ბელადები

რატომ დააწინაურა ბერია სტალინმა

№7

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 01.03

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერიას საბჭოთა კავშირის აღორძინებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ ეს ადამიანი, სტალინთან ერთად, ქვეყნის ბურჯი იყო და ტყუილად როდი დააწინაურა ის სტალინმა პროვინციიდან მოსკოვში.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ლავრენტი ბერია ნათელი გონებისა და ტიტანური ენერგიის ადამიანი იყო. ერთადერთი, ვისთანაც ბერიას შედარება შეიძლებოდა, იოსებ სტალინი იყო. საბჭოთა ბელადი ტყუილად არავის აწინაურებდა. მით უმეტეს, არ იახლოვებდა. ბერიას კი სტალინმა ძალიან მალე აუღო ალღო და მის თავბრუდამხვევ კარიერულ წინსვლას ბიძგი მისცა. ეს არცაა გასაკვირი. სტალინი სუპერსახელმწიფოს აშენებდა და ერთი სუპერშემსრულებელი მაინც სჭირდებოდა. სტალინის ირგვლივ, მის გარემოცვაში ყველა შემსრულებელი იყო და ბელადის მითითებებს უსიტყვოდ ასრულებდნენ. მაგრამ ბერიას გარდა სუპერშემსრულებელი არავინ აღმოჩნდა. სტალინი სუპერშემსრულებლად მხოლოდ იმ ადამიანს მიიჩნევდა, ვინც ტვინით, შემოქმედებითად აკეთებდა საქმეს და ასეთი მხოლოდ ბერია იყო.

გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „ბერია არაორდინარული, უნიკალური პიროვნება იყო. მან უშიშროებაში ისეთი ინოვაციები დანერგა, რომლებმაც ჩვენი უწყება ძალიან წინ წასწია. ის ყველა საქმეს დიდი გულისყურითა და შემოქმედებითად უდგებოდა. მისთვის არ არსებობდა უმნიშვნელო საქმე, ნებისმიერ წვრილმანსაც კი დიდი გულისყურით უდგებოდა. სწორედ ბერიას დროს ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურად სპეცოპერაციების განყოფილება და ამ ნაბიჯმა ჩვენი უწყების სიძლიერე გააათმაგა.“

ლავრენტი ბერია, მსგავსად სტალინისა, ისეთი ადამიანი იყო, რომ საქმის წარმატებით დასასრულებლად მოსისხლე მტერთანაც კი შეეძლო საერთო ენის გამონახვა. ასე მოხდა 1940 წლის გაზაფხულზე. ბერია ჰაინრიხ ჰიმლერსის მიწვევით ბერლინში ჩავიდა და იქ ერთი კვირა დაჰყო. რაიხსფიურერმა თავის საბჭოთა კოლეგას ღირსეული მასპინძლობა გაუწია და მთელი გერმანია დაათვალიერებინა. ჰიმლერმა ბერიას თავისი საკრალული ვარტბურგის ციხესიმაგრეც გააცნო, სადაც ესესელები ოკულტურ რიტუალებს ატარებდნენ. ბერიას ეს ვოიაჟი ორ უწყებას შორის მრავლპლანიანი ხელშეკრულების დადებით დასრულდა. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, „გესტაპო“ და „ენკავედე“ სიონისტების წინააღმდეგ ერთობლივ ღონისძიებებს ჩაატარებდნენ. და, მართლაც, ბერიამ საბჭოეთში დაბრუნებისთანავე გერმანიას გადასცა 3 500 სიონისტი ებრაელი, რომლებიც სასჯელს საბჭოთა ციხეებში იხდიდნენ. გარდა ამისა, ეს ორი უწყება ერთმანეთში ინფორმაციებს ცვლიდნენ ბევრ სხვადასხვა სფეროში და ერთ-ერთ პუნქტში ეწერა, რომ ერთმანეთის ქვეყნებში მოწინააღმდეგე მხარის ჯაშუშები არ ეყოლებოდათ. თუმცა, როგორც კი ბერია მოსკოვში დაბრუნდა, სასწრაფო თათბირი მოიწვია და გერმანული მიმართულება ორმაგად გააძლიერა. გერმანიამაც იგივე გააკეთა, მაგრამ ბერიას მიერ ჭკვიანურად აწყობილმა გერმანულმა მიმართულებამ სასიკეთო ეფექტი გამოიღო და საქმე საუცხოოდ წარმართა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „გერმანული მიმართულება 1939 წლიდან ყველაზე პარიორიტეტული გახდა და ბრიტანულ მიმართულებას სამჯერ გადაასწრო, როგორც ბიუჯეტით, ასევე კადრების მომზადებთა და შეგზავნით. მე 20-იან წლებში გერმანიაში ვმუშაობდი, ამ ქვეყანას საუცხოოდ ვიცნობდი და ბერიამ ამ მიმართულების კურატორობა დამავალა. ბერლინში ელჩად დეკანოზოვი დაინიშნა და ის, იმავდროულად, დაზვერვის რეზიდენტიც იყო, რაც სპეცსამსახურების პრაქტიკაში სიახლეს წარმოადგენდა. სწორედ იმ პერიოდში განვახორციელეთ ყველაზე მეტი გადაბირებები თვით გერმანიაში და ფაშისტურ სამთავრობო სტრუქტურებში საკმაო რაოდენობის მაღალჩინოსანი აგენტი გვყავდა. ეს ადამიანები ძალიან ფასეულ ინფორმაციებს გვაწვდიდნენ და ეს ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს.“

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს ის ფაქტი, რომ ბერიას ფალ- სიფიცირებულ სასამართლოზე მას ბრალად წარუდგინეს 1940 წელს გერმანიაში ვიზიტი და ჰიმლერთან შეხვედრა. ასევე, ებრაელების დეპორტაცია გერმანიაში. რა თქმა უნდა, იქ ნათქვამი არ იყო, რომ გერმანელებს სიონისტები გადასცეს, რომლებიც ძირგამომთხრელ საერთაშორისო მავნებლობებს სჩადიოდნენ, რაც საერთაშორისო კანონებით აკრძალული იყო.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი