როგორ გაანადგურა სტალინმა ქვეყნის დამღუპველი ოპოზიცია
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 17.07

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ერთპიროვნული მმართველი იყო და ამაში არავის ეპარება ეჭვი. თუმცა, სწორედ ასეთმა მმართველობამ ააღორძინა საბჭოთა კავშირი. რომ არა საბჭოთა ბელადის ნებისყოფა, სიმკაცრე და ზოგჯერ სისასტიკეც კი, ვერც ქვეყანა დადგებოდა ფეხზე, თანაც ორჯერ და ვერც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ ომს მოიგებდა.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო. უდიდესი აღმშენებელი და მავანთათვის რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ყველაზე სამართლიანი სახელმწიფო მეთაური. მაგრამ სანამ იოსებ სტალინი სახელმწიფოს ასე სამართლიანად მოაწყობდა, მას ბევრი გადაულახავი ბარიერის დაძლევა მოუწია. ძირითადი ისტორია ამის შესახებ ყველამ იცის და ამაზე დაწვრილებით არ შევჩერდები. შევეხები ძირითად მომენტს, ანუ იმას, თუ როდის გადაწყვიტა სტალინმა, დროებით, ვიმეორებ, დროებით, გვერდით გადაედო დემოკრატია და უმკაცრესი ზომები მიეღო იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც სახელმწიფოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მტრობდნენ, რომ თავიანთი დასავლელი კურატორების დავალებებს ასრულებდნენ. ეს კი ქვეყნის მომავლისთვის კატასტროფა იყო და ამ დავალების უპირველესი მიზანი და სამიზნე იოსებ სტალინის ლიკვიდაცია იყო... დასავლეთს ოდითგანვე ოცნებად ჰქონდა გადაქცეული რუსეთის არა მარტო დაშლა, არამედ განადგურება. რუსეთის იმპერიის დაშლითა და ბოლშევიკური რევოლუციით მათ (დასავლეთის) ამ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც. და, ალბათ, მეტსაც იზამდნენ – თავიანთ საბოლოო მიზანსაც მიაღწევდნენ, რომ არა სტალინი. სწორედ იოსებ სტალინი აღუდგა წინ ამ მიზანს და ამიტომაც გადაწყდა ნებისმიერი მეთოდებით მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება. ერთი მხრივ, საბჭოთა მმართველის ლიკვიდაციით, მეორე მხრივ კი – პოლიტიკური მეთოდებით. თუმცა, არც ერთი გამოვიდა და არც მეორე...
დავუბრუნდეთ მთავარ თემას. მთავარ მომენტს და ეს მომენტი მაშინ დადგა, როდესაც საბჭოთა სახელმწიფოსა და საბჭოთა ხალხის მტრებმა ლენინგრადში ვერაგულად მოკლეს სერგეი მირონის ძე კიროვი. ეს ადამიანი სტალინის უერთგულესი, უღალატო და პრინციპული მმართველი იყო. კიროვი, მოსკოვის შემდეგ, ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქს, რუსეთის ჩრდილოეთ დედაქალაქად წოდებულ, ლენინგრადს ხელმძღვანელობდა. და, როდესაც ეს უბინძურესი ტერორისტული აქტი განხორციელდა, სტალინმა საბოლოო და ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო. პირადად, ძალიან სწრაფად ჩავიდა ლენინგრადში და ადგილობრივი ოპოზიცია, მათი ხელშემწყობები და ადგილობრივი ძალოვნები ერთიანად ჩამოაშორა ხელისუფლებას.“
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „კიროვის მკვლელობის ამბავი სტალინს ტელეფონით შეატყობინეს. იმ მომენტში მეც იქ ვიმყოფებოდი და სტალინთან ვათანხმებდი ერთ-ერთ საგარეო პოლიტიკურ საკითხს. ტელეფონის ყურმილი რომ აიღო და ინფორმაციას უსმენდა, მე მას ვუყურებდი. უცებ სტალინს სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა, მიტკალივით გაფითრდა და ჩაეკითხა: შეცდომას ხომ არ აქვს ადგილიო. იქიდან უპასუხეს, არაო. „კარგი“, – თქვა სტალინმა, ყურმილი დადო, სავარძელში მძიმედ ჩაეშვა. უხმოდ და თავჩაღუნული იჯდა. მივხვდი, რაღაც საშინელება მოხდა. მაგრამ შეკითხვა ვერ გავბედე. ჩიბუხსა და „ტაბაკერკას“ დასწვდა და ჩიბუხი გატენა. მოუკიდა. ნაფაზი დაარტყა. შემდეგ შემომხედა და მძიმედ თქვა: კიროვი მოკლეს. აღარ მყავს ჩემი მირონიჩი... კიდევ რამდენიმე წუთი რომ გავიდა, სტალინი უკვე ის ძველი სტალინი იყო. ტელეფონით სხვადასხვა განკარგულებას გასცემდა. ბოლოს კი პოსკრებიშევი იხმო და უთხრა: სასწრაფოდ ლიტერული მატარებელი გაამზადონ. ლენინგრადში მივემგზავრებით. ერთი საათის შემდეგ გავდივართო.
პოსკრებიშევი რომ წავიდა, მე მომმართა:
– მოემზადე, შენც ჩემთან ერთად მოდიხარ...
ლიტერული მატარებელი ფანტასტიკური სისწრაფით მიიწევდა წინ და არსად ჩერდებოდა. ლენინგრადში ძალიან სწრაფად ჩავედით. მთელი გზა სტალინს ხმა არ ამოუღია და მხოლოდ თამბაქოს აბოლებდა. რომ ჩავედით, ბაქანზე ლენინგრადის პარტიული საოლქო, სამხედრო და უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელობის მთელი შემადგენლობა დაგვხვდა ჩამწკრივებული და სმენაზე მდგომი. დიდ პერიმეტრზე კი სამმაგ რიგად კბილებამდე შეიარაღებული დაცვა დაგვხვდა. სტალინმა ყველაფერს თვალი მოავლო და მითხრა: „კლოუნები. რამხელა ალყა გაუკეთებიათ. ჩემი მირონიჩისთვის კი ერთი წესიერი მცველიც არ მოიძებნა“. ისეთი სამარისებური სიჩუმე იდგა, რომ სტალინის სიტყვები ყველამ გაიგონა და უფრო მეტად გაიჭიმნენ. ბელადი სწრაფი ნაბიჯით გაემართა ჩამწკრივებულებისკენ. ადგილობრივი „ენკავედეს“ უფროსის, ზაპოროჟეცის წინ შეჩერდა და მარჯვენა სამხრე ჩამოჰგლიჯა. შემდეგ სტალინმა უკვე პოლიტიკურადაც დასცა ყველა ხალხის მტერი და მტკიცედ შეუდგა ქვეყნის მმართველობას.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან