ბელადები

რატომ უწოდა ჩერჩილმა სტალინს „მონარქიის გადამრჩენი“

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.12, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო. მას განჭვრეტის უნივერსალური უნარი ჰქონდა. იყო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი მმართველი. მტრების განადგურებაც ძალუძდა და მოკავშირეების დაფასებაც. გენერალი კონსტანტინე პეტროვი: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინისნაირი მმართველი, ალბათ, არასოდეს დაიბადება. ის უნიკალური პოლიტიკოსი იყო და ამ, ერთი შეხედვით, უბრალო ადამიანმა გლობალური მასშტაბების წარმატებას მიაღწია და კაცობრიული სიკეთე დათესა. ის სამართლიანი ადამიანი იყო და იმავდროულად, როგორც ბოლშევიკთა უმრავლესობა, ძალიან იდეური. თუმცა, მას, უმაღლესი საქმის საჭიროებიდან გამომდინარე, ორთოდოქსული მარქსიზმიდან გადახვევაც შეეძლო, რაც საქმის უკეთესად გაკეთების საშუალებას იძლეოდა. სტალინის სწორედ ამ თვისებას უსვამდა ხაზს ჩერჩილი და თავის მემუარებში მას მონარქიის გადამრჩენიც კი უწოდა...“

ცოტა შორიდან დავიწყოთ – 1945 წლის 6 ივლისს 24 წლის რუმინეთის მონარქს, მიხაი პირველს, იოსებ სტალინის ბრძანებით, „გამარჯვების ორდენი“ გადასცეს. ეს უძვირფასესი და უმაღლესი საბჭოთა ჯილდო ამ ადამიანს ფაშიზმთან ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის მიენიჭა. საქმე ის იყო, რომ მიხაი ფარულად დაუკავშირდა ანტიჰიტლერული კოალიციის წევრებს და რუმინეთის დიქტატორის, ანტონესკუს რეჟიმის დამხობაში დიდი წვლილი შეიტანა. ამან მოკავშირეების მსხვერპლი დიდად შეამცირა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მონარქზე სტალინის წერილმა იქონია დიდი გავლენა. საბჭოთა ლიდერი ტოლ-სწორად მოიხსენიებდა შვილიშვილის ტოლ მონარქს და სთავაზობდა, რომ ჰიტლერისა და მისი სატელიტების დამხობაში მიეღო მონაწილეობა, რაც მიხაიმ საბოლოოდ გააკეთა კიდეც...“ გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მიხაი მონარქი იყო და პროკომუნისტური ახალი ხელისუფლებისთვის, რომელიც რუმინეთში ომის მერე მოვიდა ქვეყნის პოლიტიკური მმართველობის სათავეში – მიუღებელი პიროვნება. მას თვალის დაუხამხამებლად გაანადგურებდნენ, მაგრამ სტალინის მტკიცე გადაწყვეტილება იყო, რომ ხელი არ ეხლოთ. ამიტომ, რუმინეთის მთავრობამ მიხაი შინაპატიმრობაში გამოკეტა, თუმცა, სტალინისვე სიტყვით, მას და მის ოჯახს არ ავიწროებდნენ და „გამარჯვების ორდენის“ კავალერი სახელმწიფო კმაყოფაზე იყო. მაგრამ ეს არ აფიშირდებოდა, რადგან სოციალიზმის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. მიხაის საშუალება მიეცა, რომ მონაწილეობა მიეღო დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედისა და პრინც ფილიპის საქორწინო ცერემონიალში. მიხაი დიდ ბრიტანეთში ჩაიყვანეს და მას მუნდირზე სტალინის მიერ ნაბოძები „გამარჯვების“ ორდენი ეკეთა. შემდეგ, ასევე სტალინის მფარველობით, მიხაის ნება დაერთო, რომ ოჯახთან ერთად შვეიცარიაში გადასახლებულიყო საცხოვრებლად და მას თან სამეფო რეგალიებიც გაატანეს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, სტალინის ნების გარეშე არ მოხდებოდა და ბელადმა, მართლაც რომ, დაფასების მაგალითი უჩვენა მსოფლიოს...“

მოგვიანებით უინსტონ ჩერჩილმა თავის მემუარებში მიხაისთან დაკავშირებით სტალინს მონარქიის გადამრჩენი უწოდა. „ბრიტანელი ლომი“ წერდა: „რომ არა სტალინის რაინდული საქციელი, რუმინეთის კომუნისტური მთავრობა ახალგაზრდა მონარქს, უბრალოდ, სიკვდილით დასჯიდა და სტალინმა ამას ხელი შეუშალა და საბჭოთა ლიდერი მონარქიის გადამრჩენად მოგვევლინა...“

კონსტანტინე პეტროვი: „ლენინისა და ტროცკისგან განსხვავებით, რომლებმაც საშინელი სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს რუსეთის იმპერატორის ოჯახს და აღასრულეს კიდეც, სტალინი ასეთ ნაბიჯებს ეწინააღმდეგებოდა. საბჭოთა ბელადი პოლიტბიუროს ერთადერთი წევრი იყო, ვინც იმპერატორის ოჯახის დასჯის საწინააღმდეგოდ გამოვიდა... და საერთოდ, პოლიტიკურ ბრძოლაში სტალინი ყოველთვის არგუმენტების ძალას ეყრდნობოდა და მხოლოდ მაშინ იღებდა ხელში იარაღს, როდესაც სხვა გამოსავალი არ რჩებოდა. თვით მავნებელი ტროცკიც კი, უბრალოდ, გააგდო ქვეყნიდან და ის ციხეში არ ჩაუსვამს. ხოლო ტროცკი რომ მის ადგილზე ყოფილიყო, ის სტალინს თვალის დაუხამხამებლად მოკლავდა...“

ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ მიუხედავად ურთულესი შიდა თუ გარე პოლიტიკური ვითარებისა, სტალინი ყოველთვის ბოლომდე იცავდა საყოველთაო ნორმებს და მართალია, ხშირად უმკაცრესად, მაგრამ კანონის ფარგლებში მოქმედებდა. ლენინისა და ტროცკისგან განსხვავებით, საბჭოთა ბელადს არასოდეს მოუწყვია განურჩეველი მასობრივი ჟლეტვები და ლენინის მიერ გამოცხადებული „წითელი ტერორის“ მოწინააღმდეგე იყო. ეს იცოდნენ სტალინის უცხოელმა კოლეგებმა და ამის გამოც სცემდნენ მას დიდ პატივს. სტალინს არასოდეს მიაჩნდა ადამიანების მასობრივი გაჟლეტვა სტატისტიკად...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი