ბელადები

როგორ დაიწყო თბილისში მეტროს მშენებლობა სტალინის ბრძანებით

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.09, 2021 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სტალინის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი თითქმის 80 წელს ითვლის, ამ გენიალური პიროვნების მიმართ ცხოველი ინტერესი დღემდე არ განელებულა. სერიოზული მკვლევრები ყველანაირად ცდილობენ ზუსტი ისტორიული სიმართლის დადგენას. ისტორიის დოქტორი კონსტანტინე ვარფოლომეევი წერს:

„სტალინზე რომ ამერიკელები, ბრიტანელები და სხვა მათი მოკავშირეები ყოვლად დაუმსახურებელ აუგს წერენ და ლაპარაკობენ, სულაც არაა გასაკვირი, მაგრამ, როდესაც იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ქართველები მიწასთან ასწორებენ, ჩემთვის ეს ყოვლად გაუგებარი და მიუღებელია. სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოში სტალინის მაგინებლები არცთუ ისე მრავლადაა. ასეთ კატეგორიაში ნეოლიბერალების ნაწილი შედის, მაგრამ მაინც საწყენია. ეს ხალხი, ძირითადად, იმაზე აპელირებს, რომ თითქოს სტალინს თავისი სამშობლოსთვის არაფერი გაუკეთებია, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. ბერიაზე არაფერს ვამბობ, რადგან ეს ადამიანი ყველა ხელსაყრელ მომენტს იყენებდა საიმისოდ, რომ საქართველოსთვის სიკეთე მოეტანა. მაგრამ ეს საქმე სტალინის თანხმობის გარეშე არ გამოვიდოდა. ამიტომ შეგვიძლია, სავსებით სწორად დავასკვნათ, რომ სტალინი საქართველოს სასიკეთოდ ბერიას მეშვეობით მოქმედებდა. გენერალ დიმიტრი ვოლკოგონოვი: „არსებობს ვერსია, რომ თითქოს ბერია სტალინის ზურგს უკან მოქმედებდა ხოლმე და ამგვარად უკეთებდა სიკეთეს თავის სამშობლოს. შესაძლოა, რამდენიმე ასეთი შემთხვევა მართლაც იყო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ძალიან უმნიშვნელო. სტალინის გარეშე ბერია ვერ მოქმედებდა და ასეთი მცდელობა რომ ჰქონოდა, უმკაცრესად დაისჯებოდა. ბუნებრივია, რომ ბერია სტალინს გარკვეულ წინადადებებს სთავაზობდა და რეკომენდაციებსაც აძლევდა. ეს არაა გასაკვირი, რადგან ბერია შესანიშნავად იცნობდა საქართველოს, მაგრამ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იოსებ სტალინი იღებდა და ეს დღესავით ნათელია. ხშირ შემთხვევაში კი ინიციატივას უშუალოდ სტალინი იღებდა. მაგალითად, 1950 წელს სტალინს მზვერავებმა „დროპშოტის“ გეგმა მიუტანეს. ეს იყო საბჭოთა ქალაქების ატომური დაბომბვის სქემა. დასაბომბ ქალაქებში თბილისიც, ანუ საქართველოს დედაქალაქიც შედიოდა. სტალინმა იმავე საღამოს „ვეჩეთი“ საქართველოს „ცეკას“ პირველ მდივანს, კანდიდ ჩარკვიანს დაურეკა და სასწრაფოდ მოსკოვში დაიბარა. მოგვიანებით ჩარკვიანი ამბობდა: ამ ზარის შემდეგ ტანში გამაცია, რადგან სტალინს არ უთქვამს, რისთვის მიბარებდაო. საქმე კი ის იყო, რომ სტალინმა მასთან ჩასულ ჩარკვიანს უთხრა, თბილისში სასწრაფოდ მეტრო უნდა აშენდესო. ბელადმა კარგად უწყოდა, რომ მეტრო არა მარტო გადაადგილების ეფექტური და სწრაფი საშუალება იყო, არამედ ატომური თავდასხმისგან თავის დაცვის ადგილიც. სტალინს არ განუმარტავს მეტროს მშენებლობის მიზანი და არც „დროპშოტის“ გეგმა გაუმხელია კანდიდ ჩარკვიანისთვის. სტალინმა მოსკოვიდან ჩარკვიანს თბილისში გვირაბმშენებლობის უმაღლესი კლასის სპეციალისტთა ჯგუფი გააყოლა, რომლებსაც წინასწარი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინათ და მშენებლობა დაეწყოთ...“.

ვოლკოგონოვის მიერ მოყვანილ უტყუარ ფაქტებს კომენტარი არ სჭირდება. ძალიან მკაფიოდ ჩანს, როგორ ზრუნავდა სტალინი თავის სამშობლოზე. მეტროს პროექტი ძალიან ძვირი ჯდებოდა, მაგრამ სტალინმა სახსრები შეუფერხებლად გამოაყოფინა ბიუჯეტიდან. წინასწარი სამუშაოები წარმატებით დასრულდა და თბილისში მეტროს მშენებლობა დაიწყო. 1952 წელს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ცოტა არ იყოს, არეულობა დაიწყო და ამის გამო მეტროს მშენებლობა შეწყდა. შემდეგ სტალინიც გარდაიცვალა. მას ბერიაც მიაყოლეს და ხრუშჩოვის კატეგორიული ბრძანებით „სოფელ თბილისში“ (ხრუშჩოვის ცნობილი ციტატა) მეტროს მშენებლობა შეწყდა... მართალია 60-იანი წლების დასაწყისში თბილისში, მუშაობა გაგრძელდა და მეტრო მაინც აშენდა, მაგრამ ეს დამსახურება ყოვლად დაუმსახურებელმა ადამიანებმა მიიწერეს, თანაც სწორედ მათ, ვინც მისი აშენების წინააღმდეგი იყო, თუმცა ფაქტია, რომ მეტროს მშენებლობის ინიციატორი სტალინი იყო. სტალინის დამსახურებაა ისიც, რომ საქართველო მომარაგების უმაღლეს კატეგორიაში შედიოდა და ფასები აქ სხვა რესპუბლიკებზე ბევრად დაბალი იყო. სტალინმა როცა მინისტრთა საბჭოს ასეთი დადგენილება მიაღებინა, ეს ასე ახსნა: საქართველოს დიდი ნაწილი საკურორტო ზონაა და იქ ჩასული საბჭოთა დამსვენებლებისთვის ჭამა-სმა და ჩაცმა-დახურვა, აგრეთვე, დასვენება, იაფი, ხელმისაწვდომი უნდა იყოსო. იყო, აგრეთვე, ბევრი ისეთი პასაჟიც, სტალინის ნებართვით, რაც მზიურ საქართველოს (სტალინის ტერმინი) სხვა რესპუბლიკებთან შედარებით პრივილეგიურ მდგომარეობაში აყენებდა. მზიური საქართველო კი სტალინმა თავის სამშობლოს დიდი სიყვარულის გამო უწოდა. ეს ადამიანი ნამდვილი ქართველი იყო, რასაც აშკარად არ გამოხატავდა, რადგან ამას პოლიტიკა მოითხოვდა. პოლიტიკაში კი დიდ სტალინს არასოდეს არაფერი შეშლია.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი