როგორ გააცურა სტალინმა ამერიკელები 1956 წელს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.04

სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვინც თავისას არავის დაუთმობდა და თუკი ვინმე ამას დააპირებდა, მას სასტიკად გააცურებდა და თუკი გაკადნიერებული ოპონენტი მსგავსი რამის გამეორებას შეეცდებოდა, მას კიდევ უფრო მეტად გაწბილებულს დატოვებდა.
ევგენი სტარიკოვი: „1954 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა უკრაინის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას გადასცა ყირიმი, რომელიც მანამდე ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდგომ კი რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. რატომ გააკეთა ეს ხრუშჩოვმა? ესაა ყბადაღებული თემა, რომელზეც სხვადასხვა პასუხი არსებობს. ხრუშჩოვი, რა თქმა უნდა, ცუდი მმართველი იყო, იმპულსური, გაუნათლებელი, სისხლისმსმელი და ასე შემდეგ, თუმცა, ყირიმის გადაცემა სწორი პოლიტიკური ნაბიჯი იყო. ეს ნაბიჯი ხრუშჩოვს არ მოუფიქრებია. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო სტალინის მკაცრი ანდერძი, ერთგვარი „საშინაო სამუშაო“, წინასწარ დაგეგმილი ფანდი... ყველაფერს დაწვრილებით მივყვეთ. 1918 წელს ლენინმა ყირიმი როტშილდს ბანკში ჩაუდო 50 მილიონი დოლარის გარანტად, რაც იმ პერიოდში კოლოსალური თანხა იყო. მაშინ ყირიმი რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკას ეკუთვნოდა და იყო ერთადერთი საბჭოთა რესპუბლიკა, რადგან საბჭოთა კავშირი ჯერ არ არსებობდა. ეს ფული რუსეთის ფედერაციას დიდი პროცენტებით უნდა დაებრუნებინა როტშილდისთვის. ხოლო, თუკი 1956 წლამდე ვერ დააბრუნებდა, მაშინ ყირიმი როტშილდის კუთვნილებაში გადადიოდა და შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი ხდებოდა. ასე ეწერა ხელშეკრულებაში, რომელიც ლენინსა და როტშილდს შორის დაიდო. 50 მილიონით რუსეთმა ტრაქტორები და სხვა საჭირო ტექნიკა შეიძინა, რამაც რუსეთი შიმშილისგან იხსნა. 1956 წლისთვის კი პროცენტიანი ვალი 5 მილიარდ დოლარს აღწევდა და ქვეყანას ამის ერთბაშად გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა. სტალინმა ეს ყველაფერი წინასწარ გაითვალისწინა და უკვე მომზადებული ჰქონდა ყირიმის უკრაინისთვის გადაცემის საკითხი. თუმცა, 1953 წელს გარდაიცვალა და ამის გაკეთება ხრუშჩოვს მოუწია. ამერიკის შეერთებულ შტატებს ყირიმისთვის ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის ჰქონდა თვალი დადგმული და ამ ქვეყნის მესვეურები ძალებს არ იშურებდნენ ამ გეგმის განსახორციელებლად. 1918 წელს კი ეს კომბინაცია გაითამაშეს. თუმცა, სტალინმა ისინი სიკვდილის შემდეგაც კი მწარედ გააცურა. ამერიკელები დარწმუნებული იყვნენ, რომ ომისგან განადგურებული სახელმწიფო ერთბაშად ვერ გადაიხდიდა ამხელა პროცენტიან ვალს და ჯერ კიდევ 1944 წელს, თორმეტი წლით ადრე ზეიმობდნენ ყირიმის ხელში ჩაგდებას. როტშილდმა აქციებიც კი გამოუშვა და ყირიმში მიწებს ყიდდა. პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის მეუღლემ, ელეონორა რუზველტმაც შეიძინა დიდი ნაკვეთი ყირიმში. ასეთივე ნაბიჯები გადადგეს სხვა ცნობილმა ამერიკელებმა და როტშილდმა ყირიმი თითქმის მთლიანად გაყიდა. აღსანიშნავია, რომ ფრანკლინ რუზველტის ინიციატივა იყო ყირიმის კონფერენციის ჩატარება 1944 წლის თებერვალში. შეერთებული შტატების პრეზიდენტს საკუთარი თვალით უნდოდა, ეხილა ის სამოთხე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც მის მეუღლეს ჰქონდა შეძენილი. ჯერ კიდევ 1944 წელს შესთავაზა რუზველტმა სტალინს – ყირიმი დღესვე გადმოგვეცით და რა თქმა უნდა, როტშილდის ბანკის პროცენტიან ვალს არამც თუ არ გადაიხდით, არამედ 3 მილიონ დილარსაც მიიღებთო. სტალინმა კი თავის ამერიკელ კოლეგას უთხრა: ყირიმს კალიფორნიაში გაგიცვლითო და ეს საუბარი ამით დროებით დასრულდა. თუმცა, უკვე ყირიმის კონფერენციის მსვლელობისას რუზველტმა სტალინს შესთავაზა: ყირიმში ებრაელთა საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკა შეგვაქმნევინეთ, მმართველად კი ცნობილი საბჭოთა ებრაელი მსახიობი სოლომონ მიხოელსი დავნიშნოთ, რომელიც ებრაელთა მსოფლიო კონგრესს ხელმძღვანელობდა და სტალინს ებრაელთა მხარდაჭერა მოუპოვა. სტალინმა ამერიკელ კოლეგას ამაზეც უარი უთხრა. სოლომონ მიხოელსს კი რუზველტის ეს სიტყვები სიცოცხლის ფასი დაუჯდა და დიდი არტისტი ბელორუსიაში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. სტალინმა ყირიმში ებრაული სამოთხე არ დაუშვა და იურიდიულად გამართული კომბინაცია მოამზადა, რომლის განხორციელებაც უკვე ხრუშჩოვს მოუწია. რადგან ხელშეკრულება როტშილდთან რუსეთის ფედერაციას ჰქონდა დადებული, ხოლო ვალის გადახდის დროს კი ყირიმი უკვე გაეროს წევრ უკრაინას ეკუთვნოდა, იურიდიულად ეს ვალი განულდა და მხოლოდ მაშინ მიხვდა ყველა, თუ როგორ მოტყუვდნენ. როგორ „გააცურა“ სტალინმა სიკვდილის შემდეგაც. უკვე 3 წელი იყო გასული, რაც საბჭოთა ბელადი აღარ იყო, თუმცა კვლავ მისი პოლიტიკა ხორციელდებოდა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან