როგორ ააცილა სტალინმა გლობალური ომი მსოფლიოს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.07

იოსებ სტალინი რომ გენიალური პოლიტიკოსი იყო, ამაზე ყველა თანხმდება. ის მტრების მიერაცაა აღიარებული და მართალია, მისი სახელის შებღალვას დღემდე ცდილობენ მავანნი და მავანნი, მაგრამ, ისტორია საბოლოოდ ყოველთვის თავის სწორ სიტყვას მაინც ამბობს და ასეთი ტენდენცია დღეს უკვე ნათლად იკვეთება მსოფლიოში.
იაკობ კედმი: „დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა ისეა მოწყობილი, რომ უკვე სტალინის არაერთი მაგინებელი მიხვდა, თუ როგორი დიდი პოლიტიკური ფიგურა იყო საბჭოთა ბელადი და რა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ამ ადამიანმა სწორი მსოფლიო წესრიგის დამყარებაში დედამიწაზე... ახალი მსოფლიო წესრიგისკენ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ თეირანის კონფერენციაზე 1943 წლის ნოემბერში გადაიდგა. იქ, თეირანში ჩაეყარა საფუძველი ახალი საერთაშორისო ურთიერთობების ფუნდამენტურ ნორმატიულ აქტებს. შემდგომ იტალიაში ისინი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა. ხოლო პოტსდამში კი საბოლოო სახე მიიღო... ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, იალტაში ჩერჩილმა, რუზველტმა და სტალინმა მსოფლიო გაიყვეს. თუმცა ეს ასე არ ყოფილა. იყო გაყოფის მცდელობა და ამას სტალინმა შეუშალა ხელი. ამ კუთხით განსაკუთრებით ჩერჩილი აქტიურობდა. თუმცა, სტალინის მყარმა არგუმენტებმა მნიშვნელოვნად ჩააცხრო „ბრიტანელი ლომის“ ვნებები და ჩერჩილი „ჩარჩოში“ მოაქცია... ანგლო-ამერიკელების გეგმის მიხედვით, ევროპა გეოპოლიტიკურად ისე ნაწილდებოდა, რომ თანაბარი კონფიგურაცია შემდგომში დასავლეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს და საბჭოთა კავშირის პოლიტიკური გავლენა რამდენიმე წელიწადში ნულს მიუახლოვდებოდა, რაც შემდგომ უკვე ამ დიადი ქვეყნის ნგრევით დასრ ულდებოდა. ანუ მოხდებოდა ის, რაც 90-იან წლებში განხორციელდა. სტალინმა კი, უხეშად რომ ვთქვათ, აიღო და „ევროპა გააწითლა“. ეს კი იმიტომ გააკეთა, რათა დასავლეთს ვერ მოეხერხებინა თავისი ვერაგული გეგმის განხორციელება. ანუ, საბჭოთა ბელადმა მძლავრი ბუფერული ზონა შექმნა და საბჭოთა კავშირს მყარი უსაფრთხოების სარტყელი შეუკრა... იალტის შეხვედრიდან პოტსდამის კონფერენციამდე სულ რამდენიმე თვე იყო გასული და ამ მოკლე დროში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. გარდაიცვალა რუზველტი და მისი ადგილი ტრუმენმა დაიკავა. პოტსდამის შუა კონფერენციის დროს კი ჩერჩილმა არჩევნები წააგო და მისი ადგილი ეტლიმ დაიკავა. მთავარი კი ის იყო, რომ ანგლო-ამერიკელებს უკვე ყველაფერი მზად ჰქონდათ მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად მათ (ანგლო-ამერიკელებს) აბსოლუტურ მზადყოფნაში ჰყავდათ კარგად გაწვრთნილი, ბრძოლებგამოვლილი, ყოველმხრივ შეიარაღებული, რადიკალურად ანტისაბჭოურად განწყობილი 20 ფაშისტური დივიზია. შედგენილი იყო ოპერაციის გეგმა, სახელწოდებით – „წარმოუდგენელი“, ანუ საბჭოთა კავშირზე თავდასხმა და ერთობლივი ძალებით ელვისებურ–გამანადგურებელი შეტევა. ეს იყო რაღაც „ბარბაროსას“ მსგავსი უაზრობა და ალბათ, შემთხვევით არ უწოდეს მას „წარმოუდგენელი“. საბჭოთა დაზვერვას უკვე სრული ინფორმაცია ჰქონდა ამ ვერაგობის შესახებ და მთელი გეგმა სტალინის მაგიდაზე იდო. პროექტის მიხედვით, როგორც კი იაპონიაზე ლაშქრობა წარმატებით დასრულდებოდა, უნდა დაწყებულიყო შეტევა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. სტალინი პოტსდამში სრულად ინფორმირებული ჩავიდა და ისიც წინასწარ იცოდა, რომ ამერიკელებს ატომური ბომბიც მზად ჰქონდათ და მის გამოცდას აპირებდნენ. თუმცა, არაფერი შეიმჩნია და პირველივე შეხვედრაზე ჯერ ჩერჩილს მიესალმა თბილად, შემდგომ კი ტრუმენი გაიცნო. ხოლო როდესაც ორი კვირის შემდეგ, უკვე „ახალგამომცხვარი“, ბრიტანეთის ახალი პრემიერი კლემენტ ეტლი გაიცნო, კონფერენციამ ახალი მიმართულება მიიღო...“
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ტრუმენსა და ეტლის სტალინი ვერაგ ადამიანებად მიიჩნევდა და თვლიდა, რომ მათგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი. იმავდროულად, ფიქრობდა, რომ მათი მოთოკვა ბევრად უფრო იოლი იქნებოდა, ვიდრე რუზველტის და განსაკუთრებით კი ჩერჩილის... სტალინი კარგი ფსიქოლოგი იყო. მშვენივრად ჩასწვდა ანგლო-ამერიკელთა ახალი ხელმძღვანელობის სულს და ერთ-ერთი ბოლო სხდომის დროს ჯერ ზოგადად ილაპარაკა გლობალურ მშვიდობასა და მოკავშირეობაზე. ბოლოს კი რამდენიმემ მომცრო დარბაზში გადავინაცვლეთ. იქ ვიყავით ქვეყნების მეთაურები და საგარეო საქმეთა მინისტრები, ანუ ექვსნი... მაგიდაზე ხილი და ქართული წითელი ღვინო „ხვანჭკარა“ იდგა. ცოტ-ცოტას ვსვამდით და სტალინმა ანგლო-ამერიკელ კოლეგებს უთხრა:
„მეგობრებო, ღრმად მწამს, რომ „წარმოუდგენელი“ რამ არ მოხდება. კვლავ მოკავშირეებად დავრჩებით და კბილებამდე შეიარაღებული ფაშისტური დივიზია, რომელიც თქვენს ტერიტორიაზეა დისლოცირებული, სახლებში წავლენ. მართალია, ჩვენი ქვეყანა ამერიკელებისნაირ მძლავრ იარაღს არ ფლობს, მაგრამ ვერაფერი გატეხს რუსი ჯარისკაცის სულისკვეთებას, რომელიც დაუმარცხებელია“.
სტალინის სიტყვების შემდეგ ფაშისტური დივიზიები დაშალეს. „წარმოუდგენელი“ ქაღალდზევე დარჩა. და, მართალია, ამერიკელებმა იაპონიაში მაინც ჩამოაგდეს ორი ატომური ბომბი, მაგრამ ჩვენმა გეოპოლიტიკამ გაიმარჯვა და მესამე მსოფლიო ომი თავიდან ავიცილეთ. ამგვარად, პოტსდამი ახალი მსოფლიო წესრიგის გაფორმების ადგილად გადაიქცა და იქ სტალინმა გაიმარჯვა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან