რა წარმოდგენა ჰქონდა ლენინს რუსეთზე, სტალინისგან განსხვავებით
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ სტალინმა რუსეთის სახელმწიფო, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირიც, არნახულ სიმაღლეზე აიყვანა. მმართველობაში შექმნა ისეთი მონოლითური სისტემა, რომ მიუხედავად მომდევნო მმართველების მხრიდან ქვეყნის ნგრევისა, სტალინური ფუნდამენტი მაინც უმყარესი აღმოჩნდა და სწორედ მასზეა დაშენებული თანამედროვე რუსეთის სიძლიერე.
მწერალი ედვარდ რაძინსკი: „რუსეთი, რუსული სახელმწიფო ყოველთვის გლობალური ექსპერიმენტის ობიექტი იყო. ეს ქვეყანა ვის არ უმართია, რა არ უკეთებია, მაგრამ მისი განადგურება მაინც ვერ მოუხერხებია. ყოველთვის გამოჩენილან ძალები, რომლებსაც ფერფლისგან აღუდგენიათ ეს არაერთგვაროვანი, უკიდეგანო გიგანტი. ასე იყო პეტრეს დროს. ასე მოხდა სტალინის ეპოქაშიც. მაგრამ სანამ სტალინი ქვეყნის მმართველი გახდებოდა, ლენინმა დაიწყო რუსეთის ექსპერიმენტი, თუმცა აღმშენებლობას კი არ მიჰყო ხელი, არამედ მისი ტოტოალური ნგრევა გააგრძელა. როგორც ფიზიკურ ასპექტით, ასევე სისტემურად. ლენინი და მის ირგვლივ შემოკრებილი რევოლუციონრები, ეგრეთ წოდებული, ებრაული ფრთა, ქვეყნის ტერიტორიების გაცემით, ეკონომიკის დაცემითა და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სულიერი სისტემის ტოტალური ნგრევით იყვნენ დაკავებული. ლენინი პირდაპირ წერდა თავის თხზულებებში – რუსი უქნარა, საზიზღარი, დაუბანელი და უწიგნურია. მის მიმართ უმკაცრესი რეპრესიები უნდა გამოიყენო. ამუშავო, დოვლათი შეაქმნევინო და კლანჭებში გამომწყვდეული გყავდესო. ეს ზემოთქმული ვინმეს მონაჩმახი არ გეგონოთ, ოქტომბრის რევოლუციის ბელადის, ლენინის ნააზრევია. იმ კაცის, ვინც თავდაპირველად ხალხის კეთილდღეობის ლოზუნგით მოვიდა ხელისუფლებაში. სტალინმა რა ქნა? რა და რუსებს დიადი ერი უწოდა. და, არა მარტო უწოდა, არამედ განახორციელა კიდეც ეს სიტყვები.
მივყვეთ ქრონოლოგიას. რა იყო რუსეთი 1924 წელს, ანუ იმ დროს, როდესაც ლენინი გარდაიცვალა და ქვეყნის პირველი პირი სტალინი გახდა. ეს იყო სამოქალაქო ომისგან განადგურებული, ტერიტორიებდაკარგული (ბრესტის ზავის შედეგად) სახელმწიფო, რომელსაც მტრები ეხვია გარს და ცდილობდნენ, კიდევ უფრო მეტი ნაჭერი მიეღოთ „რუსული ნამცხვრიდან“. სტალინმა ბრძოლა ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე აწარმოვა. დაიწყო ტოტალური სოციალურ-პოლიტიკური და სამხედრო რეფორმა. განახორციელა სისტემატიზაციისა და სტანდარტიზაციის რეფორმა. ჩაატარა აღწერა. განახორციელა მოსახლეობის პასპორტიზაცია და შემოიღო მოსახლეობის ჩაწერის სისტემა.
ამერიკელი მწერალი ჯონ რიდი, ავტორი წიგნისა „ათი დღე“, რომელმაც მსოფლიო შეარყია, საბჭოთა კავშირში მეორე ვიზიტის შემდეგ ამბობდა, მე გაოცებული ვიყავი რუსული სასწაულით რევოლუციის პირველ დღეებში და ლენინმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მაგრამ სტალინურ რუსეთში ჩემმა ვიზიტმა და საბჭოთა ბელადთან შეხვედრამ სულ სხვა განზომილებაში გადამიყვანა. მე ვნახე დიადი ქვეყნის დიადი ბელადი, რომელსაც გლობალური, ზოგადკაცობრიული ამოცანების გადაწყვეტა ძალუძს და გადაწყვეტს კიდეცო.
ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ჯონ რიდის სიტყვები ახდა. უსწრაფესად განვითარებადი და მონოლითურად შეკრული ქვეყანა უაღრესად საშიშად გამოიყურებოდა მთელი დასავლეთისთვის, მათი უსაფრთხოებისთვის და სწორედ მათ (დასავლეთმა) წამოსწიეს წინა პლანზე საპირწონე ფიგურა და სახელმწიფო – ჰიტლერი და გერმანია. ყოველმხრივ გააძლიერა ფიურერი და დააჩქარებინა საბჭოთა კავშირზე თავდასხმა.
შემდგომ ლიონ ფოიხტვანგერი წერდა: „არც სტალინის საპირწონე იყო ჰიტლერი და არც რუსეთისა – გერმანია. გერმანია ყოველთვის მარცხდებოდა რუსეთთან და ეს როგორღაც ისტორიულ გარდაუვალობად იქცა. სტალინი კოსმიური ფიგურაა, როდესაც ჰიტლერი ლოკალური ლიდერის როლს ვერ გასცდა, მიუხედავად იმისა, რომ მას ამ როლზე მთელი დასავლეთი უმაგრებდა ზურგს“.
ერთი სიტყვით, სტალინის შემთხვევაში ხორცი შეისხა ჩერჩილის ფრაზამ, რომელიც შესაძლოა, მას არც კი უთქვამს, მაგრამ „ბრიტანელ ლომს“ მიაწერენ და სრული ჭეშმარიტებაა – სტალინმა სახნისიანი რუსეთი ჩაიბარა და თერმობირთვული სახელმწიფო დატოვაო.
ამგვარად, დღევანდელი რუსეთის სიძლიერე სტალინურ ფუნდამენტზე დგას.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



