კულინარია

ზაფხულის სალათა

№28

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 17.07

ზაფხულის სალათა
დაკოპირებულია

გემრიელი საზაფხულო სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ლორი

🔸2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 2 ცალი კიტრი, ნახევარი კონა კამა

🔸 100 გრამი მაგარი ყველი

🔸 2 კვერცხი

🔸 2 სადილის კოვზი მაიონეზი

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸2 ცალი ბოლოკი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

წვრილად დაჭერით 1 კიტრი და ბულგარული წიწაკა, კუბიკებად დაჭერით ყველი, კამა – ძალიან წვრილად, ლორი – კუბიკებად. კვერცხი მაგრად მოხარშეთ და დაფხვენით.

ცალკე გახეხეთ ბოლოკი და მეორე კიტრი, აურიეთ ერთმანეთში, უყავით ცოტა მარილი და შავი პილპილი, შეურიეთ გასრესილი ნიორი, მოასხით არაჟანი და მაიონეზი და კარგად აურიეთ. ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ თასში და მოასხით კიტრისა და ბოლოკის სოუსი. აურიეთ და პიკანტური სალათა მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №36

2–8 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული