ბელადები

რა ინიციატივას მისცა დასაბამი სტალინმა

№44

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ყველაფერი სტალინის
შესახებ
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უნიკალური ნიჭის მქონე მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი იყო. მის პიროვნებაში გაერთიანებულილ იყო ნებისყოფა, აზროვნება, სიღრმისეული თვითგანათლება და ათვისების ფენომენალური უნარი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინმა იატაკქვეშეთში მიიღო უდიდესი გამოცდილება. ქვეყნის მართვისას კი იდეალური სახელმწიფო მანქანა ააწყო, რომელიც არა მარტო მისი 30-წლიანი მმართველობის დროს მუშაობდა შვეიცარიული საათივით, არამედ ბელადის გარდაცვალების მერეც ინერციით მიიწევდა წინ და ქვეყანა სიძლიერეს ინარჩუნებდა.

იაპონელები განცვიფრებულნი იყვნენ სტალინური საგეგმო ეკონომიკით და თვითონაც შემოიღეს ასეთი სისტემა თავიანთ მმართველობაში. სტალინმა კი ეს ნახევარი საუკუნის წინ დანერგა და ამით საბჭოეთს დიდი სარგებელი მოუტანა. საბჭოთა ბელადს, ჩერჩილისა და რუზველტის მსგავსად, პრესტიჟულ უნივერსიტეტებში არ მიუღია კლასიკური განათლება და არც მსგავსი გამოცდილების მრჩევლები ჰყოლია. საბჭოთა ბელადის სიდიადე მის გონში მდგომარეობდა. მან თავად აირჩია სწორი გზა და ამ გზაზე დააყენა სხვები და სწორედ ეს იყო პოსტსტალინური საბჭოეთის სიძლიერის მიზეზი. სტალინურ მონოლითს ბელადის გარდაცვალების შემდეგ 40 წელიწადი ანგრევდა მთელი დასავლეთი და მისი დემონტაჟი ბოლომდე მაინც ვერ მოახერხეს.

ჰარი ტრუმენი თავის მემუარებში წერს: „იოსებ სტალინი პოდსტამში გავიცანი პირადად და მან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დინჯი, გაწონასწორებული და კეთილგანწყობილი იერი ჰქონდა. თუმცა, შევატყვე, რომ მისი დაყოლიება ჩვენთვის სასარგებლო პოლიტიკურ ან სხვა გადაწყვეტილებაში შეუძლებელი იყო. ამის შესახებ მე ჩერჩილმაც გამაფრთხილა. ჩვენთან საუბრი თარჯიმნის საშუალებით მიდიოდა, თუმცა აშკარა იყო, რომ სტალინს ინგლისური ენა შესანიშნავად ესმოდა. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა მმართველმა არაერთი სხვა უცხოური ენაც საუკეთესოდ იცოდა. თუმცა ამ ცოდნას არ ამჟღავნებდა. ერთი სიტყვით, საბჭოთა ბელადი უდიდესი მმართველი, სახელმწიფო მოღვაწე იყო და აშკარაა, რომ სამომავლოდ უდიდესი პოტენცია გააჩნდა. პოდსტამში, როგორც ცნობილია, ჩერჩილი კლემენტ ეტლიმ შეცვალა და მე მას შევთავაზე, რომ სტალინის წინააღმდეგ ერთიანი სტრატეგია შეგვემუშავებინა და რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, ჩვენს პირობებზე უნდა დაგვეყოლიებინა. ეტლმა კი მითხრა:

– ბატონო პრეზიდენტო, ლონდონიდან გამოფრენის წინ ჩერჩილს შევხვდი. დიდი ხანი ვისაუბრეთ და მან მითხრა: ვშიშობ, რომ თქვენ და ტრუმენი სტალინს ვერ მოერევით. ისევე, როგორც მე და რუზველტმა ვერ მოვახერხეთ ეს. და იმდენი მაინც ეცადეთ, რომ ყველაფერი არ დაუთმოთ და მთელი მსოფლიო არ ჩაუგდოთ ხელშიო.

ეტლი სუსტ პოზიციებზე მდგომი პოლიტიკოსი ჩანდა. გადავწყვიტე, საკუთარ თავზე ამეღო ეს ტვირთი და სტალინს გავმკლავებოდი. თუმცა, მე ეს ვერ შევძელი და პოდსტამში ისევე, როგორც იალტასა და თეირანში, სტალინმა თავისი გაიტანა. პოსტპოტსდამურ პერიოდში, მთელი 4 წლის განმავლობაში, ვცდილობდი, რომ სტალინი პოლიტიკურ დათმობებზე წამომეყვანა. საამისოდ კი ჩვენს ატომურ-ბირთვული ერთპიროვნულ სიძლიერეს ვიყენებდი. თუმცა არაფერი გამოვიდა. სტალინმა ამ ზეწოლას წარმატებულად გაართვა თავი. 1949 წლის აგვისტოს მიწურულს კი მოულოდნელად შევიტყვეთ, რომ რუსებს (საბჭოთა კავშირს) უკვე საკუთარი ატომური ბომბი ჰქონდათ და არამცთუ გაგვითანაბრდნენ, არამედ გადაგვასწრეს კიდეც. სიმართლეს ვიტყვი: ვაშინგტონი პანიკამ მოიცვა და შოკში ვიყავით. მე იმისიც კი შემეშინდა, რომ უკვე ატომურბომბიან სტალინს ოკეანე არ გადმოელახა და ჩვენთვის არ დაერტყა. სწორედ აქედან დაიწყო მძაფრი ანტირუსული ატომური პანიკა შეერთებულ შტატებში. ყველა რუსული ბირთვული თავდასხმის მოლოდინში იყო. ვსწავლობდით წესებს, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით რუსების ატომური თავდასხმისას და ქვეყანა დეპრესიამ და პანიკამ მოიცვა.

როგორც ცნობილია, სტალინი ამერიკას ატომური ბომბებით არ დასხმია თავს, ის კი არა, შანტაჟიც კი არ უცდია ამით. პირიქით, საბჭოთა ბელადი ტოტალური განიარაღებისა და ატომური იარაღის წარმოებისა და გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. მოსკოვის რადიოში გამოსვლისას სტალინი მშვიდობიანი ატომის გამოყენებაზე საუბრობდა და თავადვე უჩვენა მსოფლიოს მაგალითი, როდესაც საბჭოთა კავშირში მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური აიგო და ექსპლუატაციაში ჩადგა... ამგვარად, სტალინმა დასაბამი მისცა ატომური ენერგიის მშვიდობიანი მიზნებით გამოყენებას და მის მაგალითს სხვა ქვეყნებმაც მიბაძეს და მართალია, სტალინს დღემდე ლანძღავდენ, მაგრამ ახლაც სტალინური გზით მიდიან წინ.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა