როგორ გააცურა ბერიამ ფაშისტები 1941 წლის ზაფხულში
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 15.02
ლავრენტი პავლეს ძე ბერია, სტალინთან ერთად, საბჭოთა კავშირის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და ქვეყნის წინაშე უზარმაზარი დამსახურება მიუძღვის.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერიას წვლილი აუწონავია საბჭოთა კავშირის აღორძინებასა და გაძლიერებაში. ამ ადამიანის დამსახურებათა ნუსხა ძალიან გრძელია და შეიძლება, ბოლომდე ვერც ჩამოვთვალოთ. ფაქტია, რომ ბერიას გარეშე სტალინი ვერ შეძლებდა ქვეყნის ასაეთ მოდერნიზაციასა და მსოფლიო ასპარეზეე წარმატებით გაყვანას. სწორედ ბერია ედგა გვერდში საბჭოთა ბელადს ყველაზე რთულ, ისტორიულ წუთებში. ამხნევებდა მას, იმედს აძლევდა და უღალატოდ ასრულებდა იმ დიდ მისიას, რასაც ქვეყნის გადარჩენა ერქვა. 1941 წელს ივნის-ივლისის კატასტროფის გამოსწორება სწორედ ბერიას დამსახურება იყო და ამან ჩაუყარა საფუძველი დეკემბრის შეტევასა და მოსკოვის მისადგომებთან ფაშისტური ურდოების განდევნას.
გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „1941 წლის ივლისის მიწურულს ბერიამ ძალიან სარისკო გეგმა შესთავაზა სტალინს, რომელმაც თანხმობა განუცხდა მის განხორციელებაზე. საქმე ის იყო, რომ ბერიას მოღალატის როლი უნდა ეთამაშა. საჭირო იყო ფაშისტური არმიების შეტევების შეჩერება, რათა ძალები დაგვეჯგუფებინა და შეტევაზე გადავსულიყავით. მას მერე, რაც სტალინმა გენერალი პავლოვი დახვრიტა და რამდენიმე დამნაშავეც მიაყოლა, ფაშისტების შეტევა ამით არ შენელებულა, მიუხედავად იმისა, მეთაურები შედარებით უკეთესი კადრით შეიცვალა და თან, ჩვენი მებრძოლები გმირულად იბრძოდნენ. რა თქმა უნდა, სტალინთან დეტალურად შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ბერია ბულგარეთის ელჩს, პიმენოვს შეხვდა. ეს ისე გაკეთდა, ვითომ ეს შეხვედრა ზესაიდუმლო იყო და სტალინს ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდა. ელჩი პიმენოვი ჰიტლერთან დაახლოებული პიროვნება იყო და ფიურერთან პირდაპირი კავშირი ჰქონდა. ბერიამ მას შესთავაზა, საიდუმლოდ შეეხვედრებინა ჰიტლერთან, რათა ფიურერს თანამშრომლობაზე მოლაპარაკებოდა. 48 საათის შემდეგ პიმენოვმა ბერიას აუწყა, რომ ფიურერი მასთან შესახვედრად და მოსალაპარაკებლად რაიხსმარშალ ჰერმან გერინგს გაგზავნიდა და სათქმელი მისთვის ეთქვა. ეს შეხვედრა პიმენოვის პასუხიდან 24 საათში შედგა ჟენევის ტბასთან, ფეშენებელურ ვილაში. ბერიას მეც თან ვახლდი და ყველა საუბარს პირადად დავესწარი. ამ საუბრების მთავარი თემა საბჭოთა კავშირში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა იყო, ასევე, სტალინის დაპატიმრება და ჰიტლერისთვის გადაცემა. მთავარი მიზანი კი ფაშისტების შეტევის გაჩერება, დროის მოგება და კონტრშეტევაზე გადასვლა იყო. საუბრების დროს ბუნებრივად წარმოიშვა შეტევის შეჩერების იდეა. ბერიამ დაარწმუნა რაიხსმარშალი, რომ თუკი ფაშისტები მოსკოვში სტალინის დაპატიმრებამდე შევიდოდნენ, ეს ხალხის ცუდ განწყობასა და წინააღმდეგობას გამოიწვევდა. ამიტომ ბერიამ გერინგს სტალინის დასაპატიმრებლად დრო – სამი კვირა მოსთხოვა, რათა ასეთი პრობლემები არ წარმოშობილიყო, თანაც გერმანელი ჯარისკაცების მრავალრიცხოვან მსხვერპლსაც ასცდებითო. ერთი სიტყვით, შეთანხმება შედგა. სამი კვირა იყო ის კრიტიკული დრო, რომელსაც თუ ფაშისტები გამოიყენებდნენ, ნამდვილად შეეძლოთ ომის მოგება და ასეთ რისკზე სწორედ ამის გამო წავედით. ფაშისტებმა შეტევა შეანელეს. ჩვენ კი ტოტალური გადაჯგუფება განვახორციელეთ. ჩამოყალიბდა ერთიანი თავდაცვის გეგმა და როდესაც ფაშისტები მიხვდნენ, რომ სტალინის დაპატიმრება და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა ბლეფი იყო, შეტევა ახალი დემონური ძალებით განახორციელეს. თუმცა, უკვე გვიან იყო. გარდა იმისა, რომ თავდაცვის გეგმა სწორად იყო შედგენილი, ჩვენი ჯარისკაცებიც გმირულად იბრძოდნენ და ფაშისტებს ანადგურებდნენ. ასეთმა ვითარებამ ზამთრამდე გასტანა. ზამთარში კი ჩვენი კონტრშეტევა დაიწყო და ფაშისტები კუდამოძუებულები გავყარეთ მოსკოვის მისადგომებიდან.“
გენერალ სუდოპლატოვის მონათხრობი იმის ნათელი მაგალითია, რომ ბერია უკიდურეს რისკზე მიდიოდა, სასწორზე საკუთარ თავს დებდა და იმის დიდი ალბათობა იყო, რომ შვეიცარიაში ბერია და მისი თანმხლები პირები დაეპატიმრებინათ.
პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „სრულიად შესაძლებელი იყო, რომ ფაშისტებს, უბრალოდ, ტყვედ ავეყვანეთ, რაც აუნაზღაურებელი ზარალი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ, ამ შემთხვევისთვის პიჯაკების საყელოს კუთხეებში კალიუმციანიდის ამპულები ჩავიკერეთ და თუკი ჩვენს დაპატიმრებას შეეცდებოდნენ, თავი უნდა მოგვეკლა. თუმცა, გადავრჩით და ჩვენი მისია შევასრულეთ.“
ბერიას შეხვედრა გერინგთან ავანტიურიზმის დიდ დოზას შეიცავდა და სტალინმა თავდაპირველად უარიც კი განუცხადა ბერიას. თუმცა, ბერიამ ბელადს დაუმტკიცა, რომ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ფაშისტები გააცურეს და შედეგმაც არ დააყოვნა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




