ბელადები

რა ხერხებს მიმართავდა სტალინი დასავლეთის გასახედნავად

№21

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.06

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი თხემით ტერფამდე საბჭოთა კავშირის პატრიოტი და საბჭოთა ხალხის ერთგული ადამიანი იყო. ამ გენიალური პიროვნების პოლიტიკა ყოველთვის ქვეყნის სასიკეთოდ იყო მიმართული და სტალინი არასდროს ისწრაფვოდა პირადი გამდიდრებისა თუ დიდებისკენ. მომხვეჭელობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დიდება და დაფასება კი სტალინმა თავისი თავდაუზოგავი პოლიტიკური მოღვაწეობით მოიპოვა.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი რომ დიადი ადამიანი იყო, ეს ნამდვილად არ არის სადავო, მხოლოდ ის რად ღირს, რომ ჟურნალმა „თაიმმა“ საბჭოთა ბელადი ორჯერ აღიარა წლის საუკეთესო ადამიანად. ასეთი პატივი კი არც მანამდე და არც შემდგომ არც ერთ ადამიანს არ ღირსებია მსოფლიოში. სტალინი ორჯერვე მშვიდად, მისთვის ჩვეული სიდინჯით შეხვდა ამ აღიარებას. 1946 წელს კი სტალინი ნობელის მშვიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი და მსოფლიო პრესა მას უკვე წინასწარ ულოცავდა ამ უდიდეს აღიარებას. პრემიის მიღებას წინ არაფერი უნდა დადგომოდა, თუმცა, ამას თავად სტალინი აღუდგა წინ და დაჟინებით მოითხოვა, რომ პრემიის მიმღებ კანდიდატთა სიიდან ამოეღოთ. ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტი სთხოვდა სტალინს, რომ ასეთი ნაბიჯი არ გადაედგა. მოსკოვში ორჯერ თავიანთი წარმომადგენელიც კი გაუგზავნა საბჭოთა ბელადს, მაგრამ, სტალინმა მაინც თავისი გაიტანა და მოიხსნა ნობელის პრემიის მაძიებელთა სიიდან. საქმე კი ის იყო, რომ როდესაც უინსტონ ჩერჩილმა ფულტონში „ცივი ომის“ დაწყება გამოაცხადა და სტალინს არამშვიდობისმოყვარეობაში დასდო ბრალი, საბჭოთა ლიდერის რეაქცია მყისეული იყო. საბჭოთა რადიოში სტალინმა განაცხადა: დასავლეთმა ცივი ომი გამოგვიცხადა, ათასი უსაფუძვლო ბრალდება წამოგვიყენა. გუშინდელი ჩვენი მოკავშირეები მტრებად გაგვიხდნენ და ვფიქრობ, მიზანშეუწონელია, მათგან ამ პრემიის მიღება და ჩემს კანდიდატურას ვხსნიო... სტალინის ამ ნაბიჯმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მსოფლიოში. ბურჟუაზიულ პრესაში მამტკიცებელი ფორმით წერდნენ: საბჭოთა დიქტატორის ნაბიჯი ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატობიდან მოხსნის თაობაზე კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სტალინი არაა მშვიდობის მომხრე დედამიწაზე. საბჭოთა კავშირი აგრესიული, დამპყრობელი სახელმწიფოა. საბჭოთა ბელადი კი სამყაროს მესამე მსოფლიო ომისკენ მოუწოდებსო. საბჭოთა და პროსაბჭოთა პრესა კი დადებითად აფასებდა სტალინის ნაბიჯს და წერდნენ: სტალინის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებულია და ცინიზმია მშვიდობის პრემიის მიღება იმ ხალხისგან, ვინც თავად უბიძგებს მსოფლიოს გლობალური კატასტროფისკენ. ომის პარტია თავის სტილში ახორციელებს შავბნელ პოლიტიკას და ცხვრის ქურქში გახვეული მგლები ამზადებენ მსოფლიო კატასტროფასო.“

ბორის სოკოლოვი: „დღესდღეობით მთელი მსოფლიო ომის პარტიაზე საუბრობს. იმ უხილავ, მაგრამ გავლენიან ძალაზე, რომელიც ავანგარდში უდგას ყველა ომს და პირდაპირ თუ ირიბად აკეთებს ამას. ნიშანდობლივია, რომ პირველად ეს ტერმინი სწორედ სტალინმა გამოიყენა და მანვე ამხილა ისინი. სტალინის ფრაზა „ომის პარტია“ არ მოეწონათ, ეგრეთ წოდებულ, ამერიკელ ბოსებს, პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ხელმძღვანელობით და ამერიკულ და პროამერიკულ პრესაში გაიშალა ფართო დისკუსიები ამის შესახებ. ყველა ეს გამოცემა გმობდა სტალინის ამ აზრს და ამტკიცებდნენ, რომ ომის პარტია არ არსებობს და რომ ის სტალინის მიერაა მოგონილი მსოფლიოსთვის თვალის ასახვევადო. მთელი ეს პრესკამპანია თავის მართლებას ჰგავდა და კიდევ ერთი ირიბი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ომის პარტია სრული ბრუნვით იწყებდა ამუშავებას და დედამიწაზე მესამე მსოფლიო ომის სუნი ტრიალებდა. ომი სულ რაღაც, ერთი წლის დამთავრებული იყო და ნანგრევებში მყოფი საბჭოთა ქვეყანა სწრაფად იკრებდა ძალებს. ეს კი ყოფილი მოკავშირეებისთვის ნამდვილად არ იყო სასურველი და ცდილობდნენ პროვოკაციული მოქმედებებით სტალინი პროვოკაციაზე წამოეგოთ, რომ საბჭოეთის ბომბარდირება განეხორციელებინათ ატომური იარაღით. თუმცა, სტალინმა სხვა სპეციალურ ღონისძიებებთან ერთად, მოახერხა მსოფლიოს პროგრესული საზოგადოებრიობის მობილიზება და ერთიანი ფრონტით შეუტიეს ომის პარტიას, რომელიც შეერთებულ შტატებში იყო ჩაბუდებული და საბჭოთა კავშირის ატომურ-ბირთვულ ქაოსში ჩაძირვას ცდილობდა. 1946 წლის მიწურულს მოსკოვში გაიმართა მშვიდობის კონფერენცია, რომელზეც არაერთი გამოჩენილი ადამიანი იყო მიწვეული. ზოგიერთმა მათგანმა უარი განაცხადა მოსკოვში ჩასვლაზე. მთავარი კი ის იყო, საბჭოეთის დედაქალაქში ორი გამოჩენილი გენერალი ჩავიდა ამერიკელი დუაიტ ეიზენჰაუერი, რომელიც შემდგომ პრეზიდენტი გახდა და შარლ დე გოლი, რომელიც ასევე, გახდა პრეზიდენტი. მათმა მხურვალე გამოსვლამ ომის პარტიის დაგმობამ და სტალინის მხარდაჭერამ გარკვეული დროით შეაჩერა ომის პარტიის ზრახვები. შემდგომ კი საბჭოეთიც ბირთვული სახელმწიფო გახდა და მესამე მსოფლიო ომის საშიშროება განეიტრალდა“.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა