ბელადები

რატომ გადაასახლა სტალინმა ჩეჩენ-ინგუშები შუა აზიაში

№43

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი და ძლიერი იმპერიის შემქმნელი იყო, მეგასახელმწიფოსი, რომელსაც ბადალი არ ჰყავდა. მის მიერ მართულ ქვეყანაში ერთმანეთის გვერდით ცხოვრობდნენ და შრომობდნენ სხვადასხვა ეროვნების, რასისა და რელიგიის ადამიანები. საბჭოთა ბელადმა მათ თავისუფალი განვითარებისა და ცხოვრების საშუალება მისცა და რომ იტყვიან, სამართალი აპოვნინა.

იაკობ კედმი: „სისულელეა, როდესაც მავანნი ამტკიცებდნენ, სტალინი ანტისემისტი იყო და ებრაელებს დევნიდაო. პირიქით, სტალინური მთავრობის საკმაოდ დიდი ნაწილი ებრაელები იყვნენ. ამ უზარმაზარ ქვეყანაში კი, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, ეროვნული საკითხი საერთოდ არ იდგა,. მეტიც, სწორედ სტალინმა ითამაშა მთავარი როლი ებრაული სახელმწიფოს შექმნაში. სწორედ საბჭოთა ბელადმა თქვა გადამწყვეტი სიტყვა და ისრაელიც დაფუძნდა. საგულისხმო ფაქტია ის, რომ როდესაც ნაცისტური გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოაჰიმ ფონ რიბენტროპი მოსკოვში ჩავიდა და მოლოტოვთან ერთად, თავდაუსხმელობის ფაქტს მოაწერა ხელი, შემდგომ გამართულ ბანკეტზე სტალინმა მას შამპანურით ებრაელების სადღეგრძელო დაალევინა. მოლოტოვი ასე იხსენებდა ამ მომენტს. ის ღიმილით ყვებოდა: „საბუთებს ხელი რომ მოვაწერეთ, სტალინმა გვერდით დარბაზში მიიპატიჟა ყველა. ბოკლები შამპანურით იყო სავსე. პირველი სადღეგრძელო საბჭოეთ-გერმანიის მეგობრობისა შეისვა. ბერიამ სიტყვა ითხოვა და თქვა: ამ სასმისით მსოფლიოს ორ დიდ ბელადს – იოსებ სტალინსა და ადოლფ ჰიტლერს გაუმარჯოსო. რიბენტროპმა პირველმა აიტაცა სადღეგრძელო და უჩვეულოდ სულმოუთქმელად დალია. სტალინმაც დალია. შემდგომ კი კვლავ მან თქვა სადღეგრძელო. რობენტროპს მიუჭახუნა და წარმოთქვა: ამით ებრაელებს გაუმარჯოთ/ ამხანაგ ლაზარ კაგანოვიჩის თამადობითო. რიბენტროპს უხერხულად გაეღიმა. სადღეგრძელო გაიმეორა და ებრაელების სადღეგრძელო დალია.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რაც ნიურნბერგის პროცესზე ერთ-ერთი სხდომის დროს მოხდა. განიხილებოდა ებრაელების გენოციდის ეპიზოდი, რომელშიც რიბენტროპი იყო გარეული. კერძოდ კი, გამოაქვეყნეს საბუთი. ამ საბუთში ჩამოთვლილი იყო 600 ებრაელი, რომლებიც სასწრაფოდ უნდა დაეხვრიტათ. ამ საბუთს სწორედ რიბენტროპი აწერდა ხელს. როდესაც ამერიკელმა ბრალმდებელმა ჯექსონმა საბუთი ტრიბუნალს წარუდგინა და რიბენტროპი დაასახელა, ბრალდებულთა სკამზე მჯდომი რიბენტროპი წამოხტა და თქვა: სიცრუეა. ებრაელების დახვრეტის ბრძანება არასდროს გამიცია. ამას ადოლფ ეიჰმანი სჩადიოდა და მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი. მე და ბატონ სტალინს კრემლში ებრაელების სადღეგრძელო გვაქვს დალეულიო. სტალინს ეს ამბავი საბჭოთა ბრალმდებელმა ნიურნბერგის პროცესზე (შემდგომში საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა) რომან რუდენკომ მოუყვა მოსკოვში დაბრუნებისთანავე. სტალინმა დინჯად მოისმინა და თქვა:

– რაც მართალია, მართალია, მაქვს ასეთი ცოდვა, ფაშისტთან ერთად ვსვამდი შამპანურს. მაგრამ ის მანუგეშებს, რომ კარგი ხალხის სადღეგრძელოს ვსვამდიო.

სტალინი გენიალური გონების ადამიანი იყო და ხალხის ცნობა არ ეშლებოდა. ის ყოველთვის ისე წარმართავდა თავის პოლიტიკას, როგორიც ამ უზარმაზარი ქვეყნისთვის იყო სასარგებლო. მას არასდროს ჰქონია რომელიმე ერის მიმართ ზიზღი. რომელი ანტისემიტობაზეა ლაპარაკი, როდესაც გარდა ისრაელისა, რაც ებრაული ხალხისთვის დიდი საჩუქარი იყო, სტალინმა ებრაელებს საბჭოთა კავშირში ავტონომიური ოლქი შეუქმნა. აქედან გამომდინარე (იგულისხმება ეროვნული ზიზღი) მაშინ სტალინი ანტიჩეჩენი და ანტიინგუში, ანტითურქი ყოფილა. იმიტომ რომ მან ჩეჩენ-ინგუშები თავიანთი კავკასიიდან შუა აზიაში გაასახლა. ვიმეორებ, გაასახლა და არ გაუნადგურებია. გასახლების მიზეზი კი ერთადერთი და სწორი იყო. ამ ხალხებმა ფართოდ გაუღეს კავკასიის კარი ფაშისტებს და მათ გვერდით დაუდგნენ. სტალინს რომ ისინი ფიზიკურად მოესპო, თან ისეთი მძიმე ომის დროს, ვინმე გაამტყუნებდა საბჭოთა ბელადს? მან კი მხოლოდ გაასახლა ისინი. რატომ ოსები არ გაასახლა? იმიტომ, რომ ოსებს ასეთი ღალატი არ ჩაუდენიათ. თუმცა, ალანებად მიაჩნდათ თავი. ალანებთან, გერმანელებთან მონათესავეებად... ამით ყველაფერია ნათქვამი და სტალინის ანტისემიტობა და სხვა ეროვნებებისადმი ზიზღი გამოგონილია და მეტი არაფერი. მეტიც, ნიშანდობლივია ის, რომ საბჭოთა მთავრობაში სტალინის პირველი ოფიციალური თანამდებობა ეროვნულ საკითხთა კომისრობა (მინისტრობა) იყო. ლენინმა ტყუილად როდი დანიშნა ამ პოსტზე სტალინი. ილიჩმა კარგად იცოდა სტალინის გამოცდილება მრავალ, ერთმანეთთან განსხვავებულ ერებთან და ეს მწვავე საკითხი რომ განეიტრალებულიყო, სწორედ სტალინს დაევალა ამ პრობლემის მოგვარება, რასაც მან მშვენივრად გაართვა თავი. რაღა შორს მივდივართ. ჰიტლერმა თავის დღიურებში დაწერა: სტალინთან დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ საბჭოთა ბელადმა ჩემ წინააღმდეგ ერთ სანგარში აომა ქრისტიანი და მუსლიმანი, ებრაელი და თურქიო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა