ბელადები

რა პასუხი გასცა სტალინმა მოსკოვში ჩასულ ამერიკელ კონგრესმენებს

№30

ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00 07.08

როგორ გაშიფრეს მკვლელი -
tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო, უნიკალური გონებისა და ნებისყოფის ადამიანი, ძალიან გამოცდილი მებრძოლი და ამ თვისებების ერთობლიობამ გაამარჯვებინა მას იმ საშინელ დაპირისპირებაში, რასაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ძალაუფლების მოპოვება სტალინისთვის თვითმიზანი არ ყოფილა. არამედ იმ დიადი მიზნების განსახორციელებელი საშუალება, რომლისკენაც ადრეული ბავშვობიდან ისწრაფვოდა პატარა სოსელო ჯუღაშვილი. ეს მიზნები კი დამყარებული იყო საყოველთაო სამართლიანობასა და ადამიანთა შორის თანასწორობაზე, მიუხედავად მათი წარმომავლობისა და ტიტულებისა. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ სტალინმა მიაღწია კიდეც ამ მიზნებს და შექმნა ისეთი დიადი სახელმწიფო, რომელსაც საბჭოთა კავშირი ეწოდებოდა...

ფრიად საგულისხმო ფაქტია ის, თუ რა უთხრა სტალინმა ამერიკელ კონგრესმენებს პირადი შეხვედრის დროს 1949 წლის დეკემბერში. იმ წინასაახალწლო დღეებში, მოსკოვში ამერიკელ „ზომიერ“ კონგრესმენთა ჯგუფი ჩავიდა. ეს ის ადამიანები იყვნენ, ვინც არ მიეკუთვნებოდნენ, ეგრეთ წოდებულ, „ქორებს“ და საბჭოთა კავშირთან მშვიდობიანი თანაარსებობის პოლიტიკის ქადაგებდნენ. მოსკოვს ისინი ნიადაგის მოსასინჯად ეწვივნენ. იმ პერიოდში საბჭოთა სახელმწიფო უკვე ბირთვული ქვეყანა იყო, ამერიკელებს კი ძალიან ეშინოდათ ამის და პირადად პრეზიდენტმა ტრუმენმა გამოგზავნა ისინი ამ მისიით. სტალინი რის სტალინი იქნებოდა, რომ კონგრესმენების ვიზიტის ნამდვილ მიზანს ვერ ჩასწვდომოდა. ამიტომ, საბჭოთა ბელადმა პირველმა უთხრა მათ, რომ საჭირო იყო მშვიდობიანი თანაარსებობა ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის და თუკი ამერიკელებს სათანადო ნება აღმოაჩნდებოდათ, შეთანხმებულიყვნენ, ერთი მხრივ, ბირთვული იარაღის წარმოების გაყინვაზე, მეორე მხრივ კი, მიეღოთ დადგენილება ბირთვული იარაღის გლობალური აკრძალვის შესახებ, მკაცრი კონტროლი დაეწესებინათ ატომის გამოყენებაზე სამხედრო მიზნებით. (სხვათა შორის, ყველა ეს აკრძალვა უკვე სტალინის გარდაცვალების შემდეგ მიიღეს). სტალინის ეს წინადადება დიდი ენთუზიაზმით აიტაცეს სტუმარმა კონგრესმენებმა. ჯგუფის ხელმძღვანელმა, კონგრესმენმა ჯეკსონმა კი საბჭოთა ბელადს დიდი აღმაშენებელი და მშვიდობისმყოფელი უწოდა. სტალინმა კი მას პასუხად უთხრა, ბევრად უფრო დიად და ძლიერ ქვეყანას ავაშენებდით, ჩვენი ძალების დიდი ნაწილი თქვენი წინამორბედი კოლეგების მიერ პროვოცირებული კონფლიქტების განეიტრალებაში რომ არ დაგვეხარჯაო... ამ სიტყვებში სტალინი 20-იანი წლების ინტერვენციას გულისხმობდა, ტროცკიზმთან ბრძოლასა და მეორე მსოფლიო ომს. სტალინმა მადლობა გადაუხადა ჯეკსონს, შესწორება შეიტანა მის შეფასებაში და უთხრა: ინტერვენციის მოგერიებასა და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებაში მთავარი წვლილი ხალხს მიუძღვის. ტროცკის დამარცხებაში კი, შეიძლება ითქვას, რომ ლიდერი მე ვიყავიო... სინამდვილეში, ამ სამივე საქმეში სტალინი იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა და ჭეშმარიტი ლიდერი, მაგრამ მან მხოლოდ ტროცკისთან ბრძოლას გაუსვა ხაზი, რადგან ეს პიროვნული შერკინება იყო და საბჭოთა ბელადმა ის პირწმინდად მოიგო. ეს ბრძოლა რამდენიმე რაუნდად შეიძლება, დაიყოს. პირველ რაუნდში სტალინმა მოახერხა და ტროცკის ყველა პოსტი დაატოვებინა. მეორე რაუნდში სტალინმა ოპოზიციონერ ტროცკის მოუგო იდეოლოგიურ-პოლიტიკური ბრძოლა. მესამე რაუნდში სტალინმა ტროცკი ქვეყნიდან გააძევა. მეოთხე რაუნდში კი სტალინმა ტროცკის ყველა მსხვილი სპონსორი დააკარგვინა და აბსოლუტურად მშრალზე დატოვა... ეს რაუნდი ძალიან საინტერესო იყო და მის მოგებაში აშკარად იკვეთება სტალინის გენიალობა, რომელიც არნახული სიმარტივით განხორციელდა... მეოთხე რაუნდში, საზღვარგარეთ გაძევებული ლევ ტროცკი ჯერ კიდევ საშიშროებას წარმოადგენდა საბჭოთა კავშირისთვის. ერთი მხრივ, მან საკმაოდ ძლიერი ემიგრანტული ტროცკისტული ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც ყველაფერზე მიდიოდა სტალინის დასამხობად. მეორე მხრივ კი, ტროცკი უამრავ პასკვილს აქვეყნებდა სტალინის წინააღმდეგ და მისი ავტორიტეტის შელახვაზე მსოფლიო მასშტაბით მუშაობდა. მთელი კამპანია უმსხვილესი ბურჟუების მიერ იყო დაფინანსებული. სტალინმა კი უმარტივეს ხერხს მიმართა: მან ყველა ძირითად მსოფლიო ენაზე ათარგმნინა ტროცკის ადრეული ნაშრომი, წიგნი სახელწოდებით – „რევოლუცია და ტერორი“. და ეს წიგნი სრულიად უფასოდ გაავრცელა მსოფლიოში. ამ წიგნის მთავარი აზრი ასე გამოიხატება: უნდა განვახორციელოთ მსოფლიო რევოლუცია. გავანადგუროთ ბურჟუები და ჩამოვართვათ სიმდიდრე. აგრეთვე, მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ სასტიკი ტერორი და ამ მეთოდებით მოვუსპოთ მათ სიცოცხლეო... სტალინის მარტივმა, გენიალურმა სვლამ მიზანს მიაღწია. სამი კვირაც არ იყო გასული ამ წიგნის გავრცელებიდან, რომ ტროცკის ყველა ფინანსური ნაკადი გადაუკეტეს და ის მარტო, ყოველგვარი ორგანიზაციისა და ტრიბუნის გარეშე დარჩა... ლევ დევიდის ძე ტროცკი (ბრონშტეინი) ამან მორალურ-ფსიქოლოგიურად მოკლა. შემდგომ კი ის ფიზიკურადაც გაანადგურეს.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა