ბელადები

რატომ იყო ჰიტლერი აღფრთოვანებული სტალინური პროპაგანდით

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.07, 2022 წელი

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

ყველა თანხმდება იმაზე, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე იყო და ეს ადამიანი მრავალ ღირსებას აერთიანებდა საკუთარ თავში და ყველაფერში უმაღლესი „სინჯის“ იყო.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინი დიდი პოლიტიკოსი „ჯოხის ერთი დაქნევით“ არ გამხდარა. მან იქამდე რთული, ხიფათითა და გმირობით სავსე რევოლუციური გზა გაიარა. ხასიათის სიმტკიცესა და ფოლადისებურ დისციპლინასთან ერთად სტალინს ყოველთვის გამოარჩევდა ნათელი და საღი გონება. ეს კი პოლიტიკოსის აუცილებელი ატრიბუტია. თავდაპირველად სტალინი იატაკქვეშელი იყო და კონსპირაციის ხელოვნებასთან ერთად, პროპაგანდისტის ხელოვნებასაც უმაღლეს დონეზე ფლობდა. მას ადვილად შეეძლო, დაეპყრო ხალხთა მასები როგორც წერითი, ასევე ზეპირი ფორმით, მოეხიბლა ისინი და დიადი გამარჯვებებისკენ წაეყვანა. მართალია, ტროცკი საერთოდ არ ცნობდა სტალინის ორატორულ ხელოვნებას და მას არც მწერლად მიიჩნევდა – ამ მხრივ, პირველ ადგილზე ბოლშევიკებს შორის საკუთარ თავს აყენებდა, თუმცა ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა. ტროცკის „მწერლობა“ ცილისწამების უდიდესი დოზით იყო გაჯერებული და ის უმეტესწილად სწორედ სტალინის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტროცკის სიტყვით გამოსვლები კი ცარიელი პათოსი იყო, რომელიც ტყუილით, დემაგოგიითა და ცილისწამებით იყო გაჯერებული. ეს დაამტკიცა ისტორიამ. წყალი არ გაუვა და უკვე ცნობილი ამბავია...“

სტალინის პროპაგანდისტულ სიტყვებსა და ნაბეჭდ მასალებს თავად ლენინი აძლევდა დიდ შეფასებებს და მათ სიმართლისა და სიმამაცის ნიმუშად მიიჩნევდა. მოგვიანებით კი სტალინმა თავისი პროპაგანდისტული გამოცდილება სახელმწიფო დონეზე აიყვანა და მთელი სტალინური მმართველობის პერიოდში სიტყვა (პროპაგანდა) და საქმე (ხალხის გამართული შრომა და ბრძოლა) ერთმანეთისგან განუყოფელი გახადა. ნიშანდობლივია, რომ ჰიტლერმა სტალინური პროპაგანდისტული გამოცდილება გამოიყენა და ეს საქმე თავის ქვეყანაშიც, ასევე, უმაღლეს დონეზე აიყვანა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ადოლფ ჰიტლერი აღფრთოვანებული იყო სტალინური პროპაგანდით და ეს ფაქტი მან თავის დღიურებშიც დააფიქსირა, რომელსაც იმპერიის კანცელარიის ბუნკერში წერდა კრახამდე ცოტა ხნით ადრე. ფიურერმა ომის წაგების ერთ-ერთ მიზეზად სწორად ის დაასახელა, რომ რუსებს პროპაგანდაში ვერ ვაჯობეთ და მათ ჩვენი დამარცხებისთვის ძალიან მძლავრი მექანიზმი – პროპაგანდისტული მანქანა გამოიყენესო. ომამდე რამდენიმე წლით ადრე კი სწორედ ადოლფ ჰიტლერის იდეა იყო, რომ გერმანელი პროპაგანდისტების ჯგუფი საბჭოთა კავშირში გამგზავრებულიყო და გამოცდილება მიეღო ამ სფეროში. და მართლაც, 1936 წელს ფაშისტური გერმანიის პროპაგანდის მინისტრმა იოზეფ გებელსმა თავად შეარჩია ის პირები, ვისაც საბჭოთა კავშირის ამ სფეროს მიღწევების გასაცნობად გაგზავნიდნენ. მანამდე კი ამ ვიზიტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. მართალია, გერმანული დელეგაცია „ენკავედეს“ უწყვეტი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია დიდი გამოცდილების მიღებაში. გენერლები სწავლობდნენ პლაკატისა და ლოზუნგების შექმნის ხერხებსა და მეთოდებს. ამაში კი მათ არაარიელი კუკრინიქსები (კუპრიანოვი, კრილოვი და სოკოლოვი, ებრაული ეროვნების კარიკატურისტები) ეხმარებოდნენ. გერმენელებმა რომის სახელოსნოში იხილეს კინოსტუდია „მოსფილმის“ კინოდოკუმენტალისტიკის მიღწევები და განცვიფრებულნი დარჩნენ. თავად ლენი რივენშტალი, რომელიც ჰიტლერის ნომერ პირველ პროპაგანდისტად მიიჩნეოდა, საბჭოთა კინოდოკუმენტალისტიკით გაოცებული იყო და ეს აღნიშნა კიდეც თავის წერილში, რომელიც ფაშისტურ გაზეთში გამოაქვეყნა. სხვათა შორის, გადაწყდა, რომ რომსა და რიფენშტალს გადაეღოთ ერთობლივი დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „დიადი ბელადები“, სტალინსა და ჰიტლერზე. წინასწარი სამუშაოებიც ჩატარდა და სცენარზე მიდიოდა მუშაობა, მაგრამ ამ იდეას ომმა დაუსვა წერტილი. სხვათა შორის, ფაშისტები უკვე ომის მსვლელობის პერიოდში ბაძავდნენ სტალინური პროპაგანდის ხერხებს. მათაც დაიწყეს ფრონტის ხაზზე შემოქმედებითი კოლექტივების გაგზავნა და ჯარისკაცების გამხნევება, ისევე, როგორც ამას საბჭოთა მხარე აკეთებდა. თუმცა, საბჭოთა პროპაგანდამ ამ სფეროშიც პირწმინდად მოუგო ფაშისტურს“.

სტალინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა პროპაგანდა, ერთი პერიოდი, ინერციით წინ მიდიოდა. თუმცა, შემდგომ სიტყვა და საქმე ერთმანეთს რადიკალურად გაემიჯნა და კარიკატურული გახდა. სამაგიეროდ, დასავლური პროპაგანდა გაძლიერდა. რა თქმა უნდა, მათაც, ისევე როგორც ჰიტლერმა, ბევრი რამ სტალინურისგან გადაიღეს.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი