რა ბედი ეწიათ სიონისტ ებრაელებს სტალინის მმართველობისას
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.01
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი და უდიდესი აღმშენებელი იყო.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინი უდიდესი გამოცდილების ადამიანი იყო და სანამ ხელისუფლების სათავეში მოექცეოდა, მრავალწლიანი იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობის ეკლიანი გზა განვლო. იმ პერიოდში სტალინმა უამრავი წინაღობა დასძლია და საშინელ ქარცეცხლში გამოიარა. თუმცა, ყველაზე დიდი გამოცდა მას მაშინ ელოდა, როდესაც ბოლშევიკებმა ძალაუფლება მიიტაცეს და უზარმაზარი სახელმწიფოს სათავეში მოექცნენ. ვლადიმირ ლენინი ბოლშევიკთა უალტერნატივო ლიდერი იყო და მთელი ბოლშევიკური კოჰორტა მის ირგვლივ იყო შეკრებილი. სწორედ მაშინ დაიწყო ბოლშევიკთა ძველ გვარდიაში ერთმანეთთან ბრძოლა. ჯერ კიდევ ლენინის სიცოცხლის პერიოდში შეიქმნა დაჯგუფებები და თითოეული მათგანი ძალაუფლებისთვის იბრძოდა. ოქტომბრის რევოლუციის ბელადი ლენინი შესანიშნავად ხვდებოდა, თუ რაში იყო საქმე და რევოლუციის მონაპოვარი რომ არ განიავებულიყო, ილიჩი ოსტატურად ლავირებდა შიდა პარტიული ბრძოლის ქარცეცხლში, სანამ ამის საშუალებას მას ჯანმრთელობა აძლევდა. ყველაზე ფასეული კი მან ის გააკეთა, რომ სტალინს პარტიის გენერალური მდივნის პოსტი ჩააბარა, რომელიც სპეციალურად მისთვის (სტალინისთვის) შეიქმნა და ეს იყო სტალინის „ვარსკვლავური“ საათის დასაწყისი. მან გენიალური ჩინოვნიკური ხელოვნება გამოავლინა, ლენინის მიერ მოწოდებული იდეის პრაქტიკულ განხორციელებას მიჰყო ხელი და მთელი ძალაუფლება პარტიულ აპარატს დაუქვემდებარა. პარტიული აპარატის სათავეში კი თავად იდგა და ძალაუფლების სადავეები სიცოცხლის ბოლომდე ეპყრა ხელში.
ვიაჩესლავ მოლოტოვი ყვებოდა: „ყველა დანიშვნისთვის ვიზა პარტიის გენერალურ სამდივნოს უნდა დაემტკიცებინა. მაგალითად, თუკი პოლიტბიურო გადაწყვეტდა, რომ თავდაცვის სახალხო კომისრად ვინმე იქსი უნდა დანიშნულიყო, ეს წარდგენა სტალინთან მიდიოდა და საკმარისი იყო, მას ამაზე უარი ეთქვა, გადაწყვეტილება უქმდებოდა. ამგვარად, პოლიტბიუროს უმრავლესობა გავლენას ვერ ახდენდა სტალინის უწყებაზე. ასეთი ეშმაკური მექანიზმი ლენინმა შემოიტანა, სტალინმა კი ეს შესანიშნავად გამოიყენა. ტროცკი გვიან მიხვდა, თუ რა ძალაუფლების მექანიზმს დაეუფლა სტალინი ასე მარტივად, ლენინის ნებით და უკვე გარდაცვლილ ლენინს ლანძღავდა, რაც სტალინმა მშვენივრად გამოიყენა თავის სასარგებლოდ.“
ვიაჩესლავ მოლოტოვმა ეს ამბები გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოყვა ვრცელ ინტერვიუში, რომელიც პირადად მიხეილ გორბაჩოვის მიერ იყო ტაბუირებული. მაგრამ ამ ვრცელი, მრავლის მომცველი ინტერვიუს ფრაგმენტები ალაგ-ალაგ ნახულობდა მზის სინათლეს. ამ ინტერვიუშია ჩატეული თითქმის მთელი სტალინური პოლიტიკის ისტორია, თუმცა ამ ინტერვიუს სრული, დაუმონტაჟებელი ვერსია დღემდე ზესაიდუმლო არქივშია განთავსებული.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ტროცკიმ სცადა, გადამწყვეტი იერიში მიეტანა ყოველდღიურად მზარდ სტალინის ძალაუფლებაზე და ის პოლიტიკური ოლიმპოდან ჩამოეგდო. ლენინის მიერ შექმნილი მექანიზმის საპირწონე იყო პარტიის ყრილობა და მხოლოდ იქ იყო შესაძლებელი სტალინის მოხსნა. ამისთვის კი ანტისტალინურად განწყობილი დელეგატების არჩევა იყო საჭირო. ყრილობების დელეგატებს კი უმრავლესობა ირჩევდა. ტროცკიმ მორიგ ეშმაკობას მიმართა: რადგან იმ პერიოდში პარტია ეროვნული ნიშნებით იყო დაყოფილი და არსებობდა, რუსული, უკრაინული, ქართული და ასე შემდეგ კომუნისტური პარტიები, ტროცკიმ გამოაცხადა გაწვევა ებრაულ კომუნისტურ პარტიაში და უმოკლეს დროში პარტიაში 300 ათასი წევრი მიიღეს. ტროცკის იმედი ჰქონდა, რომ პარტიის ახალი წევრები, რომელთა 95 პროცენტი სიონისტი იყო, პარტიის ყრილობაზე ანტისტალინელ დელეგატებს აირჩევდნენ და სტალინს მმართველობას ჩამოაშორებდნენ. თუმცა, მწარედ შეცდა. ამის პარალელურად, სტალინმა პარტიაში ლენინური გაწვევა გამოაცხადა და უმოკლეს დროში პარტიაში მილიონ 200 ათასი ახალი წევრი მიიღეს, რაც ოთხჯერ მეტი იყო ებრაულ-სიონისტურ გაწვევაზე. ლენინურ გაწვევაში მხოლოდ რუსებს, უკრაინელესა და კავკასიელებს იღებდნენ. ეს კონტინგენტი კი სტალინისადმი ლოიალური განწყობის იყო და ტროცკის ეს მცდელობაც – სტალინი ჩაეძირა, ჩაფლავდა. ნიშანდობლივია, ისიც, რომ ებრაული გაწვევის ნახევარზე მეტი, ანუ სრული სიონისტური შემადგენლობა შემდგომ რეპრესიებში მოყვა და სიცოცხლე ან ლუბიანკისა და სხვა საპყრობილეებში დაასრულეს – ისინი დახვრიტეს, როგორც სიონისტი მავნებლები, ან ბანაკებში ამოხდათ სული. ამგვარად, სტალინმა, თავისი გენიალური გონებისა და მოხერხების წყალობით, სრულად გაანეიტრალა მისი პოლიტიკური მმართველობიდან მოშორების მცდელობები და სწორედ ისინი გაუშვა მოუსავლეთში, ვინც მას უპირებდა ამგვარ რამეს.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





