რას შეეწირა სტალინის სიცოცხლე სინამდვილეში
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.08
სტალინის ფენომენი აბსოლუტურად ყველაფერში მჟღავნდებოდა. მისი მთავარი მახასიათებელია ის, რომ საბჭოთა ბელადის ნებისმიერი საქციელი, მისი ყოველი ნაბიჯი ხალხის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული. ეს იყო მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი მიზანი და მის მისაღწევად საკუთარი თავის გაწირვაც კი შეეძლო.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ვერსიით, სტალინი ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საბჭოთა ბელადი მოკლეს. ჩემნაირად ფიქრობს არაერთი ადამიანი, სერიოზული მკვლევარი, პუბლიცისტი, კრიმინალისტი თუ ანალიტიკოსი. სტალინის მკვლელობაზე მიუთითებს არაერთი ირიბი მტკიცებულება. აგრეთვე, სტალინის დაცვისა თუ მომსახურე პერსონალის წევრების მონაყოლები. ერთი სიტყვით, ბელადის სიცოცხლის ბოლო საათების შესახებ მასალა უამრავია. განსხვავება კი ისაა, რომ ყველას თავისი ვერსია აქვს იმ მოტივების შესახებ, რის გამოც სტალინი მოკლეს. უმრავლესობის აზრით, სტალინი მისმა ახლო გარემოცვამ მოიშორა. ეს კი იმიტომ გააკეთეს, რომ თითქოს სტალინს დაასწრეს, რომელიც თავად აპირებდა მათ მოშორებას. ამ ვერსიის დასტურად კი, ეგრეთ წოდებული, „ექიმებისა“ და „მეგრელთა“ საქმეები მოჰყავთ. ზემოთქმული მხოლოდ ერთი შეხედვით წააგავს სიმართლეს, თუმცა ამ საკითხში ჩაღრმავების მერე სულ სხვა რამ იკვეთება. კონკრეტულად ის, რომ მართალია, სტალინის ლიკვიდაცია, სავარაუდოდ, მართლა შინაურების ხელით განხორციელდა, მაგრამ ამის მთავარი მიზეზი სულ სხვა რამ იყო და ამ დანაშაულის შემკვეთები საბჭოეთის გარეთაა საძებნელი, კონკრეტულად კი – ოკეანის გაღმა“.
ბორის სოკოლოვი: „მე, ფაქტობრივად, წუთობრივი სიზუსტით მაქვს დადგენილი იმ ღამის ვახშმის პერიპეტიები, რომლის შემდეგაც სტალინი ცუდად შეიქნა და ორი დღის მერე კი გარდაიცვალა. ამიტომ პირდაპირ ვამბობ: ღამის ვახშმის დროს სტალინს ერთ-ერთმა სტუმარმა ოთხთაგან (ბერია, მალენკოვი, ბულგანინი, ხრუშჩოვი) საჭმელში საწამლავი შეურია. ამან კი ბელადს ტვინში სისხლი ჩაუქცია და ორ დღეში მოკლა. ჩემი აზრით, ამ ოთხეულიდან ბერია უნდა გამოირიცხოს, თუმცა, სწორედ ბერია სახელდება სტალინის მომწამვლელად. დიდი ალბათობით სტალინი ხრუშჩოვმა მოწამლა მინისტრ იგნატიევის ხელშეწყობით, რომელმაც მას საწამლავი გადასცა. ახლა მოტივები განვიხილოთ. ცრუ მოტივი საკუთარი თავის გადარჩენაა. სინამდვილეში კი 1953 წლის აპრილიდან სტალინს ფულის ახალი რეფორმა უნდა განეხორციელებინა, რაც საბოლოოდ გამოიყვანდა ქვეყანას დოლარის ზონიდან. საბჭოთა ბელადს უნდა შემოეღო, ეგრეთ წოდებული, „ოქროს მანეთი“, ანუ, ყველა საერთაშორისო სავაჭრო თუ კომერციული შეთანხმება მანეთებზე უნდა განხორციელებულიყო და არა დოლარებზე. მაგალითად, ნავთობპროდუქტი იქნებოდა, ხე-ტყე თუ სხვა ნედლეული, მათში მყიდველებს მანეთები უნდა გადაეხადათ და არა ამერიკული დოლარები. ეს კი ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიო ჰეგემონიას მოსპობდა. სწორედ აქაა დამარხული ძაღლის თავი. 1953 წლის 1-ელ აპრილს მთელს საბჭოეთში ახალი კუპიურები უნდა შესულიყო მიმოქცევაში. სტალინის ბრძანებით, მილიარდობით მანეთი დაბეჭდეს და ბანკებშიც კი შეიტანეს, თუმცა, ამ პროცესს ბელადის სიკვდილმა შეუშალა ხელი. ბერიას მკვლელობისთანავე კი ეს ახალი ფულის უზარმაზარი მასა ამოიღეს და გაანადგურეს. სწორედ იმიტომ გამოვრიცხავ ბერიას მონაწილეობას სტალინის მოწამვლაში, რომ სანამ ბერიაც არ მოკლეს, ფულის განადგურება ვერ გაბედეს. არადა, სტალინს რომ დასცლოდა, თავისი გეგმის განხრციელება 1960 წლისთვის საბჭოთა ეკონომიკა დომინანტი იქნებოდა მსოფლიოში“.
არსენ მარტიროსიანი: „ხრუშჩოვის მიერ სტალინის მოწამვლის ვერსია აქტიურად ჯერ კიდევ 1956 წელს გაჟღერდა, მას მერე, რაც ჩინეთში პოლკოვნიკი ანტონ პავლოვი გაიქცა, რომელიც იგნატიევის სამდივნოში მუშაობდა და საიდუმლო ინფორმაციებს ფლობდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირმა ჩინეთს პავლოვის გადაცემა მოსთხოვა, სასტიკი უარი მიიღეს და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ საბჭოთა კავშირს უკიდურესად გაუმწვავდა ურთიერთობები ჩინეთთან. პავლოვი 1971 წელს პეკინში გარდაიცვალა. სხვათა შორის, 1966 წელს „ცეერუმ“ პეკინში პავლოვის ლიკვიდაცია სცადა, მაგრამ ვერ განხორციელდა. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სტალინის ლიკვიდაციის შეკვეთა ოკეანისგაღმიდან მოდიოდა და გლობალურ ინტერესებს ემსახურებოდა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან