ბელადები

რატომ განიცადა სტალინმა მწვავედ რუზველტის სიკვდილი

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 02.11, 2023 წელი

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იმ დიდი სამეულის (სტალინი, ჩერჩილი, რუზველტი) ცენტრალური ფიგურა იყო, ვისაც მეორე მსოფლიო ომის მოგებაში ლომის წილი მიუძღვის და სწორედ საბჭოთა ბელადის დამსახურებაა ისეთი სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რასაც მისი კოლეგები ზოგ შემთხვევაში არ ეთანხმებოდნენ.

ედვარდ რაძინსკი: „სტალინს უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა კოლეგებს შორის და ამის შესახებ არაერთი მემუარული ლიტერატურა მოგვითხრობს. თავად ჩერჩილი, რომელსაც სტალინთან არაერთი მწვავე კამათი ჰქონდა, დაწვრილებით გვამცნობს ამ ამბებს თავის მემუარებში. ბრიტანელი პრემიერი განსაკუთრებული ხაზგასმით აღნიშნავს – სტალინს რუზველტზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა და ხშირად ის ამ გავლენას ჩემ წინააღმდეგ იყენებდაო...“

და, მართლაც, მიუხედავად დიდი იდეოლოგიური განსხვავებისა, სტალინი და რუზველტი ბევრად უფრო კარგად ეწყობოდნენ ერთმანეთს, ვიდრე ჩერჩილი და სტალინი. ისიც მართალია, რომ არაერთ შემთხვევაში სტალინს რუზველტი გამოუყენებია ჩერჩილზე გავლენის მოსახდენად და ძალიან დიდი წარმატებითაც. ერთი სიტყვით, სტალინს რუზველტი ძალიან სჭირდებოდა და დიდ პატივსაც სცემდა შეერთებული შტატების პრეზიდენტს. ალბათ, ამიტომაც განიცადა შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოულოდნელი გარდაცვალება სტალინმა საკმაოდ მწვავედ და ამ ფაქტთან (რუზველტის სიკვდილთან) დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებებიც ჰქონდა, რომლებიც შემდგომ ნაწილობრივ დადასტურდა კიდეც.

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ფრანკლინ რუზველტი ომის მიწურულს, 1945 წლის 12 აპრილს მოულოდნელად გარდაიცვალა. ეს სტალინისთვის ძალიან მოულოდნელი იყო. რუზველტი სტალინზე 3 წლით უმცროსი იყო, მართალია, შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლიომიელიტით იყო დაავადებული და ინვალიდის ეტლით გადაადგილდებოდა, თუმცა სხვა მხრივ, ის სავსებით ჯანმრთელი იყო. თანაც ინფორმაციას რუზველტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენი სადაზვერვო წყაროები სისტემატურად აწვდიდნენ სტალინს და საგანგაშო მათში არაფერი შეიმჩნეოდა. რუზველტის გარდაცვალების ძირითად მიზეზად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ, ტვინში სისხლის ჩაქცევა დასახელდა და სტალინმა რომ დაზვერვის ცნობები და ოფიციალური ცნობები ერთმანეთს შეადარა, თქვა: რუზველტი თავიდან მოიშორეს. სავარაუდოდ, ის მოწამლესო. იგივე მოსაზრება გაუზიარა სტალინმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ჰარიმანს, რომელიც კრემლში მიიღო. მიუსამძიმრა მას და უთხრა: ვფიქრობ, რომ რუზველტი მოწამლეს და ეს ამბავი საგულდაგულოდ უნდა გამოიძიოთო. სტალინმა ამერიკელ ხალხს სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა. მასში დიდი მწუხარება გამოთქვა პრეზიდენტ რუზველტის გარდაცვალების გამო და მას დიადი პიროვნება უწოდა. ჩემთან პირად საუბარში კი სტალინმა თქვა: რუზველტი თავიდან მოიშორეს, რომ ჩვენთან ახალი დაპირისპირება გააჩაღონ, რაშიც ის მათ არ გამოადგებოდათ და მხოლოდ ხელს შეუშლიდაო. “

მოლოტოვი არ აკონკრეტებს თუ ვის გულისხმობდა სტალინი იმ ხალხში, ვინც რუზველტი მოიშორა თავიდან. თუმცა, სტალინი საკმაოდ ზუსტად აყალიბებდა ამ ჯგუფის ვინაობას და მათ გლობალურ ფინანსურ-ოლიგარქიულ გაერთიანებას უწოდებდა, რომელიც ცდილობდა სახელმწიფოებსა და მთავრობებზე მაღლა დამდგარიყო და თავიანთი პოლიტიკა განეხორციელებინა. სტალინის აზრით, ამ ჯგუფს თავისი ჩანაფიქრის განხორციელება ხან გამოსდიოდა, ხან – არა. სტალინს ჰიტლერი სწორედ ამ ჯგუფის პირმშოდ მიაჩნდა და ამბობდა: ამ ჯგუფმა აღმოაჩინა ჰიტლერი. მიიყვანა ის სახელმწიფო მმართველობაში. ჩააბარა მთელი ევროპის სამრეწველო-ეკონომიკური სისტემა და ჩვენ წინააღმდეგ გამოუშვა. თუმცა, თავიანთ მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწიეს და ჩვენ გავიმარჯვეთო. იმავდროულად, სტალინი წინასწარმეტყველებდა ახალ დაპირისპირებას და როდესაც „ცივი ომი“ დაიწყო, საბჭოთა ბელადმა ბერიას უთხრა: აი, ესაა, რასაც მე ვგულისხმობდი. ჩერჩილი ამ ჯგუფს მიეყიდა და სწორედ მისი პირით დაიწყეს „ცივი ომი“, ხოლო რუზველტი კი წინასწარ მოიშორეს, რომ ამ გეგმისთვის ხელი არ შეეშალა. რუზველტს ისინი ვერ იყიდდნენ და ამიტომაც მოკლესო.

იაკობ კედმი: „ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ სტალინს ზუსტად შეეძლო პოლიტიკური მოვლენების წინასწარ განჭვრეტა. სტალინი შესანიშნავად იცნობდა მსოფლიო პოლიტიკას, მათ მონაწილეებს, ძირითად მოთამაშეებს და რაც სხვებისთვის დაფარული და მიუწვდომელი იყო, სტალინს ის შესანიშნავად ესმოდა. შემთხვევითი არაა სტალინის სიტყვები, რომელიც მან პოლიტბიუროს წევრებს უთხრა: თქვენ ახალშობილი ლეკვებივით ბრმები ხართ და მე რომ მოვკვდები, დიდი ალბათობით, ქვეყანას დაანგრევთო. ეს ასეც მოხდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა