ბელადები

როგორ დაამარცხა სტალინმა დასავლეთი ყირიმსა და პოტსდამში

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 11.11, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობებით დაჯლდოებული ადამიანი იყო და დიდ წარმატებებს აღწევდა პოლიტიკაში, რაშიც მას ფოლადისებური ნებისყოფა და სიმამაცე უწყობდა ხელს.

საბჭოთა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „იოსებ სტალინს ძალიან მაღალ ინტელექტთან და უშრეტ ენერგიასთან ერთად სამაგალითო სიმამაცე ჰქონდა. ეს კი განსაკუთრებით გამოავლინა „დიდი სამამულო ომის“ პერიოდში, როდესაც უმაღლეს მთავარსარდალ სტალინთან ხშირი ურთიერთობები მქონდა, მე ის ოდნავ შეშფოთებულიც კი არ მინახავს. არადა, საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით ომის დასაწყისში, სტალინს ძალიან არადამაიმედებელი ინფორმაციები მისდიოდა საბრძოლო მოქმედებების შესახებ. თუმცა, ბელადი მუდამ გონებანათელი და გაუტეხელი იყო. მას არც დიდი წარმატებები ახვევდა თავბრუს, სიხარულშიც ყოველთვის ზომიერი იყო და საღად, მრავალმხრივ აფასებდა შექმნილ სიტუაციებს. მახსოვს, როდესაც პაულიუსისა და მისი არმიის ტყვედ აყვანის ამბავი შეიტყო (იმ დროს მასთან ვიყავით შეკრებილები თათბირზე), ხრუშჩოვი სკამიდან წამოხტა და ტაში შემოჰკრა. სტალინმა კი მას მშრალად უთხრა: ვიზეიმებთ მაშინ, როდესაც ბერლინს ავიღებთ და ფაშიზმს დავამარცხებთო... სტალინის პიროვნების სრულ სურათს ასახავს ის მომენტი, როდესაც მას წინ დავუდეთ სუპერსაიდუმლო გეგმა, სახელწოდებით – „კედელი“. ეს იყო უინსტონ ჩერჩილის დავალებით შექმნილი გეგმა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების შესახებ. იოსებ ბესარიონის ძემ დაწვრილებით წაიკითხა ყველაფერი, თუმცა სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხევია და მშვიდად თქვა: ეს, მართლაც რომ, წარმოუდგენელი რამაა, მაგრამ ჩერჩილისგან არ მიკვირს. ის ხომ ცნობილი ავანტიურისტია. თუმცა ჩვენთან არასოდეს გასვლია და არ ახლა გაუვა...“

ოპერაცია „კედლის“ შემუშავება დიდი ბრიტანეთის არმიის გენშტაბმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოკავშირეები ნორმანდიაში გადასხდნენ. ანუ მეორე ფრონტის გახსნა, იგივე, ოპერაცია „ოვერლორდი“ 1944 წლის 6 ივნისს განხორციელდა, დაახლოებით 2 კვირის მერე კი ბრიტანეთის გენშტაბმა უკვე „კედელზე“ დაიწყო დეტალური მუშაობა. ამ გეგმის ძირითადი სქემა ის იყო, რომ ყოველმხრივ შეეშალათ ხელი საბჭოთა კავშირის ბერლინში შესვლისთვის. და ეს უნდა განხორციელებულიყო პოლიტიკურ-დიპლომატიური მეთოდებით. ხოლო თუკი ეს არ მოხდებოდა, მაშინ საბჭოეთისთვის კოალიციურად უნდა დაერტყათ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ფაშისტური გერმანიის ბრძოლისუნარიანი დივიზიების მეშვეობით და განედევნათ ევროპის ტერიტორიიდან. თანაც მაქსიმალურად შეეზღუდათ საბჭოთა საზღვრები. საამისოდ (უკვე მოგვიანებით) დიდ ბრიტანეთს მზადყოფნაში ჰყავდა 20 ფაშისტური დივიზია როგორც აფრიკაში, ასევე დასავლეთ ევროპაში და ამ დივიზიებს სრული საბრძოლო კომპლექტაცია ჰქონდათ. რაოდენობრივად კი ნახევარ მილიონს აღწევდნენ... ყირიმის კონფერენციამდე ჩერჩილი საიდუმლოდ შეხვდა რუზველტს და უვე შემუშავებული „კედელი“ დეტალურად გააცნო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თავის ბრიტანელ კოლეგას უარი უთხრა და არ ურჩია ამ ავანტიურის დაწყება. შემდეგ იყო ყირიმი და რუზველტი სტალინის მხარეს დადგა. ამან ჩერჩილი დროებით გააჩერა. სულ მალე, 12 აპრილს, რუზველტი გარდაიცვალა და ჩერჩილმა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს, ტრუმენს გაუზიარა ეს გეგმა. ტრუმენი ჩერჩილს შეჰპირდა, რომ უახლოეს მომავალში „კედელს“ მასთან ერთად განიხილავდა: ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი .ამ დროს საკუთარ თამაშს თამაშობდა. პოტსდამის კონფერენციასთან ერთად ატომური ბომბის გამოცდას ელოდა. პოტსდამში კონფერენციის მეორე ნახევარში დიდ ბრიტანეთს არჩევნებში დამარცხებული ჩერჩილის მაგივრად უკვე პრემიერი ეტლი წარმოადგენდა და მიუხედავად ატომური შანტაჟისა, სტალინი შეუდრეკელი იყო... დიმიტრი ვოლკოგონოვი: „პოტსდამში სტალინმა თავისი ინტერესები ბოლომდე დაიცვა და სასურველ შეთანხმებასაც მიაღწია. ასევე, ვალდებულება აიღო, რომ იაპონიის წინააღმდეგ ომში ჩაერთვებოდა. იაპონური კამპანიის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე კი სტალინმა ეტლსა და ტრუმენს პირადი წარმომადგენლები გაუგზავნა და ორივე ქვეყნის ლიდერს უთხრა, რომ „კედელი“ ყველა დეტალს იცნობდა. რომ ამ ანტისაბჭოთა ავანტიურაზე ხელი აეღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში იაპონიასთან ომში არ ჩაებმებოდა და მოკავშირეებსაც ხელს შეუშლიდა. ამის მერე ანგლო-ამერიკელებმა „კედელზე“ ხელი აიღეს. ფაშისტური დივიზიები კი სასწრაფოდ განაიარაღეს...“

„კედლის“ განხორციელება, ფაქტობრივად, მესამე მსოფლიო ომს ნიშნავდა და სტალინმა თავისი ინტელექტითა და სიმამაცის წყალობით ეს კატასტროფა არ დაუშვა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი