როგორ ჩააბა სტალინმა კამო და მისი და რევოლუციურ მოძრაობაში
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ სტალინი გენიალური რევოლუციონერი იყო და სანამ უზარმაზარ ქვეყანას ჩაუდგებოდა სათავეში და მას მსოფლიოს უპირველეს სახელმწიფოდ გადააქცევდა, იატაკქვეშა მოღვაწეობის უზარმაზარი გამოცდილება მიიღო. სტალინს, ფაქტობრივად, სუსტი მხარეები არ გააჩნდა და მისი ერთ-ერთი უძლიერესი მხარე კი კადრებთან მუშაობა იყო.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „სტალინს კადრების შერჩევაში ბადალი არ ჰყავდა, მაგრამ საბჭოთა ბელადს ასევე იმის უნიკალური უნარი ჰქონდა, რომ ნებისმიერი ადამიანი აემუშავებია მაქსიმალურ ზღვრამდე, გაეღვივებინა მასში ფარული რეზერვები და რომ იტყვიან, მთების გადამბრუნებლად გადაექცია. ამისი ნათელი დასტურია საბჭოთა ადამიანის გმირული შრომა ინდუსტრიალიზაციისას და გმირული ბრძოლა მეორე მსოფლიო ომში. საქმე ისაა, რომ თავად სტალინიც ყოველთვის მაქსიმალურად იხარჯებოდა ნებისმიერ საქმეში და ამაში მას ბადალი არ ჰყავდა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთს ატარებდა და ეს ტვირთი მან ჭაბუკობის პერიოდში „აიკიდა“. სრულიად ნორჩი იყო სოსელო (ასე ეძახდნენ სტალინს ბავშვობაში), როდესაც ჯერ კიდევ გორში ცხოვრებისას და სკოლაში სწავლისას, უსამართლობის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. ის ვერ იტანდა მჩაგვრელებს. ყოველთვის ესარჩლებოდა სუსტსა და შეურაცხყოფილ ადამიანს. თავად მას იშვიათად თუ გაუბედავდა ვინმე შეურაცხყობას. სოსელო ასეთ თავხედს უმალვე გასცემდა ხოლმე პასუხს. იქნებოდა ეს მასზე უფროსი თუ ფიზიკურად ძლიერი. იოსებ ჯაღაშვილს არასოდეს ეშინოდა ორთაბრძოლისა თუ ფიზიკური დაპირისპირების. ეს თვისება მას ცარიზმის ციხეებშიაც გამოადგა და არასდროს გატეხილა. უკვე იატაკქვეშელ კობას, ჟანდარმერების არაერთი მათრახი და კომბალი მოხვედრია, მაგრამ არც ბრძოლისთვის დაუნებებია თავი და გასაჭირის დროს არც კი შემდრკალა. თავად იყო ასეთი და თანამებრძოლებსაც ასეთებად ზრდიდა. მარტო ის რად ღირს, რომ სტალინმა კამო და მისი და, სოფია, ჩააბა რევოლუციურ მოძრაობაში და არცკი შემდრკალა. არადა, ისინი უზრუნველყოფილი ოჯახიდან იყვნენ. მათი მამა მდიდარი ვაჭარი იყო და თავის შვილებს სასტიკად უკრძალავდა სტალინთან გაკარებასაც კი. თუმცა, სტალინს ისეთი ქარიზმა ჰქონდა, ადვილად მონუსხა სიმონ და სოფია ტერ-პეტროსიანები და რევოლუციურ მოძრაობაში ჩააბა. ფსევდონიმი „კამოც“ სტალინმა შეარქვა სიმონს და რუსეთის იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და მოუხელთებელ რევოლუციონერ-იატაკქვეშელად გადააქცია სწორედ ექსპროპრიაციების დროს მოპოვებული სიმდიდრის გადასაცემი ადრესატის ძებნაში სვამდა სიმონ ტერ-პეტროსიანი დამახინჯებულად კითხვას: „კამო“, რადგან ის სომეხი იყო და „კამუს“ კარგად ვერ გამოთქვამდა, ანუ ვისთვის უნდა გადაეცა განძი. აქედან წამოვიდა მისი სახელიც – „კამო“.
კამო ექსპროპრიაციების სპეციალისტად ჩამოყალიბდა. სწორედ მის მიერ ჩატარებული ოპერაციების შედეგად ივსებოდა ბოლშევიკების სალარო... მე სტალინს მას მერე არ მოვშორებივარ, რაც ის გენერალური მდივანი გახდა და ოცდაათ წელიწადზე მეტხანს ვიმუშავე მის გვერდით. სტალინს 20-იან წლებში, ქვეყნის მართვასთან ერთად, მძიმედ დააწვა შიდაპარტიული დაპირისპირების ტვირთი და მან ღირსეულად მოიგო ეს ბრძოლა.
ინდუსტრიალიზაციის მთელი პერიოდის განმავლობაში სტალინი წამითაც არ მოდუნებულა. ის უზარმაზარი ქვეყნის აღორძინების ავანგარდში იყო და სახელმწიფოს პულსზე ედო ხელი. რაც შეეხება დიდ სამამულო ომს, სტალინმა იქ უზარმაზარი ენერგია ჩადო. ჯანმრთელობის დიდი ნაწილი შეალია და გავიმარჯვეთ კიდეც. ეს ადამიანი ტიტანური შრომით გამოირჩეოდა. მას პერმანენტული თათბირები აქვს ჩატარებული, რომლის დროსაც, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანებს დაღლილობისგან ფეხები ეცელებოდათ და თვალები ეხუჭებოდათ. მახსოვს, ერთ-ერთი თათბირის დროს უკრაინის ცეკას პირველ მდივანს, ნიკიტა ხრუშჩოვს ღრმად ჩაეძინა. მან ისეთი ხვრინვა ამოუშვა, რომ ერთ-ერთი გამომსვლელის ხმაც კი დაფარა. მის გვერდით მჯდომმა კაგანოვიჩმა ხრუშჩოვის გაღვიძება სცადა, მაგრამ უშედეგოდ. სტალინს გაეცინა. კაგანოვიჩი გააჩერა და ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა. იქ მყოფთა უმრავლესობა კრემლის სასადილოში გაემართა და მათ უმეტესობას ვახშმობისას ჩაეძინა. თავად სტალინი კი ამ დროს დიმიტრი დიმიტროვს ესაუბრებოდა პირისპირ და რომ გაისტუმრა, თათბირი გაგრძელა. არ მახსოვს შემთხვევა, რომ სტალინს ეთქვას დავიღალე ან შეუძლოდ ვარო. ის ყოველთვის ფორმაში იყო და შეიძლება, დაღლილი და შეუძლოდაც კი ყოფილიყო, მაგრამ ირგვლივ მყოფნი ამას ვერ ვამჩნევდით. სტალინი ჩვენთვის უმაღლესზე უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოღვაწის ბრწყინვალე მაგალითი იყო და ვცდილობდით, მისთვის მიგვებაძა. თუმცა, ასეთი სიმაღლის მიღწევა ვერავინ შეძლო და მეეჭვება, რომ ოდესმე შეძლოს ვინმემ, სტალინის დონეს მიაღწიოს.“
მოლოტოვი აბსოლუტურად სწორად აფასებს სტალინის პიროვნებას. და თუკი მოლოტოვს შესაძლოა, ტენდენციურობაში დასდოს ვინმემ ბრალი, ჩერჩილისა და სხვა დიდი პოლიტიკოსებისთვის ასეთი იარლიყის მიწებება გამორიცხულია. ჩერჩილი წერდა: „სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი და დიდი აღმშენებელი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ მის დონეს ვერავინ ვერასდროს მიაღწევს.“
ბრიტანელი ლომი აბსოლუტურად მართალი აღმოჩნდა და უკვე დიდი ხანია, სტალინი ცოცხალი აღარაა, მაგრამ მისი ტოლ-სწორი ადამიანი ჯერ კიდევ არ ჩანს!“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



