ბელადები

რა საიდუმლო სამუშაოები ჩაატარა სტალინმა დიდ ომამდე 10 წლით ადრე

№52

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.01

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი გენიალური სტრატეგი იყო. ამ ადამიანს შეეძლო მოვლენების წინასწარ არა მარტო განჭვრეტა, არამედ მზადყოფნა მათ დასახვედრად, გამოსაყენებლად თუ პრობლემების გადასაჭრელად და ამაში საბჭოთა ბელადს ბადალი არ ჰყავდა.

იაკობ კედმი: „სტალინმა ჰიტლერის აღზევება და დიდი ომი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 20-იიანი წლების შუაში იწინასწარმეტყველა. ეგრეთ წოდებული, „ლუდის პუტჩის“ შემდეგ, ძალიან მალე, სტალინის უახლოესი ადამიანი, მრავალი წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი ამ ამბებს ასე იხსენებდა: „იმ პერიოდში სტალინის თანაშემწე-მდივანი ვიყავი. სტალინი, შიდა საქმეებთან ერთად, რა თქმა უნდა, დიდი ყურადღებით აკვირდებოდა საერთაშორისო მოვლენებს. მან კარგად იცოდა, რომ სულ მალე ეს უზარმაზარი ქვეყანა ფართო საერთაშორისო ასპარეზზე უნდა გაეყვანა და როგორც ყოველთვის, მაქსიმალურად მობილიზებული იყო. გერმანიაში რომ ნაციონალ-სოციალისტური, ფაშისტური პარტია გამოვიდა ასპარეზზე, სტალინმა მითხრა: აი, ნახე, ესენი ძალიან მალე აღზევდებიანო. ხოლო „ლუდის პუტჩისა“ და ჰიტლერის, მისი ამალასთან ერთად, დაპატიმრების მერე, სტალინმა მითხრა: ნახე, რა მოხდება, მათ ახლა დიდი ფინანსები მიუვათ და კიდევ უფრო გააქტიურდებიან. ჰიტლერი კი ციხიდან გმირად შერაცხილი გამოვაო. სულ მალე სტალინის ეს სიტყვებიც გამართლდა. გამოვიდა „მაინ კამფი“ („ჩემი ბრძოლა“) – ჰიტლერის საპროგრამაო წიგნი და სტალინი მაშინვე გაეცნო მას. შემდეგ კი მითხრა: აი, ამ წიგნშია თავმოყრილი მისი გეგმები. აქვე იპოვი ჩვენზე ომით წამოსვლის მიზეზებს. გაეცანი და ნახავო. გავეცანი და აშკარა იყო, რომ სტალინს არაფერი ეშლებოდა. პოლიტიკური მოვლენების განვითარების დინამიკა იმის თქმის საშუალებას იძლეოდა, რომ ჰიტლერს ინტენსიურად უბიძგებდნენ ჩვენთან ომისკენ და სტალინმა საამისო მზადება ჯერ კიდევ 20-იანი წლებიდან დაიწყო.“

მოლოტოვი უშუალოდ იყო ჩართული ამ მზადებაში და მაშინ ეს ყოველივე საიდუმლო იყო. დღესდღეობით კი უკვე ნათელი ეფინება მრავალ რამეს. ინდუსტრიალიზაციის დაწყებისთანავე სტალინმა დაიწყო ტრანსციმბირული მაგისტრალის აღდგენა და მშენებლობა, რომელიც ნიკოლოზ მეორის დროს შეჩერდა. მაგისტრალის ფაქტობრივად გაუქმება კი რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს დიდმა ბრიტანეთმა განახორციელებინა. ნიკოლოზ მეორე დაარწმუნეს, რომ ეს მაგისტრალი ზედმეტი ტვირთი იყო რუსეთისთვის. მან კი ეს დაიჯერა და გააუქმა. ეს მაგისტრალი რუსეთის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სტრატეგიულად აუცილებელი და სტალინმა ამის შესახებ თქვა: ამ მაგისტარლის ფაქტობრივი გაუქმება იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ჭკუასუსტობის ნათელი დასტურიაო. ტრანსციმბირული მაგისტრალის მშენებლობასთან ერთად, სტალინმა ციმბირსა და ურალში ჯერ კიდევ 20-30-იანი წლების მიჯნაზე ფარულად დაიწყო კომუნიკაციების მშენებლობა. ამ დაბებსა და პატარა ქალაქებში მომავალი დიდი ქარხნებისთვის პლაცდარმი ააშენა და დააკონსერვა. ეს იყო ქარხანა-დუბლიორები, ეგრეთ წოდებული, „შავი დღისთვის“ და ეს „შავი დღე“ 10 წლის მერე, ჰიტლერის ვერაგულად თავდასხმის შემდეგ დადგა. და, როგორც კი მთელი საბჭოთა ინდუსტრიის ელვისებური ევაკუაცია განხორციელდა, დუბლიორი ქარხნები უმალვე ამუშავდა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ომის პირველმა თვეებმა, მიუხედავად წინასწარი მზადებისა, ძალიან დიდი დარტყმა მოგვაყენა და მტერი ჯიქურ მოიწევდა ქვეყნის ცენტრისკენ. ამიტომ, მთელი ჩვენი ინდუსტრიის ევაკუაცია უმოკლეს დროში განვახორციელეთ. ქარხნებს უკანასკნელ ჭანჭიკამდე სწრაფად შლიდნენ, ეშელონებში ტვირთავდნენ და მომსახურე პერსონალთან ერთად ურალის მთებს იქით აგზავნიდნენ. იქ კი ასევე უმოკლეს დროში აწყობდნენ და ქარხნები წესიერადაც კი არ იყო გადახურული, რომ უკვე პროდუქციას უშვებდნენ ფრონტისთვის. ეს იყო ზეადამიანური, გმირული შრომა, ისევე, როგორც გმირული ბრძოლა, სტალინის ხელმძღვანელობით“.

სტალინმა შეძლო უზარმაზარი ქვეყნის მილიონობით მოსახლეობის გაერთიანება ერთი დროშის ქვეშ. მოგვიანებით ადოლფ ჰიტლერი თავის ბუნკერის დღიურებში წერდა: „საბჭოთა ბელადმა შეუძლებელი შეძლო. სტალინმა ერთ სანგარში აომა ერთად იუდეველი და მუსლიმი, ქრისტიანი და ათეისტი და ისინი ერთ მუშტად შეკრა. რუსეთის წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყება ჩემი მხრიდან მიუტევებელი შეცდომა იყო. ომის პირველ დღეებში იოლი გამარჯვებით გაბრუებული ჩემი არმიები ზეიმობდნენ. თუმცა ამ ზეიმს დიდი დღე არ ეწერა, ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ამჟამად რუსები ბერლინში არიან. ჩვენ წავაგეთ და ამაში მთავარი როლი საბჭოთა ბელადს, სტალინს მიუძღვის.“

ჰიტლერისთვის მართლაც წარმოუდგენელი იყო ის, რაც სტალინმა გააკეთა. ფაშისტი ფიურერისთვის მსგავსი თავგანწირვა უცხო იყო, მით უფრო რადიკალურად განსხვავებული ხალხისგან, რომლებიც ერთ მუშტად შეიკრნენ მტრის წინააღმდეგ. მხოლოდ ომის ბოლო თვეებში შეძლო ჰიტლერმა სიტუაციის სწორად შეფასება და დამარცხება აღიარა კიდეც. შემთხვევითი არ იყო, რომ 1945 წლის 9 მაისს, როდესაც ბერლინში გამარჯვების ბანკეტი გაიმართა, გენერალმა ეიზენჰაუერმა შამპანურით სავსე ბოკალი ასწია და თქვა: დიდ სტალინს გაუმარჯოს, ჩვენი დიადი გამარჯვების შემოქმედსო“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი