ბელადები

რატომ არ დაახვრეტინა სტალინმა მოლოტოვის ცოლი

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინი სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, რომელიც არანაირ შანსს არ უშვებდა საბჭოთა კავშირის სიძლიერის განსამტკიცებლად და საამისოდ ყველა ძალას იყენებდა. საბჭოთა ბელადი ყოველთვის მზად იყო, მოსალაპარაკებლად მოსისხლე მტერთანაც კი დამჯდარიყო, თუკი ეს ნაბიჯი მის ქვეყანას წაადგებოდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მიუხედავად იმისა, რომ სტალინი კომუნისტური იდეოლოგიის მიმდევარი იყო და აქედან გამომდინარე, კაპიტალისტური სამყარო – მისი იდეურ-პოლიტიკური მოწინააღმდენგე, როდესაც მას პოლიტიკურ-ეკონომიკურად დასჭირდა, ამ „მოსისხლე მტრებთანაც“ კი დაამყარა კონტაქტი. ზოგადად, სტალინი დასავლეთთან ურთიერთობის დათბობას და ზოგ შემთხვევაში, პარტნიორობას ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან შეუდგა. და როგორც კი ჰიტლერი საბჭოთა კავშირში შეიჭრა და ომის დასაწყისში საბჭოეთს უკიდურესად გაუჭირდა, სტალინმა გადაწყვიტა, დახმარება დასავლეთისთვის ეთხოვა, მაგრამ საბჭოათა ბელადმა ეს ნაბიჯი ძალიან დელიკატურად, ღირსეულად და თუ შეიძლება ითქვას, ეშმაკურადაც კი გადადგა. მე მხედველობაში მაქვს, ეგრეთ წოდებული, „ებრაელთა დავოსური თავყრილობები.“

დავოსი აღმოსავლეთ შვეიცარიის პატარა, სამთო-საკურორტო ქალაქია, რომელიც ზღვის დონიდან 1 560 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მისი მოსახლეობა მხოლოდ 12 ათასია. თუმცა, ქალაქს უდიდესი გლობალური მნიშვნელობა აქვს, რადგან ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ყოველწლიურად იქ მსოფლიოს ბედი წყდება. საუბარია 1971 წლიდან ოფიციალურად წარმოებულ, ეგრეთ წოდებულ, „მსოფლიო ეკონომიკურ ფორმუზე“. ოფიციალური ცნობით ამ ფორუმზე იკრიბებიან მსოფლიოს ქვეყნის ლიდერები, ბიზნესმენები და ასე შემდეგ. ისინი განიხილავენ გლობალური პრობლემების გადაჭრის საკითხებს. ეს, ვიმეორებ, ოფიციალურად. სინამდვილეში კი ყოველწლიურად იქ იკრიბება, ეგრეთ წოდებული, „მსოფლიო მთავრობა“ და იქ მიღებული საიდუმლო გადაწყვეტილებები უკვე ლეგალურად ხორციელდება. განმხორციელებლები კი ის ლიდერები და ბიზნესმენები, აგრეთვე, სხვადასხვა დარგების კორიფეები არიან, ისინი, ვისაც კონკრეტული დავალებები ეძლევათ. საიდუმლო სხდომებს არცერთი მათგანი არ ესწრება და ისინი მხოლოდ „ზემდგომების“ (მსოფლიო მთავრობის) მითითებების უსიტყვო შემსრულებლები არიან. 1971 წლამდე ეს შეკრებები არ აფიშირდებოდა და იმავე ფორმატითა და საქმით იმართებოდა. ამ შეკრებებს კი საფუძველი ჩაუყარა მილიარდერმა როტშილდმა და მთავარი იდეა იყო ებრაელობის მიერ მსოფლიოს მართვა, რაც არც დღემდე შეცვლილა. სტალინმა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ შესანიშნავად უწყოდა და სწორედ ამ შეკრების მესვეურებთან დაკონტაქტება გადაწყვიტა. მისი მთავარი მიზანი კი ის იყო, რომ მიეღო სამხედრო-ეკონომიკური დახმარება ჰიტლერთან ომში. საკონტაქტო კანდიდატად კი საბჭოთა ბელადმა პოლინა ჟემჩუჟინა შეარჩია. ეს ებრაელი ქალი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მეუღლე იყო. და, მართლაც, ამ უენერგიულესმა და უნიჭიერესმა ქალმა შეძლო „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ დარწმუნება, რომ საბჭოეთს დახმარებოდნენ. ამის მერე გაიხსნა „ლენდ ლიზი“ და სხვა არა ერთი დახმარება, რამაც დიდი როლი ითამაშა საბჭოეთის გამარჯვებაში. ამ შეხვედრაზე მოხდა უპრეცედენტო რამ, რასაც არც მანამდე და არც შემდგომ არ ჰქონია ადგილი. დავოსში იმ შეხვედრების ერთ შაბათ დღეს პატარა დავოსურ სინაგოგაში იმართება „ებრაული შაბათის“ ლოცვა. ამ რიტუალს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის მამაკაცები ესწრებიან, თან, ისინი, ვინც პლანეტას მართავენ. ქალს იქ სათოფეზეც არ იკარებენ. 1942 წლის იანვარში კი ამ საიდუმლო რიტუალს პოლინა ჟემჩუჟინაც დაასწრეს.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „1941 წლის დეკემბერში, ახალი წლის წინა დღეები იყო. სტალინმა გამომიძახა და მითხრა:

– შენი ცოლი რელიგიასთან როგორაა?

– რას გულისხმობ, კობა, ვერ მივხვდი.

– პოლინა უნიჭიერესი ქალია და ალბათ, იუდაიზმიც ესმის, – თქვა სტალინმა. პაუზა გააკეთა და დაამატა, – არ გამოვრიცხავ, რომ სიონიზმიც.

იუდაიზმი, განსაკუთრებით კი სიონიზმი სასიკვდილო თემა იყო და ძალიან დავიბენი. ძალები მოვიკრიბე და ვუთხარი:

– არასოდეს შემიმჩნევია მისთვის მსგავსი გატაცებები.

– უთხარი ბიბლიოთეკაში მოვიდეს, დახურული ფონდიდან შესაბამისი ლიტერატურა გამოითხოვოს და შეისწავლოს. ხუთ დღეს ვაძლევ ვადას. მერე კი საიდუმლო მისიით შვეიცარიაში უნდა გავგზავნოო.

პოლინამ სტალინის დავალება უმაღლეს დონეზე შეასრულა და როგორც წლების მერე მიყვებოდა, ებრაელი ორთოდოქსები ცოდნითა და დიპლომატიით მოუხიბლავს. ამის სანაცვლოდ კი მათგან დიდი დახმარება მივიღეთ.“

პოლინა ჟემჩუჟინა ომის მერე დააპატიმრეს და მას სიონიზმთან კავშირის ბრალდება წაუყენეს. თუმცა, სტალინმა მკაცრად ბრძანა, რომ გაეთვალისწინებინათ ჟემჩუჟინას დიდი დამსახურება და ქალისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი