ვეგეტარიანული ღვეზელი (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.08
გემრიელი სამარხვო ღვეზელის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 კარტოფილი 500 გრამი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 2 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
🔸 1 ცალი ყაბაყი
🔸 1 ჭიქა გახეხილი პომიდორი
🔸 150 გრამი ბარდა
🔸 100 გრამი მწვანე ბარდა
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 ცოტ-ცოტა წიწაკა ჩილი და ნიახურის ძირები
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ოხრახუში – მოსაყრელად.
მომზადების წესი 👩🍳
კარტოფილი გათალეთ, მოხარშეთ და გააკეთეთ პიურე, უყავით ცოტა მარილი და პილპილი. ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ჩაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი სტაფილო და წითელი ბულგარული წიწაკა, წვრილად დაჭრილი ცოტა ნიახურის ძირები, ცოტა ჩილი და აურიეთ რამდენჯერმე. ჩაუმატეთ გათლილი და კუბიკებად დაჭრილი ყაბაყი, გახეხილი პომიდორი, შემდეგ წითელი ბარდა, დაასხით 2 ჭიქა წყალი, აურიეთ და ხარშეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე. ზემოდან მოაყარეთ მწვანე ბარდა, შემდეგ წაუსვით კარტოფილის პიურე და გამოაცხვეთ აირღუმელში 200 გრადუსზე 10-15 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან