როგორ გაანეიტრალა ბერიამ საფრანგეთში არსებული ანტისაბჭოთა დაჯგუფება
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 04.01
ლავრენტი პავლეს ძე ბერია საბჭოთა კავშირის აღორძინების ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო და სტალინთან ერთად, სწორედ მან შეიტანა უდიდესი წვლილი ქვეყნის აღორძინებასა და მოდერნიზაციაში.
მწერალი ბორის სოკოლოვი: „ბერია გენიალური ორგანიზატორი იყო. ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებულ ლავრენტი პავლეს ძეს შეეძლო, ნებისმიერ საკითხს საფუძვლიანად ჩასწვდომოდა. მისთვის არ არსებობდა ამოუხსნელი ამოცანა და გადაუჭრელი პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინს ოფიციალური მრჩეველი არ ჰყავდა, სწორედ ლავრენტი ბერია ითავსებდა ამ როლს და საბჭოთა ბელადი ყურად იღებდა ხოლმე ლავრენტი ბერიას რჩევებს. განსაკუთრებული წვლილი ბერიას, რა თქმა უნდა, საბჭოთა უშიშროების მოდერნიზაციაში მიუძღვის და ყველა იმ პროექტის წარმატებას, რაც მას ჰქონდა დავალებული, თავის შექმნილი უშიშროების სამსახურის დახმარებით აღწევდა. ტყუილად როდი მიანიჭა სტალინმა ბერიას მარშლის წოდება. სწორედ ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო კაცობრიობის ისტორიაში უშიშროებას ერთადერთი ხელმძღვანელი, რომელიც მარშლის სამხედრო წოდებას ფლობდა. ბერიას ეს წოდება ნამდვილად ეკუთვნოდა, რადგან მას იმდენი სასარგებლო რამ ჰქონდა გაკეთებული სახელმწიფოსა და კონკრეტულად სპეცსამსახურებისთვის, რომ ამქვეყნად მის ნახევარსაც კი ვერავინ გააკეთებდა.
ბერიამ თავისი ბობოქარი ცხოვრების განმავლობაში ათასი წინაღობა გადალახა და არაერთხელ იდგა უფსკრულის პირას. თუნდაც ის რად ღირს, რომ რამდენიმე სპეცოპერაციაში ბერია რიგითი ოპერთანამშრომელივით მოქმედებდა და თავის ხელქვეითებს უმაგრებდა ზურგს. მაგალითად, როდესაც ლევ ტროცკის ლიკვიდაციის ოპერაცია ტარდებოდა, ბერია პირადად იყო ჩასული ესპანეთში და მექსიკაში გასაგზავნ სალიკვიდაციო ჯგუფს მითითებებს აძლევდა. მაშინ ის პირველი ცდა წარუმატებლად დასრულდა. მაგრამ ბერიას მიერ დამოძღვრილმა რამონ მერკადერმა მაინც მოახერხა ტროცკის ვილაში შეღწევა და მისთვის თავის გაპობა ალპინისტის კირკით... ბერიას შემოქმედებაა აგრეთვე, საფრანგეთში, ეგრეთ წოდებული, თეთრგვარდიელთა სამხედრო ორგანიზაციის თავკაცთა განეიტრალების ოპერაცია. იმ პერიოდში საფრანგეთში ბაზირებული ეს სამხედრო ძალა მნიშვნეკლოვან დაფინანსებას იღებდა როგორც კერძო პროექტისგან, ასევე, საფრანგეთის მთავრობისგან. მათი ამოცანა იყო საბჭოთა კავშირში დივერსიული რაზმების გაგზავნა და ტერორისტულ-დივერსიული საქმიანობის გაჩაღება. ბერია პირადად ჩაუდგა სათავეში ამ ოპერაციას და სუდოპლატოვთან ერთად პარიზში ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამი პირი გაანეიტრალეს. ისინი ისე აორთქლდნენ, რომ ვერც ცოცხალი და ვერც მკვდარი ვერ აღმოაჩინეს. ექვსი მაღალჩინოსანი კი გაიტაცეს. მოსკოვში ჩაიყვანეს, გაასამართლეს და დახვრიტეს.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ლავრენტი პავლეს ძე ბერია, სხვა თავისი წინამორბედებივით (ძერჟინსკის გამოკლებით), კაბინეტის მინისტრი არასოდეს ყოფილა და ყოველთვის მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდა. ესწრებოდა ჩვენი სპეცჯგუფის წვრთნებს და პირადადაც იღებდა მონაწილეობას ვარჯიშებსა და წვრთნებში. სხვათა შორის, ბერია შესანიშნავი მსროლელი იყო და ყველა სახის ცეცხლსასროლ იარაღსაც საუცხოოდ ფლობდა. ბერია თავდადებული ადამიანი იყო. შუა გზაზე არასდროს მიატოვებდა საქმეს, სხვასაც არ გადააბარებდა და ყველაფერს თავად აკეთებდა. ამას მოითხოვდა ჩვენგანაც. ბერია იყო მრავალმხრივ განვითარებული, უშიშარი ადამიანი და მხოლოდ და მხოლოდ საქმის გამო შეეძლო, ყოფილიყო მკაცრი და სასტიკიც კი.
ბერიას გარდაცვალების მერე ხრუშჩოვმა მას ათასი სიბინძურე დააბრალა და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს ყველაფერი მტკნარი სიცრუეა.“
ბერიას აბრალებენ რეპრესიებს, ეგრეთ წოდებულ, 37 წელს და ეს აბსოლუტური ტყუილია. ბერია მაშინ საქართველოში მოღვაწეობდა, ხოლო კარგადაა ცნობილი, რომ სწორედ საქართველო იყო ბოლო ადგილზე რეპრესირებულთა მხრივ და ეს ბერიას დამსახურებაა. ბერიას აბრალებდნენ სექსუალურ მანიაკობას. იმას, რომ თითქოს, ბერიას ბრძანებით, ქალებს ქუჩებში იტაცებდნენ და ბერიასთან მიჰყავდათ. ესეც სისულელე და სიცრუეა. ბერიას იმდენი სამუშაო ჰქონდა, საამისო დრო ნამდვილად არ რჩებოდა. ის ჯერ საქართველოში, შემდეგ კი მოსკოვში მუშაობის პერიოდში, დღეების განმავლობაში გადაბმულად მუშაობდა. ზოგჯერ ისე იყო ჩაფლული მუშაობაში, რომ ერთი ჭიქა ჩაის დალევასაც ვერ ახერხებდა. იმ მცირე თავისუფალ დროს კი სრულად ცოლ-შვილს, ოჯახს უთმობდა. ომის პერიოდში კი ბერია იმდენად დაკავებული იყო საქმით, კვირების განმავლობაში ვერ ახერხებდა ოჯახის მონახულებას. რომ არა ბერიას ასეთი თავდადება, სიმამაცე და კომპეტენცია, ის ვერ შეძლებდა კავკასიის დაცვას და ეს რეგიონი მტერს ჩაუვარდებოდა ხელში. სანამ კავკასიაში ფაშისტები იმყოფებოდნენ, ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე იყო და პირადად უწევდა კოორდინაციას სამხედრო მოქმედებებს. ერთი სიტყვით, ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო ღირსეული ადამიანი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



