რა წვლილი მიუძღვის სტალინს „გრძელი დანების ღამეში“
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 24.08

იოსებ სტალინი ის პოლიტიკოსი იყო, ვინც მისდამი რწმუნებული ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა ღონეს ხმარობდა და მტრებთანაც კი დაჯდებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან ამ საქმის გამო.
იაკობ კედმი: „როგორც ნათქვამია – პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მოკავშირეები არ არსებობენ. სტალინმა ეს საუცხოოდ იცოდა და იმათთან და იმგვარად ახორციელებდა თავის საგარეო პოლიტიკას, რაც მის ქვეყანას წაადგებოდა. სტალინმა თვით ჰიტლერთანაც კი დაამყარა საკმაოდ ახლო პოლიტიკური ურთიერთობები. ამის გამო მას დღემდე აკრიტიკებენ. ამბობენ – ეშმაკს შეეკრაო. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვებია. რეალურად კი სტალინის ეს ნაბიჯი აბსოლუტურად სწორი იყო და საბჭოეთს სარგებელიც მოუტანა“.
1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერი გერმანიის რაიხსკანცლერი გახდა. სტალინმა ერთ-ერთმა პირველმა მიულოცა მას ეს პოსტი. ჰიტლერმა საპასუხო, სამადლობელი წერილი გაუგზავნა სტალინს. ამის შემდეგ მათ შორის ინტენსიური ეპისტოლარული ურთიერთობა დამყარდა, რომელიც ომის დაწყებამდე გრძელდებოდა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი „სტალინი ძალიან შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო. ის ჯერ კიდევ 20-იანი წლების მიწურულს მეუბნებოდა – ჰიტლერი გერმანიის სათავეში მოვა და ჩვენზე წამოვაო. მე ეს არ მჯეროდა. ერთხელ საკმაოდ მწვავე კამათიც კი მოგვივიდა ამის გამო და ვუთხარი:
– სათავეში როგორ მოვა, როდესაც გრანდიოზული აქციის დროს პირველი გაიქცა. თანამებრძოლები მიატოვა და ციხეში გამოამწყვდიეს. გერმანული არისტოკრატია და სამხედრო ელიტა დაუშვებს ამას-მეთქი? (მე, ეგრეთ წოდებული, „ლუდის პუტჩი“ მქონდა მხედველობაში).
სტალინს ულვაშებში ჩაეცინა და მიპასუხა:
– მოიყვანენ. არისტოკრატიასა და სამხედროებს კი არც არავინ ჰკითხავსო.
– კობა, ცდები – მტკიცედ ვთქვი მე.
– არა. არ ვცდები. აი, ნახავ თუ ასე არ მოხდეს და მერე ვილაპარაკოთო, – თავდაჯერებულად მიპასუხა სტალინმა.
როდესაც ჰიტლერი რაიხსკანცლერი გახდა, სტალინს ვუთხარი:
– არ მეგონა, მაგრამ შენი სიტყვები გამართლდა, კობა.
– ახლა ამის გარჩევის დრო არაა. წერილს დავწერ და შენი უწყებიდან გაგზავნე. უნდა მივულოცოთ. თანაც, სამხედრო მრეწველობა გავზარდოთ და ჯარი გავაძლიეროთ. დრო უნდა მოვიგოთ. ჰიტლერს ანგლო-საქსები ჩვენზე გამოუშვებენ და მზად უნდა ვიყოთ.
იმავე დღეს გავგზავნე ბერლინში ჩვენი წარმომადგენელი, რომელმაც პირადად ჩაუტანა ჰიტლერს სტალინის მილოცვის წერილი.
და იმ დღიდან მოყოლებული ყოველკვირეული მიმოწერა იმართებოდა ამ ორ მმართველს შორის“.
საკმაოდ საინტერესოა ჰიტლერსა და სტალინს შორის არსებული ეპისტოლარული ურთიერთობა, რომელიც 7 წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა. სტალინმა ჰიტლერთან იმიტომ დაათბო ურთიერთობები, რომ დრო მოეგო და ომისთვის მომზადებულიყო მის წინააღმდეგ, რაც გარდაუვალი იყო. სხვათა შორის, სტალინს ერთგვარი გავლენაც კი ჰქონდა ჰიტლერზე. ამ წერილების მეშვეობით საბჭოთა ბელადი გერმანელ ფიურერს დიპლომატიურად, საკმაოდ დელიკატური ფორმით აძლევდა რჩევებს. უმეტესი მათგანი ჰიტლერმა გაითვალისწინა და თავისი ერთპიროვნული ძალაუფლების განსამტკიცებლად დიდი წარმატებითაც გამოიყენა. სწორედ ერთ-ერთ ასეთ რჩევას მოჰყვა, ეგრეთ წოდებული, „გრძელი დანების ღამე“.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „1931 წლის 30 ივნისს, ადოლფ ჰიტლერმა პრაქტიკულად ერთპიროვნული ძალაუფლება მოიპოვა გერმანიაში. იმ დღეს (ღამით) ჰიტლერმა გაანადგურა „მოიერიშეების“ მთელი მმართველობა ერნესტ რემის მეთაურობით. „მოიერიშეების“ რიგებში მილიონზე მეტი კბილებამდე შეიარაღებული მებრძოლი ირიცხებოდა. ისინი რევოლუციით იმუქრებოდნენ და არ მოსწონდათ ჰიტლერის ლოიალური დამოუკიდებლობა არისტოკრატიასა და არმიასთან. თავად მოითხოვდნენ არმიის სტატუსის მინიჭებას. ეს კი არმიის ელიტას არ მოსწონდა. ერნს რემი იყო ის ადამიანი, ვინც ჰიტლერს დიდად დაეხმარა ძალაუფლებაში მოსვლაში. ამიტომ, რემი ჰიტლერს საკმაოდ თანასწორად თვლიდა ჰიტლერი კი არავისთვის აპირებდა ძალაუფლების გაყოფასა და რემი და მისადმი მორჩილი „მოიერიშეები“ დიდ წინაღობად მიაჩნდა. სწორედ ამ ყველაფერმა გადააწყვეტინა ჰიტლერს ამ ოპერაციის ჩატარება. ბოლო წვეთი კი სტალინის წერილი იყო, რომელშიც ვკითხულობთ: „კიდევ ერთხელ ვადასტურებ უდიდეს პატივისცემას თქვენი პიროვნების მიმართ. ცალსახად მწამს, რომ თქვენ გარდა მეტი ვერავინ გაუძღვება გერმანელ ერს აღორძინების რთულ გზაზე. მათ შორის ვერც ბატონი რემი, რომელიც თავისი არაფორმალური არმიით გერმანიაში არეულობის მოწყობას აპირებს. ამის შესახებ ხმამაღლა აცხადებს და ასეთი რამ არა მხოლოდ გერმანიას, არამედ მთელ ევროპას შეარყევსო...“
ეს წერილი ჰიტლერმა 9 ივნისს მიიღო. სამი კვირის შემდეგ კი „გრძელი დანების ღამე“ მოხდა. ჰიტელერმა ძალაუფლება განიმტკიცა და სტალინმა მას მორიგი წერილით მიულოცა. ჰიტლერისა და სტალინის მიმოწერა 60-ზე მეტ წერილს მოიცავს და ყველა მათგანი საიდუმლო არქივშია შენახული. ალბათ, დადგება მათი გასაჯაროების დროც და საზოგადოება ძალიან საინტერესო, ისტორიულ-პოლიტიკურ ინფორმაციას მიიღებს.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...