ბელადები

როგორ დაბრუნდა ლენინი კრემლში სტალინის ძალისხმევით

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.10

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი შორსმხედველი პოლიტიკოსი იყო და სხვებზე უკეთ შეეძლო ამა თუ იმ მოვლენის განჭვრეტა. ეს ადამიანი ხელიდან არ უშვებდა მცირეოდენ შანსსაც კი, რომ წარმატება მოეპოვებინა პოლიტიკური ოლიმპოსკენ მიმავალ გზაზე.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინი უთვალსაჩინოესი რევოლუციონერი იყო და უდიდესი წვლილი მიუძღვოდა ბოლშევიკურ მოძრაობაში საბჭოთა ხელისუფლების საწყის ეტაპზე, მისი (სტალინის) სხვა კოლეგები ცდილობდნენ, მთავარ როლებში ყოფნას, ხალხში გამოჩენას და ამით პოპულარობის მოპოვებას, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს ხელისუფლების ოლიმპოზე ასვლის უმოკლესი გზა იყო. თუმცა მწარედ ცდებოდნენ.“

მართალია, მოლოტოვმა ეს სიტყვები „პერესტროიკის“ დროს თქვა, მაგრამ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავარი დამალა. მას სიტყვაც კი არ დაუძრავს იმის შესახებ, რომ საბჭოთა ხელისუფლების საწყის ეტაპზე ბოლშევიკურ პარტიაში სასტიკი ბრძოლა იყო გამართული ძალაუფლების ოლიმპოზე ასასვლელად და რომ ამ ბრძოლის დროს დანდობას ადგილი არ ჰქონდა. ლენინის ტახტის პრეტენდენტები მზად იყვნენ, კბილებით გაეგლიჯათ ერთმანეთი. თუმცა, ილიჩი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მიუხედავად ამისა, უმაღლესი ტახტისთვის ბრძოლა არ წყდებოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „1918 წლის 30 აგვისტოს ლენინი მიხელსონის ქარხნის მუშებს შეხვდა. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და უკან რომ ბრუნდებოდა, მას თავს დაესხნენ. ოფიციალური ვერსიით, თავდამსხმელი თითქმის ბრმა ქალი, ესერი ფანი კაპლანი იყო. თუმცა, ლენინი არ გარდაცვლილა და ის ცოცხალი გადარჩა. მაგრამ გარკვეული პერიოდი ის ქმედითუუნარო იყო და მის მოვალეობას იაკობ სვერდლოვი ასრულებდა. სვერდლოვმა თავხედურად, ერთპიროვნულად დაიკავა ლენინის კაბინეტი კრემლში. მისივე ინიციატივით გაიგზავნა ლენინი მოსკოვთან ახლოს გორკაში და სვერდლოვი მის სრულ იზოლაციას ცდილობდა. თუმცა, ლენინი ძალიან მალე გამოჯანმრთელდა. მოსკოვში დაბრუნდა და მუშაობა განაგრძო.“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი, რატომღაც, არ ამბობს იმას, რომ ლენინის კრემლში დაბრუნებაში დიდი წვლილი სტალინს მიუძღვოდა. სწორედ სტალინმა ამოიცნო სვერდლოვის ვერაგული გეგმა ლენინის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შესახებ, რათა თავად უკვე ლენინის გარეშე დაეკავებინა მისი ადგილი. თუმცა, სტალინმა ლენინს საუკეთესო ექიმები დაახვია თავს. ოქტომბრის რევოლუციის ბელადი მალევე გამოაჯანმრთელა და ქვეყნის მმართველობას დაუბრუნა.

იაკობ კედმი: „ლენინის სწრაფად გამოჯანმრთელებისა და მმართველობაში დაბრუნების ინტერესი კოლეგებს შორის ყველაზე მეტად სტალინს ჰქონდა. ეს მოგვიანებით ნათლად გამოჩნდა. როდესაც სტალინი გენერალურ მდივნად დანიშნა ლენინმა და სტალინმა სწრაფი აღმასვლა დაიწყო ძალაუფლებისკენ. ეს – ერთი მხარე, მეორე მხარე კი ისაა, რომ 30 აგვისტოს ტერაქტის უკან, რომელიც ლენინის წინააღმდეგ იქნა განხორციელებული, იაკობ სვერდლოვი იდგა და ეს ახლა უკვე დამტკიცებული ფაქტია. კაპლანი კი განტევების ვაცად გამოიყენა. სწორედ სვერდლოვის ძალისხმევით, კაპლანი ლუბიანკიდან („ჩეკას“ შტაბ-ბინა) კრემლში გადაიყვანეს და ის პირადად სვერდლოვმა დაჰკითხა. მეორე დღეს კი, სვერდლოვისვე ბრძანებით, კრემლის სარდაფში დახვრიტეს. ამით სვერდლოვი თავისი დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობდა, რაც არ გამოუვიდა.“

თავად სვერდლოვი ამ ამბებიდან საკმაოდ მალე, 1919 წლის 16 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა. ოფიციალური ვერსიით, სვერდლოვი ესპანური გრიპით დაავადდა და 33 წლის კაცის სიცოცხლე სწორედ ამან შეიწირაო. თუმცა, დიდი ალბათობით, სტალინმა ამის შესახებ ყველაფერი იცოდა და შესაძლოა, გარკვეული მონაწილეობაც კი მიიღო ამ საქმეში. ის კი არა, ასი პროცენტითაა დამტკიცებული, რომ სტალინმა ფარული გამოძიება ჩაატარა და უტყუარი მოწმეები იპოვა, ვინც დაადასტურა, რომ სვერდლოვმა ლენინის მკვლელობა ერთ-ერთ კრიმინალს შეუკვეთა. კრიმინალებთან კი იაკობ სვერდლოვს საკმაოდ ფართო კავშირები ჰქონდა.

იაკობ კედმი: „მიუხედავად იმისა, რომ ბოლშევიკურ ვიწრო წრეში დამტკიცდა სვერდლოვის დანაშაული, ეს ამბავი გარეთ არ გაუტანიათ. ხოლო როდესაც სვერდლოვი გარდაიცვალა, ის კრემლის კედელთან დიდი ბოლშევიკური პატივით დაკრძალეს. დიდი ალბათობაა იმისიც, რომ ლენინმა სტალინი მადლიერებისა და დიდი ნდობის გამო დანიშნა პარტიის გენერალურ მდივნად, რამაც მას პირდაპირი გზა გაუხსნა აბსოლუტური ძალაუფლებისკენ.“

მადლიერება ერთია, მაგრამ გამოცდილმა ლენინმა სწორედ სტალინში ამოიცნო ის, ვინც ყველაზე კარგად გაუძღვებოდა საქმეს და არჩევანში არც შემცდარა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №51

16-22 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა