ბელადები

რამდენი დრო დასჭირდა სტალინს აბსოლუტური ძალაუფლების მოსაპოვებლად

№35

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.09

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

რა თქმა უნდა, სტალინი უდიდეს ძალაუფლებას ფლობდა, მან ამას მიღწევა არაერთი წლის შემდეგ დიდი ბრძოლისა და ძალისხმევის შედეგად შეძლო.

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „სტალინი გენერალური მდივნის პოსტს ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლეშივე დაეუფლა. მან ეს თანამდებობა ძალიან მარჯვედ გამოიყენა თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად. თუმცა, აბსოლუტური ძალაუფლების მისაღწევად მას ძალიან დიდი და ხანგრძლივი ბრძოლის გადატანა მოუწია. მართალია, 1924 წლისთვის, მაშინ, როდესაც ლენინი გარდაიცვალა, სახელმწიფოს სტრატეგიული პოსტების ნახევარი სტალინის მომხრეებს ეკავათ, მაგრამ სტალინის ძალაუფლება ძალიან მყარი არ ყოფილა, მას ბევრი ხელის შემშლელი ჰყავდა და ისინი, ძირითადად, ტროცკისტები იყნენ. მართალია, სტალინმა ოპოზიციის პირველი შრე 1928 წლისთვის დაამარცხა და ტროცკიც მოაშთო, მაგრამ არც მაშინ იყო მისი ძალაუფლება აბსოლუტური. სტალინს ჯერ კიდევ დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ, თუნდაც, ძველი ბოლშევიკთა ნაწილი; მაგალითად, ქართული ფრთა. თუმცა, ეს მაინც არ იყო მთავარი საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის ერთგული კადრები „ჩეკასა“ და „წითელ არმიას“ ხელმძღვანელობდნენ, მაინც მთავარი საფრთხე სწორედ ამ უწყებებიდან მომდინარეობდა. საქმე ის იყო, რომ ამ უწყების მრავალრიცხოვანი, განტოტვილი სტრუქტურების უფროსები და მათი რიგითი ხელქვეითები ებრაელები იყვნენ. სწორედ ამას უფრთხოდა სტალინი. მას უტყუარი ინფორმაცია ჰქონდა, რომ მზადდებოდა „ებრაული შეთქმულება“ და სტალინმა სწორედ ამაზე აიღო გეზი. ბელადმა ირგვლივ თავისი ერთგული თანამებრძოლები შემოიკრიბა, ძირითადად, კავკასიელები და დაიწყო შეთქმულთა რიგების ეფექტურად გაწმენდა. ნიშანდობლივია, რომ ამ რამდენიმეეტაპიანი წმენდის შედეგად დიდი რაოდენობით შეთქმული გამომჟღავნდა, მათ შორის კი 95 პროცენტი ებრაელი იყო და თითქმის მათმა სრულმა შემადგენლობამ ყოველგვარ იძულებისა და ზეწოლის გარეშე აღიარა, რომ სტალინს სიონისტურ შეთქმულებას უწყობდნენ.“

ბორის სოკოლოვი: „სტალინი, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ, ანუ აბსოლუტური ძალაუფლების მფლობელი, 1937-1938 წლებში გახდა. მას შემდეგ, რაც „ჩეკასა“ და „წითელი არმიის“ სტრატეგიულ პოსტებსა და პირად შემადგენლობაში 95 პროცენტი არაებრაელი, ძირითადად, რუსები (75 პროცენტი) და სხვა ეროვნების ადამიანები იყვნენ. ტყუილად როდი დაერია სტალინი „ჩეკასა“ და „წითელ არმიას“. „ჩეკაში“ სამი შეთქმულება გაიხსნა, რომლებიც სტალინის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტით უნდა დასრულებულიყო. და სწორედ ამას შეეწირნენ გენრიხ იაგოდა და ნიკოლაი ეჟოვი. ასევე, გაანეიტრალეს ორი შეთქმულება „წითელ არმიაში“. პირველი შეთქმულებით სტალინი უნდა დაეპატიმრებინათ და პოსტიდან გადაეყენებინათ. მეორე შეთქმულება კი ბელადის ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად. სტალინი მავზოლეუმის ტრიბუნაზე, 7 ნოემბერს, პარადის დროს უნდა მოეკლათ და ეს საფრთხე განეიტრალდა. თანაც, ამ საქმემ საბჭოთა მარშლები შეიწირა და ეს დანაშაული ისტორიაში „მარშლების შეთქმულების“ სახელითაა შესული. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ მეორე შეთქმუდების ორგანიზატორებმა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე აღიარეს დანაშაული და სიკვდილითაც დაისაჯნენ“.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის წინააღმდეგ მომზადებული შეთქმულებების დაგეგმვასა და შესრულებას, ძირითადად, ტროცკიზმი მიმდევრები ხელმძღვანელობდნენ. სტალინმა ეს შ:ესანიშნავად იცოდა. ბელადს არც ის ეშლებოდა, რომ შეთქმულებები ისევ გაგრძელდებოდა, თუკი სათავეს არ მოსპობდნენ და სწორედ ამით იყო განპირობებული 1940 წელს მეხიკოში ტროცკის ლიკვიდაცია, რომელიც წარმატებით განახორციელეს „ჩეკისტებმა“. ამის მერე ტროცკიზმი ქვეყანაში თითქმის მთლიანად ამოიძირკვა და ოპოზიციამ მავნებლური საქმიანობა შეწყვიტა. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ წარმოთქვა სტალინმა ცნობილი ფრაზა – სიონისტებს კისერი მოვუგრიხეთ და მცირე ხნით მაინც მოგვეცემა ამოსუნთქვის საშუალებაო. ამოსუნთქვაში სტალინი ომისთვის მზადების პერიოდს გულისხმობდა. სხვათა შორის, სიონიზმი იმ პერიოდში მსოფლიოს ყველა ქვეყანაში იყო დაგმობილი. მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. და ამ ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს სტალინს სიონისტებთან ბრძოლაში და შესაბამისი პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთეს“.

არსენ მარტიროსიანი: „ნიშანდობლივია, რომ სტალინის სასარგებლოდ ანტისიონისტური განცხადებები გააკეთეს ჩერჩილმა და რუზველტმა. ამ ადამიანებმა შესანიშნავად იცოდნენ, რა საფრთხეს წარმოადგენდა ეს იდეოლოგია მათი ქვეყნებისთვისაც და სწორედ ამიტომ დაუჭირეს ამაში მხარი. ერთი სიტყვით, 1938 წლის მიწურულს იოსებ სტალინი უკვე საბჭოთა კავშირის აბსოლუტური მმართველი იყო. მას ხელში ეპყრა ყველა მმართველი ორგანო და ამ უწყებების სათავეებში კი სტალინის ერთგული ადამიანები იდგნენ.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა