ბელადები

რა კურიოზი მოხდა სტალინისა და ჩერჩილის შეხვედრის დროს

№34

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 29.08

სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ძალიან განათლებული ადამიანი იყო და მრავალმხრივი ცოდნა ჰქონდა. იმავდროულად, საბჭოთა ბელადი პოლიგლოტიც იყო და საფუძვლიანად ფლობდა მრავალ ენას.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „ერთ-ერთი დიდი ცილისწამება, რომელიც სტალინის „გასაშავებლადაა“ მოგონილი, ესაა მითი სტალინის გაუნათლებლობის, მისი უვიცობის შესახებ. ეს ტყუილი ტროცკის „შემოქმედებაა“. ლევ ბრონშტეინი (ტროცკი) თავის წიგნში, „სტალინი“, წერს: „სტალინს მცირე სემინარიული განათლება ჰქონდა მიღებული. საშუალო დონის მოსწავლე იყო, მერე კი მოუსწრებლობის გამო გარიცხეს. ენებს ვერ ითვისებდა. იცოდა მხოლოდ ქართული და ძალიან ცუდად – რუსული“. ამ ცილისწამებით ტროცკი გებელსის გამონათქვამს მისდევდა – რაც უფრო დიდ ტყუილს ვთავაზობთ ხალხს, მით უფრო მეტად სჯერათო. ეს კი გაცილებით ეფექტურია, თუკი ასეთი ტყუილის, ასეთი ცილისწამების გავრცელება სახელმწიფოებრივ დონეზე ხორციელდება. ხრუშჩოვისეული პროპაგანდა კი ანტისტალინური ტყუილების გავრცელებისთვის რესურსებს არ ზოგავდა. სინამდვილე კი რადიკალურად განსხვავებულია. ქართული ენის გარდა, რომელსაც სტალინი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის დონეზე ფლობდა, შესანიშნავად იცოდა რუსული, სომხური, აზერბაიჯანული, მეგრული, სვანური და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ენები. ევროპული ენებიდან კი – ფრანგული, გერმანული და ინგლისური. სწავლობდა ჩინურ ენას, რითაც მაო ძედუნის განცვიფრება გამოიწვია. სტალინი ყველა მნიშვნელოვან და საჭირო ენაზე თავისუფლად კითხულობდა და წერდა. საბჭოთა ბელადი სრულყოფილად ფლობდა, ეგრეთ წოდებულ, მკვდარ ენას – ლათინურს. სტალინს საუბრისას ძალიან უყვარდა ლათინური აფორიზმების გამოყენება. ერთი სიტყვით, საბჭოთა ბელადი პოლიგლოტი იყო და ტროცკის ტყუილები რა მოსატანია.“

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სტალინი უამრავი ენის მცოდნე იყო, მათ შორის, ევროპულ ენებსაც შესანიშნავად ფლობდა. მიუხედავად ამისა, სტალინი ყოველთვის სარგებლობდა თარჯიმნის მომსახურებით. ერთი მხრივ, სტალინი ამას იმიტომ აკეთებდა, რომ პოლიტიკურ პარტნიორს თავი პრიორიტეტულ მდგომარეობაში ეგრძნო. მეორე მხრივ, კი იმიტომ, რომ სანამ თარჯიმანი თარგმნიდა, სტალინი უკვე ოპონენტის სიტყვებს იაზრებდა და პასუხს ამზადებდა. ერთხელ, მოსკოვში, ჩერჩილთან შეხვედრის დროს, პატარა კურიოზი მოხდა. ორივე ლიდერს თავისი თარჯიმანი ჰყავდა. სტალინმა ჩერჩილს უთხრა: გერმანიას რომ ომს მოვუგებთ, საოკუპაციო ზონებად დავყოფთო. თარჯიმანმა კი ჩერჩილს უთარგმნა, გერმანელებს დავანაწევრებთო. ანუ აზრი რადიკალურად იცვლებოდა. სტალინმა ჩერჩილის თარჯიმნის თარგმანი რომ მოისმინა, თავის თარჯიმანს უთხრა, სწორად გადაუთარგმნეო და ჩერჩილს საბჭოთა თარჯიმანმა უკვე სწორად მიაწოდა ბელადის სიტყვები. სტალინს რომ ინგლისური არ სცოდნოდა, თარჯიმნის შეცდომას ხომ ვერ აღმოაჩენდა?“

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მე წილად მხვდა პატივი, რომ პირველი გავცნობოდი სტალინურ ბიბლიოთეკას და გაოცებული დავრჩი. ბელადს პირად ბიბლიოთეკაში მის მიერ წაკითხული 21 ათასი წიგნი ჰქონდა და ჩემთვის ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა. სტალინს თითოეულ მათგანში წითელი ფანქრით უამრავი შენიშვნა ჰქონდა გაკეთებული. ბელადს ჩვევად ჰქონდა, წიგნებში კითხვის დროს შენიშვნების გაკეთება და სწორედ ეს მოწმობდა, თუ რამდენი წიგნი ჰქონდა მას წაკითხული. სტალინის დაცვის უფროსი ვლასიკი და ბელადის პირადი მდივანი პოსკრებიშევი მიყვებოდნენ, რომ სტალინი დღის განმავლობაში 500-600 გვერდს კითხულობდა. როგორც წიგნებს, ასევე, პრესას და სხვადასხვა ტიპის საბუთებსო. ამას გარდა, ბელადს წაკითხულის აღქმის ფანტასტიკური უნარი ჰქონდა. ის ფოტოგრაფიული სიზუსტით იმახსოვრებდა წაკითხულ ტექსტებს წიგნებიდან და ნებისმიერი ფრაზის ციტირება შეეძლო. თან, უშეცდომოდ დაგისახელებდათ გვერდსა და აბზაცს.“

სტალინის უნიკალური ნიჭებისა და გამორჩეული უნარ-ჩვევების შესახებ მხოლოდ ამ ბოლო დროს ხდება ცნობილი და ფართო საზოგადოებას საშუალება აქვს, შეიტყოს ამის თაობაზე. მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ჩემპიონი მიხეილ ბოტვინიკი, რომელიც სტალინს სოჭის აგარაკზე შეხვდა (ბოტვინიკი იქ საჭადრაკო ტურნირში მონაწილეობდა), ყვებოდა, რომ იოსებ ბესარიონოვიჩს თავისუფლად შეეძლო ჭადრაკის თამაში ზეპირად. თანაც, რამდენიმე დაფაზე ერთდროულად, მრავალი პარტია ჰქონდა გარჩეული და ზეპირადაც ახსოვდა. ერთი სიტყვით, სტალინი ფენომენალური ნიჭის პატრონი და მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყო.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

9-16 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა