ბელადები

რა როლი მიუძღვის სტალინს ინდოეთის დამოუკიდებლობაში

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.05, 2023 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი თავისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ყოველთვის ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ინტერესებს. ამ ინტერესების განსახორციელებლად კი ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას იყენებდა.

იაკობ კედმი: „მოქნილი გონებისა და ნებისყოფის წყალობით სტალინი ყოველთვის ახერხებდა, ადამიანები მის ნებას დამორჩილებოდნენ და ის გაეკეთებინათ, რასაც მათ სტალინი ეტყოდა. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა ბელადი ამ ყველაფერს ბოროტად იყენებდა. არა, უბრალოდ, სტალინი ბელადის ღირსებებით იყო დაჯილდოებული, წინამძღოლად იყო დაბადებული და განსაკუთრებული მისია ჰქონდა. სტალინის გავლენის ქვეშ საკმაოდ ძლიერი ნებისყოფის მქონე, ჭკვიანი ადამიანებიც ხვდებოდნენ და ეს ორმაგად ხაზს უსვამს საბჭოთა ბელადის ღირსებებს. მარტო ის რად ღირს, რომ სტალინის გავლენის ქვეშ მოექცა ისეთი ძლიერი პიროვნება, როგორიც ერნსტ ტელმანი იყო“.

ერნსტ ტელმანი საერთაშორისო მუშათა მოძრაობის გამორჩეული ლიდერი იყო, „ინტერნაციონალის“ წევრი და გერმანიაში მას მილიონობით მხარდამჭერი ჰყავდა. ტელმანი, რომ იტყვიან, სტალინს აღმერთებდა და ეს არცაა გასაკვირი. საბჭოთა ბელადმა ტელმანს ყველა წინაპირობა შეუქმნა, რომ ეს ადამიანი საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე გასულიყო. სტალინი აფინანსებდა ტელმანის მოძრაობას და ამან დიდი წარმატებაც მოიტანა – გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში ჰიტლერმა და ტელმანმა მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს და მცირედით ჩამორჩნენ გამარჯვებულებს. შემდგომ კი საპარლამენტო კოალიცია შექმნეს და მთავრობის დაკომპლექტებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. მართალია, როცა ჰიტლერი რაიხსკანცლერი გახდა, ტელმანი და მისი მომხრეები ციხეში ჩასვა, მაგრამ მათ თავისი მისია მაინც შეასრულეს. ერთი მხრივ, სტალინს, ტელმანისა და მისი მომხრეების სახით, ფაშისტურ გერმანიაში ძალიან მნიშვნელოვანი ძალა ჰყავდა. მეორე მხრივ კი, სანამ ჰიტლერი აბსოლუტურ ძალაუფლებას ხელში აიღებდა და მთელ თავის ძალისხმევას საბჭოეთის წინააღმდეგ ომისთვის მიმართავდა, სტალინმა დრო მოიგო და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ჰიტლერთან ომისთვის მზადების საქმეში.

ბორის სოკოლოვი: „სტალინი ტელმანს დიდად აფასებდა. შემთხვევითი როდი იყო, რომ როცა ჰიტლერმა სტალინს შესთავაზა, დატყვევებული ფელდმარშალი პაულიუსი სტალინის ვაჟში, იაკობში გაეცვალა, სტალინმა მაშინვე მიაგება – თუ გინდა, პაულიუსს ტელმანში გაგიცვლიო. მაგრამ ჰიტლერმა იცოდა, თუ რა დიდი ძალა იქნებოდა საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოშვებული ტელმანი და საბჭოთა ბელადს უარი უთხრა. მიუხედავად იმისა, რომ ტელმანი ციხეში იჯდა, სტალინს ის იქაც გამოადგა. მილიონობით ტელმანისტი საბჭოეთის მხარეს იბრძოდა. მათ ანტიფაშისტური მოძრაობა ჰქონდათ გაჩაღებული და ამან ჰიტლერს დიდი ზიანი მიაყენა, როგორც თავად გერმანიაში, ასევე უშუალოდ ბრძოლის ველზე. ეს წარმატება კი სტალინის მიერ განხორციელებული გონივრული მოქმედების შედეგი იყო და დაფინანსება ქარს არ გაჰყოლია“.

სტალინის გონივრული, შორს მიმავალი პოლიტიკის შედეგი იყო ინდოეთის გათავისულფება კოლონიზატორის კლანჭებიდან. სტალინი ინდოელებსაც ეხმარებოდა, როგორც იარაღით, ასევე კვალიფიციური სამხედრო სპეციალისტებითა და ფულით. სტალინის პიროვნებით მოხიბლული იყო ჯავაჰარლალ ნერუ, რომელიც შემდგომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. დიდ პატივს სცემდა საბჭოთა ბელადს ინდოეთის უპირობო სულიერი ლიდერი მაჰათმა განდი. სტალინს განდი „გურუ“ უწოდებდა და ამით გამოხატავდა საბჭოთა ბელადის მიმართ უღრმეს პატივისცემას. სწორედ სტალინის შორსმხედველი პოლიტიკის შედეგი იყო აფრიკაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძარაობის დაწყება, რამაც შემდგომში (უკვე სტალინის გარდაცვალების მერე) საბჭოთა კავშირს დიდი პოლიტიკურად სარგებელი მოუტანა.

იაკობ კედმი: „სტალინი არამარტო საბჭოთა ქვეყნისა და საბჭოთა ხალხის ინტერესებისთვის იღვწოდა, ყველა ჩაგრული ადამიანის ბედზეც ზრუნავდა და სწორედ ამიტომ ჰყავდა ათეულობით მილიონი მხარდამჭერი პლანეტაზე. სტალინი იდეალისტი იყო, თუმცა, მისთვის უცხო იყო უტოპია და ყოველთვის რეალობის ფარგლებში მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ სტალინს კომუნიზმი იდეალურ წყობად მიაჩნდა, იცოდა, რომ ის მიუწვდომელი იყო. ყოველ შემთხვევაში უახლოეს მომავალში და სწორედ ამიტომ წამოაყენა დოქტრინა – სოციალიზმის მშენებლობა ერთ ცალკეულად აღებულ ქვეყანაშიო. რაც შემდგომი წლების განმავლობაში დიდი წარმატებითაც განახორციელა.“

სტალინმა გიგანტური სოციალურ-პოლიტიკური გარდაქმნები არა მარტო საბჭოთა კავშირში განახორციელა, არამედ დედამიწის უდიდეს ნაწილშიც და ამას მან მიაღწია არა ტროცკისეულ პერმანენტული რევოლუციის დოქტრინით, არამედ ბევრად მშვიდობიანად. ის ადამიანები, ვინც ობიექტურად ერკვევიან ისტორიაში, სამართლიანად აღიარებენ სტალინის გლობალურ როლს პლანეტარულ მშვიდობაში და კარგად უწყიან, რომ არა სტალინი, აქამდე მსოფლიო პოლიტიკური პარიტეტი დიდი ხნის დარღვეული იქნებოდა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი