ბელადები

გახდა თუ არა ბერია საერთაშორისო შეთქმულების მსხვერპლი და ვინ იდგა ამ საქმის უკან

№37

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 25.09, 2022 წელი

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერიას გამორჩეული ადგილი უკავია არა მარტო საბჭოთა, არამედ მსოფლიო ისტორიაში. აუწონავია მისი ღვაწლი საბჭოთა კავშირის მშენებლობისა და გაძლიერების საქმეში და ალბათ, ისტორიული პარადოქსია, რომ ამ არაორდინარულმა ადამიანმა ძალიან ადრეულ ასაკში ასე ტრაგიკულად დაასრულა თავისი სიცოცხლე. თუმცა ირკვევა, რომ ბერიას თავიდან მოშორება არა მარტო მისი კოლეგა-შეთქმულების ინტერესებში შედიოდა, არამედ უფრო მაღალი წრეებისა... 

მწერალი, ისტორიკოსი ალექსანდრე კოლპაკიდი: „რაც უფრო მეტად უღრმავდები ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის ბოლო თვეებს, ანუ პოსტ-სტალინური პერიოდის იმ 100 დღეს, როდესაც ბერიას ხელთ ეპყრა თითქმის აბსოლუტური ძალაუფლება, მით უფრო მეტი კითხვა წარმოიშობა. საგულისხმო ფაქტია და უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რომ ლავრენტი პავლეს ძე უფრო საერთაშორისო შეთქმულების მსხვერპლი იყო, ვიდრე ადგილობრივი, საბჭოთასი. ხოლო მისი კოლეგები კი, ფაქტობრივად, ბრმა შემსრულებლები იყვნენ...“ ცნობილი საბჭოთა მზვერავის, გენერალ პავლე სუდოპლატოვის ვაჟი, ანატოლი სუდოპლატოვი წერდა: „მამაჩემი თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში ხშირად იხსენებდა ლავრენტი ბერიას და სხვადასხვა ისტორიას ჰყვებოდა მის შესახებ. მამა მიიჩნევდა, რომ ბერია ბევრად უფრო ძლიერმა, ბევრად უფრო ბნელმა ძალებმა შეიწირეს, ვიდრე ეს ხრუშჩოვი და კამპანია იყო. მისი თქმით, ადგილობრივები (ხრუშჩოვი და კამპანია) „დიდმა შეთქმულებმა“ ბრმად გამოიყენეს („ისპოლზოვალი ვ ტიომნუიუ“). ამით კი ის გეგმა აამოქმედეს, რომელიც სულ რაღაც 40 წელიწადში საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. მოდით, მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ, გავაანალიზოთ და დასკვნაც გავაკეთოთ. ცოტა შორიდან, ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლის ბოლო დღეებიდან დავიწყოთ, მაგრამ არა სტალინზე, არამედ შორეულ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავინაცვლოთ. მაშ ასე: 1953 წლის 20 იანვარს თანამდებობა დაიკავა შეერთებული შტატების 34-ე პრეზიდენტმა დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერმა. ცნობილმა ამერიკელმა სამხედრო გენერალმა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების არმია ებარა, საბჭოელები მას კარგად იცნობდნენ და სტალინმა ის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. იმავე წლის 25 იანვარს სახელმწიფო მდივანი გახდა ჯონ-ფოსტერ დალესი, ხოლო 1953 წლის 9 თებერვალს კი „ცეერუ“ ჩაიბარა მისმა ძმამ – ალენ დალესმა. ძმები დალესები ცნობილი „ქორები“ იყვნენ და მწვავე ანტისაბჭოურობით გამოირჩეოდნენ. ხოლო ეიზენჰაუერთან ერთად მათ შეკრეს ისეთი წრე, რომელიც ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდა. ბერიამ, რა თქმა უნდა, იცოდა ამერიკელი „ქორების“ მისწრაფებები და იმასაც ხვდებოდა, რომ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს „ქორები“„ფრთების გაშლას“ შეეცდებოდნენ. ამიტომ მათთან კონტაქტების დამყარებას ძალიან ფრთხილად, ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში შეუდგა. სტალინის გარდაცვალების მერე კი, ბერიამ თავისი ერთგული მზვერავების მეშვეობით „თეთრ სახლს“ აუწყა, რომ მზად იყო მათთან კონტაქტზე. წარუდგინა მომავალი რეფორმების გეგმის ჩონჩხი და პასუხს დაელოდა. პასუხმა არ დააყოვნა. ამერიკულმა მხარემ ბერიას უფრო კონკრეტული ხორცშესხმული გეგმა მოსთხოვა და ბერიამ ეს გეგმაც გაუგზავნა. მის მიხედვით საბჭოეთში დიდი რეფორმები იგეგმებოდა როგორც პოლიტიკურ-ეკონომიკური, ასევე სამხედრო კუთხით. ბერია კი თავის დასავლელ კოლეგებს მხარში ამოდგომასა და კონსენსუსის მოძებნას სთავაზობდა. ამერიკელების პასუხი იყო – მოვაწყოთ საიდუმლო შეხვედრა უმაღლეს დონეზე და იქ შევაჯეროთ ჩვენი პოზიციებიო... ეს შეხვედრა 1953 წლის ივნისში, დასავლეთ ბერლინში მოხდა. ბერია აღმოსავლეთ ბერლინში იყო ჩასული გერმანელი მუშების მასობრივი აჯანყების გამო, რაც სისხლიან შედეგს მოიტანდა. მან შეძლო და ეს აჯანყება ყოველგვარი სისხლის გარეშე შეაჩერა. პარალელურად კი, დასავლეთ ბერლინში საიდუმლოდ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ-ფოსტერ დალესსა და მის ძმას, „ცეერუს“ შეფს, ალენ დალესს. ძმები დალესები პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი პირები იყვნენ და ბერიასთან დაწვრილებით გაიარეს ყველა დეტალი. შემდგომ ისინი მომავალი შეხვედრის პირობაზე შეთანხმდნენ, დალესები ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრინდნენ, ბერია კი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა. თუმცა შეხვედრა აღარ გაიმართა. ბერია მალევე ვერაგულად მოკლეს. როგორც ირკვევა, ამერიკელებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ბერიას წინააღმდეგ შეთქმულება მზადდებოდა და მას ამის შესახებ არ შეატყობინეს. ეს კი საშუალებას იძლევა, დავასკვნათ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხელს არ აძლევდა ბერიას რეფორმატორული გეგმის განხორციელება, რაც საბჭოთა კავშირს გააძლიერებდა და სავარაუდოდ, მის მკვლელობას ხელი შეუწყვეს...“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა