არცერთ ბიოგრაფიაში არაა აღნიშნული. თუმცა, ყველაზე მეტი რისკის შემცველი სწორედ ეს იყო). სტალინმა ტაიგაში 80-კილომეტრიანი მონაკვეთი ერთადერთი იარაღით, ორლულიანი თოფითა და 12 ვაზნით, რომ იტყვიან, ერთი ამოსუნთქვით გაიარა და შემდგომ, სრულიად მარტომ, მატარებლით ჩააღწია ბაქომდე და ყალბი პასპორტის გამოყენებით, რომელიც ვიქტორ პავლოვის გვარზე იყო გაცემული, შეცვლილი გარეგნობითა და კომერსანტის ვინაობით ჟენევაში ჩავიდა. ლენინმა და სტალინმა იქ პირისპირ მთელი ღამე ისაუბრეს (ამ ფაქტს ლენინის ცოლი, ნადეჟდა კრუპსკაია წერდა თავის ტაბუირებულ დღიურებში). იმავე საღამოს კი ლენინი და სტალინი მთელი ევროპის გავლით ჯერ სტამბოლში ჩავიდნენ, იქიდან კი – ბათუმში, ბათუმიდან – თბილისში და „კობამ“ ოქტომბრის რევოლუციის მომავალი ბელადი მთაწმინდაზე მდებარე, საიმედო კონსპირაციულ სახლში დააბინავა, რომელიც რაფინირებულ ინტელიგენტს, ხელოვნების დოქტორს, ნიკოლოზ ლალიაშვილს ეკუთვნოდა. ლენინის პირად მცველად კი „კობამ“ ათლეტი სპორტსმენი გიორგი ცეცაძე მიუჩინა. ის ლალიაშვილის მეზობელი იყო, ათლეტიზმის კლუბი ჰქონდა და ბოლშევიკი იატაკქვეშელების საბრძოლო რაზმებს ავარჯიშებდა. მთაწმინდაზე დაბინავებულმა ლენინმა სტალინი პეტროგრადში გაგზავნა, რომ იქაურობა ადგილზე დაეზვერა. ადგილობრივი საბრძოლო ჯგუფები და ბოლშევიკებისადმი ლოიალური სამხედრო რაზმების მეთაურები გაეფრთხილებინა მომავალი სამხედრო გამოსვლების შესახებ. სტალინი დიდი პასუხისმგებლობით მიუდგნა დავალებას და გააკეთა დასკვნა, რომ თუ რევოლუციას იმ პერიოდში წამოიწშყებდნენ, მას სრული ჩავარდნა ელოდა. ერთ კვირაში სტალინი უკან დაბრუნდა და ლენინს, რომელიც უკვე პეტროგრადში გამგზავრებას გეგმავდა, სიტუაცია ნათლად დაუხატა, ყველაფერი ზედმიწევნით აუხსნა და რევოლუციის დაწყება გადააფიქრებინა. საბედნიეროდ, ლენინმა სტალინს დაუჯერა და ბათუმისა და სტამბოლის გავლით ჟენევაში დაბრუნდა. სტალინი კი „ოხრანკამ“ ბათუმიდან ბაქოში მიმავალ მატარებელში დააპატიმრა და ის კვლავ ციმბირში გაგზავნეს, საიდანაც ის 1917 წელს დაბრუნდა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან