ბელადები

როგორ ჩაუშალა სტალინმა გეგმები ანგლოსაქსებს

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 23.11, 2023 წელი

სტალინი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სტალინს მრავალ დანაშაულს აბრალებენ და ამგვარად ცდილობენ მისი პიროვნების გაშავებას, დროდადრო ისეთი ისტორიული საბუთების გამომზეურება ხდება, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ და სტალინისადმი მიმართულ ბრალდებებს აქარწყლებენ.

პუბლიცისტი არსენ მარტიროსოვი: „სტალინს ხშირად იმას აბრალებენ, რაც არ ყოფილა. ამ შემთხვევაში მე ისტორიული ფაქტების ბურჟუაზიულ ინტერპრეტაციას არ ვგულისხმობ, არამედ მხედველობაში მაქვს თავად სტალინის პიროვნება. ანუ, რადგან სტალინი ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო და აბსოლუტურად სწორად მოქმედებდა, მას ტირანი და დიქტატორი უწოდეს და უნდათ, რომ ეს ყველამ დაიჯეროს. თუმცა, მათ ამას სხვა ინტერპრეტაცია მისცეს, ანუ, სტალინი იმიტომაა ტირანი, რომ ჰიტლერთან თავდაუსხმელობის პაქტი დადო. ეს ხომ თვალში ნაცრის შეყრაა? საბჭოთა ბელადი ხომ უჭკუო არ იყო, რომ ფიურერს შუბლით დატაკებოდა, მით უმეტეს, იმ დროს, როცა დიდი ომისთვის მზად არ იყო? ანუ, სტალინს დიქტატორს იმიტომ უწოდებდნენ, რომ პრაგმატული პოლიტიკოსი იყო? სასაცილოა, არა? კიდევ უფრო სასაცილოა და თავხედური ის, რომ თავად ანგლოსაქსებმა ჰიტლერს მთელი ევროპის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი ჩააბარეს, გააძლიერეს და საბჭოეთზე გამოუშვეს. ერთი სიტყვით, ეს დასავლური კალამბური საბჭოთა ლიდერმა, იოსებ სტალინმა არ დაიჯერა და ანგლოსაქსები სწორედ ამან გაამწარა. სტალინს კი დღემდე იმიტომ „აშავებენ“, რატომ მოიგე ომიო?“

საგულისხმო და ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ანგლოსაქსების მიერ მოძებნილი, შექმნილი და აღზევებული ჰიტლერი საბოლოოდ მათ (ანგლოსაქსებს) შეუბრუნდა და ვერ შეასრულა ის მისია, რაც მას დააკისრეს – საბჭოეთი ვერ დაამარცხა. ბოლოს კი ანგლოსაქსები იძულებულნი გახდნენ, რომ ჰიტლერის შესაკავებლად სტალინს დახმარებოდნენ და ეს სიტუაცია სტალინმა შესანიშნავად გამოიყენა თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

იაკობ კედმი: „უკვე არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ანგლოსაქსებმა ჰიტლერი საბჭოეთისა და სტალინის „შესაჭმელად“ შექმნეს, მაგრამ არ გაუმართლათ და მათვე შეუბრუნდათ. სტალინი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებამდე სთავაზობდა ანგლოსაქსებს ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნასა და ფიურერის გაჩერებას, მაგრამ მათ სულ სხვა გეგმები ჰქონდათ. სტალინმა კი იმდენი მაინც მოახერხა, რომ თავდაუსხმელობის პაქტის მეშვეობით, ომის დაწყების თარიღი ჰიტლერს 2 წლით გადააწევინა, მეტიც, ორ ბელადს შორის არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ და ურთიერთთანამშრომლობის ახალი გეგმები დაესახათ. ეს შეხვედრა 1941 წლის 19-20 ივნისს უნდა შემდგარიყო. თუმცა, ჰიტლერის თხოვნით, გადაიდო. 2 დღის მერე კი ფაშისტური გერმანია საბჭოეთს დაესხა თავს. ზოგიერთს ეს ისტორია ჰიტლერის ფანდად, სტალინისთვის ყურადღების მოდუნებად მიაჩნია და ამის გამო სტალინს ლანძღავენ. სინამდვილეში კი, ჰიტლერს ეს შეხვედრა მისმა პატრონებმა, ანგლოსაქსებმა ჩაუშალეს და აიძულეს, რომ სასწრაფოდ თავს დასხმოდა საბჭოთა ქვეყანას.“

1975 წელს 88 წლის ასაკში მიუნხენში გარდაიცვალა ძალიან საინტერესო და იმავდროულად, იდუმალებით მოცული პიროვნება ერნსტ გენფშტინგელი. ეს კაცი იყო გერმანელი ისტორიკოსი, გამომცემელი და პოლიტიკოსი, 20-იანი წლებიდან მოყოლებული ადოლფ ჰიტლერის ახლო მეგობარი, 40-იან წლებში კი – ფრანკლინ რუზველტის მრჩეველი. ამ ადამიანმა სიკვდილის წინ უახლოეს ადამიანებს თავისი ჩანაწერები გადასცა და უანდერძა, რომ მისი სიკვდილისთანავე გამოექვეყნებინათ. თუმცა ანდერძი არ შესრულდა, ხელნაწერები არ გამოქვეყნებულა, იდუმალებით მოცულ გარემოში გაქრა და ფართო საზოგადოება მათ არ გასცნობია. თუმცა, დანამდვილებითაა ცნობილი, რომ გენფშტინგელი თავის ჩანაწერებში აღწერდა, თუ როგორ ეხმარებოდა ის ჰიტლერს, როგორ ჩაჰქონდა მასთან ანგლოსაქსური ოლიგარქიის ფული და როგორ ამზადებდნენ ფიურერს საბჭოეთზე თავდასასხმელად. ერთი სიტყვით, ამ ადამიანის ჩანაწერები აშკარად ამხელს ანგლო-საქსონურ გეგმებს, მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც და ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ჩანაწერები გაექროთ და ფართო საზოგადოებისთვის არ გაეცნოთ.

ბორის სოკოლოვი: „ნიშანდობლივია ის, რომ სტალინმა იცოდა ანგლოსაქსური გეგმების შესახებ. შესაძლოა, სტალინს მაგიდაზე არ ედო ანგლოსაქსების მიერ შედგენილი დაწვრილებითი გეგმა (თუმცა, არც ესაა გამორიცხული), მაგრამ საბჭოთა ბელადი თავისი ნათელი გონებითა და პოლიტიკური ალღოთი ხვდებოდა ყველაფერს და ისეთ ნაბიჯებს დგამდა, რომ მაქსიმალურად შეეზღუდა მათთვის მოქმედების არეალი, ხელი შეეშალა მათთვის. შეიძლება ითქვას, რომ სტალინმა ეს შესაძლო და სწორედ ამიტომაა, რომ დღემდე სტალინის სახელისა და საქმეების ისტორიიდან ამოშლა სურთ, თუმცა არ გამოსდით.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა