ბელადები

რა საიდუმლო ობიექტი აშენდა ციმბირის ტაიგაში, სტალინის ბრძანებით

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 25.07

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი შორსმჭვრეტელი, ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. მას წინასწარ გათვლის ფეომენური უნარი ჰქონდა და ამ გათვლებს პრაქტიკულადაც ყოველთვის წარმატებით ახორციელებდა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი მრავალმხრივი პიროვნება იყო და ეს მხოლოდ ლიტონი სიტყვები როდია, კეისრისა არ იყოს, სტალინს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება შეეძლო და თითოეულ მათგანს უმაღლეს დონეზე ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ ბევრი მისი ჩაფიქრებული, გათვლილი და განხორციელებული საქმე საიდუმლო იყო. მარტო ის რად ღირს, რომ სტალინის ინიციატივით, აშენდა მეორე დედაქალაქი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვის ფუნქციებს სრულიად აიღებდა საკუთარ თავზე.“

ბორის სოკოლოვი: „საიდუმლო დედაქალაქი ურალის მთებს მიღმა, შუაგულ ტაიგაში უმოკლეს დროში აშენდა. ესაა კარგად შენიღბული მიწისზედა ნაგებობები, ათჯერ მეტი კი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა თავისი ბუნკერებითა და უსაფრთხოების უნიკალური სისტემით. ამ საიდუმლო კომპლექსის მშენებლობა 1939 წლის ოქტომბერში დაიწყო და 1945 წლის ოქტომბერში დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ საზღვარგარეთის ვერცერთმა დაზვერვამ ვერ შეიტყო ამ ობიექტის მშენებლობის შესახებ, რაც სტალინის პიროვნების სიძლიერის დამატებითი დასტურია“.

იაკობ კედმი: „საიდუმლო სათადარიგო დედაქალაქი უზარმაზარ ტერიტორიაზეა განთავსებული და მის აშენებას 800 ათასი პატიმარი და ფაშისტი ტყვე დასჭირდა, რომლებმაც ამ საქმეს 6 წელი მოანდომეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ მშენებლობას 300 ათასი ადამიანი შეეწირა და ასეთია რეალობა. თუმცა, ჩემი აზრით, ეს გამართლებულია, რადგან სწორედ ეს კონტინგენტი ცდილობდა, საბჭოთა ქვეყნის დანგრევას და სტალინმა ისინი აღმშენებლობისთვის გამოიყენა. და, რაც არ უნდა ილაპარაკონ მავანთა, იმდროინდელი მონური შრომისა თუ არაადამიანობის შესახებ, ასეთი რამ გამართლებულად მიმაჩნია.“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მოსკოვიდან 6 ათასი კილომეტრით დაშორებული საიდუმლო ქალაქი იდეალური სამართავი პუნქტი იყო ომის პირობებში. იქაურობა დაცული იყო რადიაციისა და ქიმიურ-ბაქტერიოლოგიური საფრთხეებისგან. ჰქონდა ორი მძლავრი მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგური, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო სისტემა და იქ თავისუფლად განთავსდებოდა მილიონი ადამიანი, რომლებსაც იქ არსებული საკვებისა და სასმელი წყლის მარაგით 2 წელი შეეძლო გაძლება. ერთი სიტყვით, ეს იყო იმ პერიოდისთვის წარმოუდგენელი მეგანაგებობა, რომელიც სტალინის გონმა შექმნა“.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „როდესაც ციმბირის საიდუმლო ქალაქის მშენებლობა დასრულდა და სტალინს ამის შესახებ მოახსენეს, მან განიზრახა, საკუთარი თვალით დაეთვალიერებინა შესრულებული სამუშაოები. 1945 წლის ნოემბერში მოსკოვის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროდრომიდან ორი თვითმფრინავით საიდუმლო ქალაქისკენ ავიღეთ გეზი. მრავალსაათიანი ფრენის შემდეგ თვითმფრინავები ოსტატურად შენიღბულ საფრენ ბილიკზე დასხდნენ. ირგვლივ ყველაფერი თოვლით იყო დაფარული, რაც ძალიან უწყობდა ხელს, რომ შეუმჩნეველი ყოფილიყო. ნიშანდობლივია ის, რომ ზაფხულში მთელი ქალაქი მწვანედ იყო შენიღბული. ზამთარში კი – თეთრად და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებდა ამ ობიექტის უნიკალურობას. სტალინი გულწრფელად გაოცებული იყო საბჭოთა სამხედრო ინჟინრების ოსტატობით და ბრძანება გასცა, რომ ამ პროექტის მშენებლებისთვის დიდი პატივი მიეგოთ და სხვადასხვა ჯილდოთი დაეჯილდოებინათ. ბელადი გააოცა და გაახარა მიწისქვეშა სამართავი პუნქტის უნივერსალურობამ. სტალინმა ფეხით შემოიარა ამ საიდუმლო ინფრასტრუქტურის ყველა კუთხე-კუნჭული და მოსკოვში დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა. საბედნიეროდ, ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება დანიშნულებისამებრ, ანუ საომარ პირობებში საჭირო არ გახდა და ესეც სტალინის დიდი დამსახურებაა“.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ციმბირის საიდუმლო ქალაქის შესახებ ხრუშჩოვმა შეიტყო და ცოფები ყარა იმის გამო, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. ბრძანებაც კი გასცა, რომ ამ ობიექტის მომსახურებისთვის დაფინანსება შეეწყვიტათ და ობიექტი დაეკონსერვებინათ. თუმცა, სამხედროებმა ეს ბრძანება არ შეასრულეს, რადგან კარგად ესმოდათ, სტრატეგიულად რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ქვეყნისთვის. ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში კი ციმბირის საიდუმლო ქალაქის მოდერნიზება დაიწყო და იქ ახალი, იმ პერიოდისთვის მოწინავე ტექნოლოგიები დანერგეს. ნიშანდობლივია, რომ ამერიკული და ბრიტანული დაზვერვა გულმოდგინედ ცდილობდა ამ ქალაქში შეღწევას, მაგრამ უშედეგოდ და მხოლოდ 1990 წელს, გორბაჩოვის ბრძანებით, შეუშვეს ორ-ორი ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტი. უკვე ოცდამეერთე საუკუნეში სტალინის მიერ აშენებული ეს ობიექტი კვლავ გასაიდუმლოვდა. იქ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები შეიტანეს. მრავალი თანამედროვე დეტალი დაუმატეს და როგორც მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გადმოსცემენ, რუსეთის პრეზიდენტი საიდუმლო ციმბირული ქალაქის ხშირი სტუმარია.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული