ბელადები

ქაშუეთის ტაძარი მიწასთან გასწორებას ლავრენტი ბერიამ გადაარჩინა

№48

ავტორი: ნიკა ლაშაური 14:49 30.11, 2020 წელი

ლავრენტი ბერია
დაკოპირებულია

პოსტსტალინური, ხრუშჩოვისეული პროპაგანდა ლავრენტი პავლეს ძე ბერიას საბჭოთა კავშირის მთავარ ბოროტმოქმედად აცხადებდა და ამ დროს ბერია, ბოროტმოქმედების მასშტაბით, ახლოს კი ვერ მივიდოდა იმ ადამიანთან, ვინც ბერიას ამას აბრალებდა. ეს ადამიანი კი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო... ისტორიულ-მეცნიერებათა დოქტორი ანატოლი ანდრონიკიდი წერს: „თავიდანვე ვაცხადებ – ლავრენტი პავლეს ძე ბერია არ იყო ანგელოზი. მის სინდისზე არა ერთი მძიმე დანაშაული ირიცხება და ეს საბჭოეთის საფირმო ნიშანი იყო. თუმცა აქვე დავამატებ, რომ ბერია ბევრად უფრო ნაკლები ტირანი, სისხლისმსმელი და აქედან გამომდინარე, დამნაშავე იყო, ვიდრე სტალინური პოლიტბიუროს დანარჩენი წევრები.

1953 წლის 27 ივნისს, ანუ ლავრენტი ბერიას დაპატიმრებიდან (შემდგომ კი – ვერაგული მკვლელობიდან) მეორე დღეს, შეერთებულ შტატებში გაიქცა ბერიასთან დაახლოებული, მისი ნდობით აღჭურვილი უშიშროების ოფიცერი, პოლკოვნიკი ტიტე ნარსია, რომელიც საბჭოეთის ერთ-ერთი უძლიერესი ანალიტიკოსი იყო. მან 1958 წელს გამოაქვეყნა თავისი მემუარები. გთავაზობთ მის ფრაგმენტს, სადაც პოლოკოვნიკი ნარსია წერს: „თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ ლავრენტი ბერია უნიჭიერესი ადამიანი იყო და ამასთანავე, ძალიან დიდი ქართველი პატრიოტი. მიუხედავად უღმერთო საბჭოთა სისტემისა, ბერია ზომიერი ადამიანი იყო და არასოდეს ეხებოდა მართლმადიდებლურ რელიგიას. მით უმეტეს, რომ დედამისი, ქალბატონი მართა ჯაყელი, უაღრესად მორწმუნე, ღვთისმოსავი ქალბატონი შვილსაც (ლავრენტი ბერიას) ამასვე უქადაგებდა. ქალბატონი მართა, ანუ მართა დეიდა (მას ასე ვეძახდით ახლობლები) წმიდა გიორგის სახელობის კალოუბნის ეკლესიის მრევლი იყო. ეკლესიას კი პატიოსანი მღვდელი მამა იოანე წინამძღვრობდა. სამწუხაროდ, მართა დეიდას ეკლესია 1930 წელს დაანგრიეს, ხოლო მამა იოანე კი – დააპატიმრეს. იმ პერიოდში, ანუ 1930 წელს, ლავრენტი ბერია საქართველოს „ჩეკას“ უფროსი იყო (გაერთიანებული პოლიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელი – „ოგეპეუ“), საკავშირო უწყებას კი ვიაჩესლავ მენჟინსკი თავკაცობდა. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც საბჭოთა კავშირიდან განდევნილმა ლევ ტროცკიმ თავისი მომხრეების ტოტალური მობილიზაცია მოახდინა და დასავლეთის მძლავრი დახმარების წყალობით ცდილობდა სტალინის დამხობასა და საბჭოთა კავშირის განადგურებას. ტროცკისტებს ძალიან დიდი პოტენციალი ჰქონდათ, როგორც მსხვილი კაპიტალის მხრივ (მათ აშშ და დიდი ბრიტანეთი აფინანსებდა), ასევე, ადამიანური რესურსებითაც (ტროცკისტები თავიანთ რიგებში ებრაელებს აერთიანებდნენ და მათი უმრავლესობა სიონისტები იყვნენ). ამგვარად, ტროცკისტები ხალხში, პირველ რიგში, მართლმადიდებლურ რწმენას სპობდნენ და საამისოდ ლენინის, ეგრეთ წოდებულ, „უღმერთობის დოქტრინას“ იყენებდნენ. ისინი ძალიან მარტივი, მაგრამ ქმედითი სქემით მოქმედებდნენ. ტროცკისტები ანგრევდნენ მართლმადიდებლურ ტაძრებს, აპატიმრებდნენ მათ წინამძღოლებს. შეშინებული მრევლი კი – იფანტებოდა. ამ ყველაფერს, ტროცკისტი ვიაჩესლავ მენჟინსკის (ის ტროცკის პირდაპირი თანამოაზრე იყო) ხელდასხმით, საბჭოთა უშიშროებაში მოკალეთებული სიონისტი აგენტი-ჩეკისტები აკეთებდნენ“. 1930 წელს თბილისში მოსკოვმა „ჩეკისტი“, ვინმე მოიშა ლერმანი მოავლინა. ის პირადად მენჟინსკის მანდატით იყო აღჭურვილი და სამივლინებო ბარათში ეწერა, რომ უფლებამოსილი იყო პროლეტარული რევიზია ჩაეტარებინა საქართველოს „ბურჟუაზიულ ობიექტებზე“. პირადად მიეღო გადაწყვეტილებები და საგანგებო ღონისძიებებიც გაეტარებინა. ახლა კი განვმარტოთ: ეგრეთ წოდებული, „ბურჟუაზიული ობიექტი“ იყო მართლმადიდებლურ-ქრისტიანული ეკლესია და მუსლიმთა მეჩეთი და არა – სინაგოგა... საგანგებო ზომების მიღებაში კი ქრისტიანული ტაძრის დანგრევა და მუსლიმური მეჩეთის განადგურება იგულისხმებოდა. მოიშა ლერმანს კი ამ ყველაფრის უფლება ჰქონდა ანუ, ის თბილისში ქრისტიანული და მუსლიმანური რწმენის გასანადგურებლად იყო მოვლინებული, თუმცა, მხოლოდ და მხოლოდ კალოუბნის ტაძრის დანგრევა მოასწრო, რომელიც მე-19 საუკუნგეში იყო აგებული. ნიშანდობლივია, რომ იმ პერიოდში საქართველოს „ოგეპეუს“ უფროსი ლავრენტი ბერია 4 თვით მოსკოვში, საგანგებო კურსებზე იმყოფებოდა და ყველაფერი ამ დროს მოხდა. ლევან ღოღობერიძემ, რომელიც იმ პერიოდში საქართველოს ცეკას პირველი მდივანი იყო, ხელი ვერ შეუშალა სიონისტ მოიშა ლერმანს, ის კი არა, ტაძრის დანგრევისა და ნარჩენების გასატანად მძიმე ტექნიკაც კი გამოუყო. ბერია რომ თბილისში დაბრუნდა, ტაძარი, სადაც დედამისი დადიოდა, მიწასთან გასწორებული დახვდა, ხოლო პატიოსანი მღდველი მამა იოანე კი – „ჩეკას“ ჯურღმულებში გამომწყვდეული. ბერიამ ლერმანი თავის კაბინეტში იხმო და დაარწმუნა, რომ ნგრევა „დროებით“ უნდა შეჩერებულიყო და მღვდელი გაეთავისუფლებინა. ეს ასეც მოხდა. სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ კი ბერიას „ჩეკისტებმა“ უკვე თავად ლერმანი დააპატიმრეს და მას კონტრრევოლუციურ შეთქმულებასა და სტალინის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტის მომზადებაში დასდეს ბრალი, რასაც ლერმანი აღიარებდა. ტროცკისტი „ჩეკისტი“ თბილისშივე გაასამართლეს და დახვრიტეს. მღვდელი კი გაათავისუფლეს. რაც მთავარია, თბილისის სხვა ტაძრების ნგრევაც შეჩერდა“...
კალოუბნის ეკლესიას უკვე აღარაფერი ეშველებოდა და მის ადგილზე კინოთეატრი „რუსთაველი“ ააშენეს. ლავრენტი ბერიას დედამ, მართა ჯაყელმა, სალოცავად გვერდით, ქაშუეთის ეკლესიაში გადაინაცვლა, რომელიც დღემდე ამშვენებს საქართველოს დედაქალაქს და ეს ბერიას დამსახურებაა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი