ბელადები

როგორ გააუქმებინა სტალინმა ამერიკელებს მარშალის გეგმა

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.05

საბჭოთა ბელადი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის პოლიტიკოსი და მმართველი იყო, ვინც თავისი ქვეყნის სასიკეთოდ საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე უმკაცრეს ზომებსაც კი მიმართავდა (ზოგიერთი დასავლელი პუბლიცისტის შეფასებით – სასტიკს).

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „ცოტა შორიდან დავიწყებ. ამერიკელი გენერლის, ჯორჯ მარშალის მიერ შემუშავებული „ევროპის გადარჩენისა და აღორძინების“ გეგმა სტალინსაც შესთავაზეს. თავდაპირველად საბჭოთა ბელადმა თანხმობა განაცხადა. თუმცა, მასში თავისი შესწორებები შეიტანა და ამერიკელებს საკუთარი პირობები წაუყენა. მარშალის გეგმით, დასახმარებელ ევროპულ ქვეყნებში შეტანილი დახმარების 90 პროცენტი გრანტი იყო და უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებოდა. მხოლოდ 10 პროცენტი უნდა დაებრუნებინათ. თუმცა, ყველა ქვეყანაში, სადაც მარშალის გეგმა ამოქმედდებოდა, ამერიკელი მაკონტროლებლები უნდა ყოფილიყვნენ და ადგილობრივი მთავრობების საქმიანობაში ჩარევისა და გადაწყვეტილების მიღების უფლება ჰქონოდათ (სწორედ ასე მოხდა რუსეთში, გასული საუკუნის 90-იან წლებში, ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს – ნ.ლ.). სტალინის შესწორებაც ამაში მდგომარეობდა, რომ უცხო პირები მისი ქვეყნის აღორძინების საკითხებში არ ჩარეულიყვნენ. საბჭოთა ბელადს ეს ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევად მიაჩნდა. ამერიკელების მთავარი მიზანი კი სწორედ ჩარევა და გავლენა იყო და სტალინის შესწორებაზე მათ უარი განაცხადეს. შეერთებულმა შტატებმა მარშალის გეგმის განხორციელება თავისი სურვილისამებრ დაიწყეს და მისი მოქმედების (მარშალის გეგმის) პერიოდში 13 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც დღევანდელი კურსით, 112 მილიარდს უდრის. როდესაც ამ გეგმაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ჩართეს და ბერლინის ბლოკადაც განხორციელდა, დემოკრატიული გერმანიის მოსახლეობაზე ამან მეტად უარყოფითი გავლენა მოახდინა. მათ თავიანთი დასავლელი თანამემამულეებივით უნდოდათ ცხოვრება, რაც იმ პერიოდში შეუძლებელი იყო. ამიტომ, იზრდებოდა ხალხის უკმაყოფილება და „წითელ არმიას“ რამდენიმე მცირე აჯანყების ჩახშობა მოუხდა. თუმცა, სერიოზული აჯანყებაც მწიფდებოდა. ეს კი უფრო დიდ სისხლის ღვრას მოიტანდა, რაც არანაირად არ იყო მისაღები სტალინისთვის. გერმანელების პარალელურად, ჩეხოსლოვკიაშიც მზადდებოდა დიდი აჯანყება და მათ საბჭოთა ბლოკის სხვა ქვეყნებიც აუცილებლად შეუერთდებოდნენ. ამიტომ საჭირო იყო ისეთი რამის მოფიქრება, რაც ამ ფეთქებადსაშიშ სიტუაციას გაანეიტრალებდა და სტალინმა აზიაზე, უფრო ზუსტად კი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაზე გადაიტანა აქცენტები.“

არსენ მარტიროსიანი: „იმ პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო. ამერიკას იქ თავისი ინტერესები ჰქონდა და იცავდა კიდეც მათ ამ ქვეყნებში. სტალინმა კი ევროპისგან ამერიკელების ყურადღება რომ შეესუსტებინა, ჩინეთის მეშვეობით კორეის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაააქტიურა და ადგილობრივმა კომუნისტებმა ლამის მთელი კორეა დაიპყრეს. შეერთებულ შტატებს კი ეს ხელს არ აძლევდა. საკმარისი იყო, კორეაში კომუნისტური რეჟიმი დამყარებულიყო, რომ მთელი ის რეგიონი „გაწითლდებოდა“. ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმი დიდი არმია გაგზავნა. ამას დიდი ხარჯებიც მოჰყვა. ამიტომ მათი მთავრობა იძულებული გახდა, მარშალის გეგმა მაქსიმალურად შეეკვეცათ. 1951 წელს კი ის საერთოდ გაუქმდა... გერმანია და ჩეხოსლოვაკიაც შედარებით დამშვიდდა. სხვა ქვეყნებმა კი ხმა აღარ ამოიღეს და სტალინმა თავისას მიაღწია. დასავლელი პუბლიცისტები სტალინს კორეის ომის გაჩაღებაში ადანაშაულებდნენ და სისასტიკეში სდებდნენ ბრალს, მაგრამ საბჭოთა ბელადი რომ ასე არ მოქცეულიყო, თავად ამერიკელები უარესს გააკეთებდნენ და სტალინმა მათ, უბრალოდ, დაასწრო და პოლიტიკური გამარჯვებაც მოიპოვა. კორეის ომის გმირი, ამერიკელი გენერალი დუგლას მაკარტური სტალინს გენიალურ პოლიტიკურ სტრატეგს უწოდებდა. ის წერდა: „კორეის ომი და ამ ქვეყნის შუაზე გახლეჩა გარდაუვალი იყო. ჩვენი ქვეყნის მთავრობა, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მეთაურობით, აბსოლუტურად იმავეს აპირებდა. უბრალოდ, ჩვენ სტალინმა დაგვასწრო. ის გენიალური პოლიტიკური სტრატეგი იყო და ერთდროულად ორი კურდღელი დაიჭირა. ერთი მხრივ, კორეის ნახევარკუნძულზე მისთვის საჭირო კომუნისტური სახელმწიფო შექმნა. მეორე მხრივ კი, მარშალის გეგმა გაგვაუქმებინა და ევროპაში თავისი გავლენა შეინარჩუნა. ჩვენ კი შეგვასუსტა“.

მაკარტური მწვავე ანტიკომუნისტი იყო და დიდი სიამოვნებით პირადად გამოასალმებდა სიცოცხლეს ყველა კომუნისტს მსოფლიოში. თუმცა, ის ჭკვიანი ადამიანიც გახლდათ. სრულიად სწორად აფასებდა ადამიანებსა და მოვლენებს და არც სტალინის შეფასებაში შემცდარა... პოლიტიკა, როდესაც მხარეები დიპლომატიურ კონსენსუსამდე ვერ მიდიან, დასწრებაზე თამაში ხდება. სტალინი კი ასეთ თამაშში ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა და მას თამაში არც კორეაში წაუგია.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა