როგორ გადააფიქრებინა სტალინმა ანგლო-ამერიკელებს საბჭოეთზე გალაშქრება
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.06, 2023 წელი

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი მტკიცე, გამობრძმედილი პოლიტიკური ლიდერი იყო და მისი ყველა ქმედება საბჭოთა კავშირის აღორძინებისა და გაძლიერებისკენ იყო მიმართული. პოლიტიკაში სტალინს ბადალი არ ჰყავდა და თავის უშუალო კონკურენტ კოლეგებზე, მინიმუმ, ორი თვით მაღლა იდგა.
სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „პოლიტიკაში, ისევე, როგორც მოღვაწეობის ყველა სფეროში, იოსებ ბესარიონის ძე ტიტანურ ნებისყოფას, სიმტკიცესა და შრომისუნარიანობას ავლენდა. სტალინმა კარგად უწყოდა მეკავშირეობის ფასი და ღირსეული პარტნიორიც იყო. თუმცა, სენტიმენტებს არასოდეს აჰყვებოდა ხოლმე და თუ საჭირო იყო, გუშინდელ პარტნიორებს ისე მოექცეოდა, როგორც დაუძინებელ მტერს.
იალტის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, როგორც კი ჰიტლერულ გერმანიას გაანადგურებდნენ, საბჭოეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთს მილიტარისტულ იაპონიაზე უნდა მიეტანათ იერიში და დაემარცხებინათ. ეს შეთანხმება პოტსდამშიც დადასტურდა და საბჭოთა ბელადი ურყევად იდგა თავის პოზიციებზე. თუმცა, ამერიკული ატომური ბომბის წარმატებულმა გამოცდამ პრეზიდენტ ტრუმენს ჰეგემონის ამბიციები გაუჩინა. იაპონიის ატომური ბომბარდირება შეერთებული შტატების სამხედრო პოლიტიკის დღის წესრიგში დადგა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა საიდუმლო გადაწყვეტილება მიიღეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის წარმოების თაობაზე. ეს ორი სახელმწიფო კომუნისტური რუსეთის დაჩოქებასა და მისი ლიდერის გეოპოლიტიკური მიზნების შეზღუდვაზე ოცნებობდა. გეგმის მიხედვით, როგორც კი იაპონიას გაანადგურებდნენ, იერიში საბჭოეთზე უნდა მიეტანათ. მათი გათვლებით, საბჭოთა არმიის ნაწილი იაპონიაშივე უნდა გაენადგურებინათ, ნაწილობრივ იაპონელების დახმარებით და ეს ვერაგობა იაპონიის მხრიდან საბჭოთა აგრესიის მოგერიებად და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობად მოენათლათ. ამ ვერაგობის მეორე მხარე კი ის იყო, რომ „წითელი არმია“ დამარცხებული გერმანული არმიების დახმარებითა და ანგლო-ამერიკული ჯარებით ევროპაში გაენადგურებინათ. ხოლო საბოლოო წერტილად კი, თუკი ელვისებური გამარჯვება არ გამოვიდოდა, დაგეგმილი იყო საბჭოთა კავშირის სტრატეგიულ ქალაქებში რამდენიმე ატომური ბომბი ჩამოეგდოთ. ამ ვერაგობის შესახებ უტყუარი ინფორმაცია მოიპოვა საბჭოთა დაზვერვამ და სტალინს მაგიდაზე დაუდეს. საბჭოთა ბელადმა, როგორც ყოველთვის, მაშინაც ოლიმპიური სიმშვიდით იმოქმედა. შეთანხმებისამებრ, დროზე გაგზავნა იაპონიაში თავისი არმია. თუმცა, იმაზე მეტი, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა და ელვისებურად დაიკავა იმაზე მეტი ტერიტორია, ვიდრე ეს წინასწარი შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. ამის პარალელურად კი სტალინმა სრულ მზადყოფნაში მოიყვანა ევროპაში განლაგებული საბჭოთა ჯარები. ბოლოს კი ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი გაგზავნა. მას თან საბჭოთა დაზვერვის მიერ მოპოვებული ვერაგული ანგლო-ამერიკული გეგმა გაატანა და „თეთრ სახლს“ მოლოტოვის პირით შეუთვალა: საკმარისია, ჩვენ წინააღმდეგ გაილაშქროთ, იაპონიის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დავთმობთ. ევროპაში დისლოცირებული 4 მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი კი ამ კონტინენტს უდაბნოდ გადააქცევს და ატომური შანტაჟი უკან დაგრჩებათო. ტრუმენი და ჩერჩილი მიხვდნენ ამ სიტყვების შინაარსს და მათი ვერაგული გეგმა მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ამერიკელებმა კი ატომური ბომბები მხოლოდ იაპონიას ჩამოუგდეს, რაც არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირში აღმავლობისა და ომისგან აღმშენებლობის სწრაფი და ეფექტური პროცესი დაიწყო. მართალია, ეს ყველაფერი „ცივი ომის“ პირობებში მიმდინარეობდა, მაგრამ მთავარი მიღწეულ იქნა. პლანეტამ აიცილა მესამე მსოფლიო ომი და მასზე მშვიდობამ დაისადგურა.“
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „როდესაც ტრუმენს ოვალურ კაბინეტში შევხვდი, სტალინის სიტყვები გადავეცი და წინ საიდუმლო-ვერაგული გეგმა დავუდე, შეერთებული შტატების პრეზიდენტს სახე შეეცვალა. შემდეგ პაუზა გააკეთა, უხერხულად გაეღიმა და ყველაფერი უარყო. თუმცა ამ უარყოფაში სიმტკიცის ნატამალიც არ ჩანდა და ეს უფრო კაპიტულაციას ჰგავდა. ოფიციალურ ვახშამზე კი ჰარი ტრუმენმა შამპანურით სავსე ჭიქა ასწია და სტალინისა და საბჭოთა კავშირ-ამერიკის შეერთებული შტატების მეგობრობის სადღეგრძელო შესვა. შევსვი მეც და უკვე აშკარა იყო, რომ სტალინის სიმტკიცემ ჩვენს მრავალტანჯულ სახელმწიფოს მორიგი წარმატება მოუტანა.“
სტალინმა რკინისებური ნებისყოფა, პოლიტიკოსობის დიდი ნიჭი და ლოგიკა იმ, შემდგომი 8 წლის განმავლობაშიც წარმატებით გამოიყენა, სანამ გარდაიცვლებოდა და საბჭოთა კავშირი არნახული ძლიერების მწვერვალზე აიყვანა. მაშინაც და დღესაც ყველაზე ანტისტალინურად განწყობილი პუბლიცისტებიც კი აღნიშნავდნენ საბჭოთა ბელადის ღვაწლს მსოფლიო და საბჭოთა კავშირის ისტორიაში.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან