რატომ შეარქვეს ბერიას დაზვერვის გენია
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.06

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ტყუილად როდი უწოდეს დაზვერვის გენია ამერიკელებმა და ეს ადამიანი სრულად ამართლებდა ამ სახელს.
იაკობ კედმი: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ლავრენტი ბერია იყო სწორედ ის ადამიანი, ვინც საბჭოთა უშიშროება უმაღლეს დონეზე აიყვანა. ბერიამ ისეთი სტრატეგიული დაზვერვის სამსახური შექმნა, რომელიც საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელს აბსოლუტურად ყველა უმნიშვნელოვანესი ინფორმაციით ამარაგებდა. შეიძლება, ვინმემ გადაჭარბებულად ჩათვალოს ეს სიტყვები, მაგრამ ნამდვილად ასეა... ანუ, ბერიამ ისიც კი იცოდა, თუ რამდენ ულუფა საკვებს იღებდა ნებისმიერი საინტერესო ობიექტი.
1941 წლის დეკემბერში ჰიტლერის უახლოეს გარემოცვაში ჩანერგილმა სტრატეგიულმა აგენტმა მას აცნობა, რომ „ესესის“ სპეციალურმა მისიამ ჰიტლერს ტიბეტიდან უმაღლესი გასხივოსნების ლამა ჩაუყვანა. როგორც ცნობილია, ფაშისტი ფიურერი საკმაოდ ღრმად ჩახედული იყო მისტიკაში და ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის გარიჟრაჟზე ააგო მედიტაციების სისტემა ჰაუსჰოფერის რეკომენდაციით, რომელიც მას საშუალებას მისცემდა ხალხის უზარმაზარ მასებზე ებატონა. ჰიტლერმა ამ მიზანს დიდი წარმატებით მიაღწია. თუმცა, უკვე საბჭოთა კავშირზე თავდასხმის შემდეგ ფიურერს დასჭირდა, ეგრეთ წოდებული, „ლობიტრენერი“, ანუ ძლიერი ენერგეტიკისა და ცოდნის მატარებელი ადამიანი, ვინც მის სისტემას ახალ ძალებს შემატებდა, ახალ სისხლს გადაუსხამდა და ფიურერს საშუალებას მისცემდა, თავისი წარმატებები გაეღრმავებინა. სწორედ ასეთი ადამიანი აღმოჩნდა ტიბეტელი ლამა, რომელსაც კომუნიზმი ბოროტებად მიაჩნდა, კომუნიზმის კულტივატორად კი – სტალინი. ხოლო, რადგან ჰიტლერი სტალინის წინააღმდეგ იბრძოდა, ამიტომაც განაცხადა თანხმობა, დახმარებოდა მას. იმავდროულად, ლამა ვერ იტანდა მაო ძე დუნს, რომელიც ტიბეტის დამოუკიდებლობას ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა. მაო კი სტალინის ერთგული თაყვანისმცემელი და მოკავშირე იყო. ეს ჯაჭვი ისე აეწყო, რომ გასხივოსნებული ლამა ჭეშმარიტების პრინციპებს გასცდა და ბოროტების მხარე დაიჭირა. ბერიამ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყო იმაზე ზრუნვა, რომ ჰიტლერის დამხმარე ლამა ჩაეგდო ხელში და ჰიტლერისთვის მოეშორებინა. თუმცა, ამის გაკეთება 1943 წლის დასაწყისამდე ვერაფრით მოხერხდა. ლამას ისევე მტკიცედ იცავდა „ესესის“ რჩეული რაზმი, როგორც ჰიტლერს. მით უმეტეს, რომ ის (ლამა) მუდმივად ფიურერის გვერდით იყო. თუმცა, „ენკავედემ“ მაინც მოახერხა ბერიას დავალების შესრულება.“
მოგვითხრობს გენერალ-ლეიტენანტი პავლე სუდოპლატოვი: „მიუხედავად ჩვენი მაქსიმალური ძალისხმევისა, ვერც „სხივოსანი“ ლამას მოტაცება ხერხდებოდა და ვერც მისი ლიკვიდაცია. თუმცა, ამ საკითხზე მუშაობა პერმანენტულად მიმდინარეობდა და გამოსავალი მაინც მოიძებნა. შევიტყვეთ, რომ ლამა ყოველი წლის 20-21 თებერვალს სამი დღით ტიბეტში ბრუნდებოდა. იქ კი ერთ-ერთ კელიაში იკეტებოდა და მხოლოდ მან იცოდა, თუ რას აკეთებდა. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ კელიაში ლამა სამდღიან მშრალ მარხვაზე იყო და მედიტაციების საშუალებით სიბნელეში ძალიან მძლავრ ენერგეტიკულ ველს იძენდა. ტიბეტში საიდუმლოდ ჩასული ტიბეტელი ლიდერის კელიას 10 რჩეული „ესესელი“ დარაჯობდა. ტიბეტში ლამა სპეციალურად მისთვის შექმნილი თვითმფრინავით ჩაჰყავდათ, რომელიც მოკლე მთის პლატოზე წარმატებულად ჯდებოდა. სპეცოპერაციის შედეგად ლამას პირადი პილოტი ტყვედ ავიყვანეთ. ათი ესესელი გავანადგურეთ და ჩვენი პილოტის მეშვეობით თავისივე თვითმფრინავით ლამა მოსკოვში, ლუბიანკაზე ჩამოვიყვანეთ. ამ ამბავმა ჰიტლერი ერთთვიან შოკში ჩააგდო და სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო ფაშისტური არმიების წარუმატებლობა, რამაც ჩვენ სამამულო ომში დიადი გამარჯვება მოგვიტანა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან