რა გეოპოლიტიკური დოქტრინა აამოქმედა სტალინმა ომის დასრულების შემდეგ
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 19.09
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ყოველთვის ცდილობდა, რომ დედამიწაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური დისბალანსი გამოესწორებინა, და ამისკენ მშვიდობიანად ისწრაფვოდა. თუმცა, სტალინის ამ სურვილის რეალიზებას დასავლური ბლოკი ეღობებოდა და საბჭოთა ბელადი იძულებული იყო, თავისი მიზნების განსახორციელებლად ახალი გზები ეძებნა.
პროფესორი პავლე ჟურავლიოვი: „სტალინი ახალი გეოპოლიტიკური დოქტრინის შემოქმედი იყო, რომელიც მან ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს შეიმუშავა, მაგრამ განხორციელებას კი უფრო გვიან შეუდგა. ცოტა შორიდან დავიწყოთ – სტალინი ბუნებით რომანტიკოსი იყო. ყოველ შემთხვევაში, როდესაც რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, ნორჩი სოსელო ჯუღაშვილი საყოველთაო თანასწორობაზე ოცნებობდა. პატრიოტიზმთან ერთად, მას ზოგადსაკაცობრიო იდეები ხიბლავდა და უნდოდა, რომ ყველა ჩაგრულის მოსარჩილე და დამცველი გამხდარიყო. იქნებოდა ეს ერთი ადამიანი თუ მთელი ერი. ნორჩობის პერიოდმა რომ გაიარა, უკვე ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილმა რევოლუციონერ-იატაკქვეშელმა „კობამ“ (სტალინის პარტიული ფსევდონიმი) თავისი ადრეული ოცნებები ქაღალდზე გადაიტანა და მისი პრაქტიკული განხორციელება დაიწყო და რადგან რეჟიმისგან იდევნებოდა, ეს მის რევოლუციურ-იატაკქვეშა მოღვაწეობაში აისახებოდა. ის ღირსეულად იტანდა ყველა გაჭირვებას და რევოლუციური ცეცხლიდან გაძლიერებული გამოდიოდა. ამ ყველაფრის ნათელი დასტურია სტალინის გადასახლებები და კატორღიდან გაქცევები, რაც ყველა სახის რევოლუციონერთა შორის ყველაზე მეტი იყო. სტალინის ეს ნააზრევი, წლების შემდეგ სერიოზულ ნაშრომად გადაიქცა და საფუძვლად დაედო მსოფლიო დეკოლონიზაციის პროცესს.“
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი, თავისი პრინციპებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩაგრულთა მხარეს იყო და მჩაგვრელთა წინააღმდეგ იბრძოდა. მაგრამ, როდესაც ის ოფიციალური მმართველი გახდა და საერთაშორისო პოლიტიკაში ჩაება, იძულებული იყო, ეგრეთ წოდებულ, მჩაგვრელებთანაც დაემყარებინა კონტაქტები და კონსენსუსი მოეძებნა. მაგალითად, შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, თუნდაც, ფაშისტურ გერმანიასთან. თუმცა, საერთაშორისო არენაზე სტალინი მაინც თავისი პრინციპების განხრციელებას ცდილობდა, როგორც აშკარა, ასევე ფარული გზებითაც. ეს პოლიტიკაა და პოლიტიკაში პირდაპირობა ყოველთვის არაა მომგებიანი. სტალინი კი უმაღლესი „პილოტაჟის“ პოლიტიკოსი იყო. მაგრამ, როგორც კი მეორე მსოფლიო ომი დასრულდა და დასავლურმა ბლოკმა, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, ძლიერი შეტევა მიიტანა საბჭოთა კავშირზე, სტალინმა თავისი გეოპოლიტიკური დოქტრინა აამუშავა და მწვანე შუქი მისცა გლობალური დეკოლონიზაციის პროცესს, რომელიც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობების გააქტიურებაში გამოიხატა. პრინციპი აქ უბრალო იყო – იმ დროს, როდესაც ამერიკა-დიდი ბრიტანეთი ყოველვარ ძალისხმევას იყენებდა საბჭოთა კავშირის შესასუსტებლად, სტალინმა კოლონიური უღლის ქვეშ მყოფ ქვეყნებში რევოლუციური გამოცდილების შეტანა და გამოყენება დაიწყო. ამას კი დასავლეთის ბლოკის, განსაკუთრებით ამერიკა-დიდი ბრიტანეთის შესუსტება მოჰყვა და ეს საპასუხო ნაბიჯი ბევრად უფრო ეფექტური და ქმედითი იყო, ვიდრე ყველანაირი ემბარგოები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. ვერც დასავლეთის „ჯაშუშურ თამაშებს“ მოჰქონდათ დიდი წარმატება მათთვის... სტალინის დეკოლონიზაციის დოქტრინა ლათინური ამერიკის, აფრიკისა და აზიის კონტინენტებზეც გაშალა. აქედან გამომდინარე, დასავლეთი იძულებული გახდა, იმ უბნებზე მნიშვნელოვანი რესურსები გადაესროლა. ამით კი ზეწოლა მცირდებოდა საბჭოეთსა და საბჭოთა ბლოკზე. და როდესაც სტალინის გეოპოლიტიკურმა დოქტრინამ ძალიან მოკლე დროში წარმატების მოტანა დაიწყო, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რა მოხდა, მაგრამ უკვე „პანდორას ყუთი“ გახსნილი იყო, მისი დახურვა კი – შეუძლებელი“.
სტალინის მარჯვე გეოპოლიტიკური დოქტრინის ამუშავებას ატომური ბომბის შექმნამ დაადგა გვირგვინი და უკვე აშკარა იყო, რომ სტალინურმა პოლიტიკამ გაიმარჯვა.
გენერალი პავლე ფიტინი: „1948 წლის აგვისტოს მიწურულს ჩვენი წყარო ვაშინგტონიდან გვატყობინებდა: მას მერე, რაც ცნობილი გახდა, რომ საბჭოთა კავშირმა წარმატებით გამოცადა ატომური ბომბი, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ოვალურ კაბინეტში სასწრაფოდ მოიწვია საიდუმლო თათბირი, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, „ცეერუს“ დირექტორი და „ეფბეერის“ შეფი ესწრებოდნენ. ტრუმენი კაბინეტში კუჭაშლილივით დარბოდა. რუსებს სწყევლიდა და გაიძახოდა: გარდა იმისა, რომ სტალინმა მთელი ლათინური ამერიკა აგვიმხედრა, ახლა ატომური ბომბიც აქვს და შეუძლია, ადეკვატური პასუხი გაგვცესო. ჩვენი წყაროს თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ძალიან საწყალი შესახედი იყო და ოვალურ კაბინეტში ტრაგიკომედია ტრიალებდა. არადა, სტალინმა ომის დამთავრებისთანავე შესთავაზა ჯერ კიდევ მოკავშირეებს, რომ შეექმნათ და გაეძლიერებინათ ერთიანი ფრონტი ყოველგვარი მესამე, მავნებლური ძალების წინააღმდეგ. მაგრამ მედიდურმა ტრუმენმა ამის განხილვაც კი არ იკადრა და საპასუხოდ რა მიიღო, უკვე გიამბეთ.“
სხვათა შორის, ოვალურ კაბინეტში „ტრუმენის ჯირითი“ ძალიან საინტერესოდ აქვს გადმოცემული ალენ დალესს თავის მემუარებში. დალესიც ესწრებოდა ამ შეხვედრას და ყველა დეტალი კარგად ახსოვდა.
იაკობ კედმი: „მსოფლიო დეკოლონიზაციის პროცესი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო გლობალურ პოლიტიკაში. ამან საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე ახალი პოლიტიკური მოთამაშეები გააჩინა. მნიშვნელოვნად შეასუსტა ანგლო-საქსები და საბჭოეთმა „მესამე მსოფლიოში“ ისეთი პოლიტიკური ლობი შეიძინა, რომლებმაც საერთაშორისო-პოლიტიკურ არენაზე მას დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს. ჩემი ღრმა რწმენით, ანგლო-საქსები რომ სტალინის გეგმას დათანხმებოდნენ, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა და დეკოლონიზაციის პროცესები მაინც განხორციელდებოდა, მაგრამ ბევრად უფრო უმტკივნეულოდ.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან