კულინარია

ჟოლოს ნაყინი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ჟოლოს ნაყინი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 კვერცხი

🔸 1 ჭიქა შაქრის პუდრა

🔸 1,5 ჭიქა სქელი ნაღები

🔸 1 ჭიქა ჟოლო

🔸 1 შეკვრა ვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ნაღები და 0,5 ჭიქა შაქრის პუდრა კარგად ათქვიფეთ, სანამ არ შესქელდება. კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. ცილა ათქვიფეთ, სანამ ბეზეს მასას არ მიიღებთ, დაუმატეთ დარჩენილი შაქრის პუდრა და ვანილი. კვერცხის მასას შეურიეთ ათქვეფილი ნაღები და ჟოლო. კრემი გადაიტანეთ კონტეინერში ან ღრმა ფორმაში და მოათავსეთ საყინულეში. 1 საათის შემდეგ ნაყინი გამოიღეთ და ათქვიფეთ. ეს პროცედურა კიდევ 2-3-ჯერ გაიმეორეთ და საბოლოო გაცივებამდე საყინულეში დატოვეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №29

21- 26 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა