რას წერდა ეიზენჰაუერი სტალინზე
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვისაც საყოველთაო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის თავი ჰქონდა გადადებული. მისთვის მთავარი იყო ზოგადსაკაცობრიო იდეები, ამ მიზანს მიუძღვნა მან მთელი თავისი ცხოვრება და მსოფლიოს უდიდეს ნაწილში განახორციელა კიდეც.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „მიუხედავად იმისა, რომ ბურჟუაზიული წყობის პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და პუბლიცისტები ათასნაირ ლაფში სვრიან სტალინს, ზოგჯერ, ზოგიერთ მათგანს მაინც წამოსცდება ხოლმე სიმართლე. თავის მემუარებში ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა თქვა: სტალინს რომ ათიოდე წელიწადი ეცოცხლა, არა მარტო მთელს ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს გააწითლებდა, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც და დედამიწაზე აბსოლუტურ თანასწორობასა და სამართლიანობას დაამკვიდრებდაო... ეიზენჰაუერმა სტალინი, ფაქტობრივად, ღმერთთან გაათანაბრა. სიმართლე უნდა ითქვას და მაშინდელ საბჭოთა კავშირში სტალინი, მართლაც რომ, ყოვლის შემძლე ღმერთად მიაჩნდათ. ახლაც ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც ეს აზრი სტალინზე არ შეუცვლია. არიან ისეთებიც, ვინც კატეგორიულად მოითხოვს სტალინის კანონიზებას, წმიდანად შერაცხვას, მისი ხატის დაწერასა და ქრისტიანულ ტაძრებში დავანებას. ეს ზემოთქმული, რა თქმა უნდა, სხვა უწყების საქმეა. ჩემი აზრით, სტალინი არ ყოფილა წმიდანი. სტალინი, პირველ რიგში, უმაღლესი დონის მმართველი, მიზანსწრაფული პოლიტიკოსი იყო, რომელმაც წინასწარ იცოდა, რას რა მოჰყვებოდა და როდის როგორ მოქცეულიყო, რომ თავისი მიზნისთვის მიეღწია. სტალინს მსოფლიოში თანასწორობის დასამყარებლად სპეციალური პროგრამა ჰქონდა შემუშავებული, რისი განხორციელება მან მაშინვე დაიწყო, როგორც კი საბჭოთა კავშირი ატომურ ბომბს დაეუფლა, ანუ 1949 წლის მიწურულიდან და სტარტი ძალიან წარმატებული იყო. მას მერე, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადეს მშვიდობიან გლობალურ თანაცხოვრებაზე, სტალინმა თავისი გეგმა აამოქმედა. სქემა მარტივი იყო – საბჭოთა კავშირს მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და კონტინენტების სიახლოვეს უნდა განელაგებინა, ეგრეთ წოდებული, თერმობირთვული პოლკები და აეძულებინა გაუმაძღარი ბურჟუაზიულ-კაპიტალისტური ქვეყნები, რომ მიეღოთ საბჭოთა მთავრობის მიერ წაყენებული პირობები. თანამედროვე ენით ეს იყო, ეგრეთ წოდებული, „ატომური შანტაჟი“... ამის განსახორციელებლად საჭირო იყო დიდი რაოდენობით თერმობირთვული ქობინები და მათი გადამტანი ტექნიკა – თვითმფრინავები, სამხედრო გემები, სამხედრო სპეციალური სახმელეთო ტექნიკა და სწორედ ამ ყველაფრის წარმოება იყო ამ გეგმის პირველი ეტაპი. გათვლებით, მას 4 წელიწადი სჭირდებოდა. 1953 წლის მარტისთვის ამ პირველი ეტაპის 85 პროცენტი შესრულებული იყო და სწორედ ამ პერიოდში კვდება სტალინი საკმაოდ იდუმალ, საეჭვო ვითარებაში. ორ თვეში კი მას უკან მიჰყვება ლავრენტი ბერიაც. ჩემ მიერ სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი საიდუმლო საბუთებიდან ნათელი ხდება, რომ „მსოფლიოს გაწითლების“ პროექტსაც ბერია კურირებდა. სწორედ ლავრენტი პავლეს ძე ბერია მიაჩნდა სტალინს თავის მემკვიდრედ, თუმცა, ამას სტალინი სრულიად საიდუმლოდ ინახავდა. საბჭოთა ბელადმა კარგად იცოდა, რომ მეორე კავკასიელს, მით უმეტეს, ქართველს, მაქსიმალურად შეუშლიდნენ ხელს ხელისუფლებაში მოსვლაში. ამიტომ ამის შესახებ მხოლოდ თავად სტალინმა და ბერიამ იცოდნენ. სტალინი გეგმავდა, რომ ხელისუფლებაში 1955 წლამდე დარჩებოდა. შემდგომ კი ძალაუფლებას ბერიას გადასცემდა და ბერია გააგრძელებდა არა მარტო ქვეყნის მართვას, არამედ შეასრულებდა „მსოფლიოს გაწითლების“ დასახულ გეგმასაც. აქედან გამომდინარე, ავტორხანოვის ვერსია, რომ თითქოს სტალინი ბერიამ მოკლა, სრული აბსურდია. დიდი ალბათობით, დასავლეთის სპეცსამსახურმა სწორად გათვალეს ყველაფერი და თავიანთი აგენტის, ნიკიტა ხრუშჩოვის მეშვეობით მოიშორეს ჯერ სტალინი, შემდგომ კი ბერია... რა თქმა უნდა, სტალინის გეგმის პირველი ეტაპი, ანუ თერმობირთვული ქობინებისა და ტექნიკის წარმოება უაღრესად საიდუმლო ვითარებაში ხორციელდებოდა, მაგრამ, ინფორმაციამ მაინც გაჟონა... ეს კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ დასავლეთს სწორი ანალიზი გაეკეთებინა და ემოქმედა... იმოქმედეს და სასურველი შედეგი მიიღეს... საგულისხმო ფაქტია, რომ სტალინის სიკვდილისთანავე შენელდა თერმობირთვული ქობინების ინტენსიური წარმოება. ხოლო, სამხედრო-გადამტანი საშუალებების წარმოება კი საერთოდ შეწყვიტეს. და ეს ყველაფერი ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით განხორციელდა, მარშალ გიორგი ჟუკოვისგან ფარულად. მართალია, ჟუკოვი შეთქმული იყო ბერიას წინააღმდეგ და სწორედ მან შეასრულა იუდას მთავარი ფუნქცია, მაგრამ ამას არ დაუშვებდა და კატეგორიულად გაილაშქრებდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ... სწორედ მას მერე, რაც ჟუკოვმა შეიტყო, თუ რა მოხდა და ყველაფერი გააანალიზა, ის ხრუშჩოვს დაუპირისპირდა. ეს კი მას მინისტრის პორტფელის დაკარგვად დაუჯდა. შემდგომ კი საერთოდ მოაშორეს ხელისუფლებას, სიახლოვესაც კი არ გააკარეს და მემუარებიც საგრძნობლად შეუკვეცეს, სადაც ეს მოღალატეობრივი ქმედებები აბსოლუტურად ზუსტად ჰქონდა აღწერილი, გაანალიზებული და მთავარი დამნაშავე კი – გამოაშკარავებული. პარადოქსად რჩება ის, რომ გენიალურმა სტალინმა ხრუშჩოვში მოღალატე და აგენტი ვერ გამოიცნო.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან