ვაშლის ღვეზელი (სამარხვო)
ავტორი: „თბილისელები“ 12:00
საჭირო ინგრედიენტები:
🔸2 სადილის კოვზი თაფლი
🔸 1/2 ჭიქა ზეთი
🔸 1 ჩაის კოვზი საფუარი
🔸 1/2 ჭიქა შაქარი – ცომში
🔸 2 სადილის კოვზი შაქარი – კარამელისთვის
🔸 3 ცალი დიდი ვაშლი
🔸 1,5 ჭიქა ფქვილი
🔸 0.5 ჩაის კოვზი დარიჩინი
🔸 1 სადილის კოვზი წყალი (ან ხილის წვენი – თეთრი ფერის).
მომზადების წესი 👩🍳
1 დიდი ვაშლი გაასუფთავეთ და გახეხეთ. დაუმატეთ დარიჩინი და შაქარი. ჩაამატეთ ზეთი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ფქვილი და საფუარი – უნდა გამოვიდეს სქელი ცომი. გაახურეთ ღუმელი . ტაფაზე გაადნეთ 2 სადილის კოვზი შაქარი, 2 სადილის კოვზი თაფლი და 1 სადილის კოვზი წყალი/წვენი და 3-4 წუთი ადუღეთ. კარამელი ჩაასხით ფორმაში. 2 ცალი ვაშლი დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაალაგეთ კარამელზე. ზემოდან მოასხით ცომი და გამოაცხვეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 35-40 წუთი (სქელი ფენების შემთხვევაში – 50 წუთი). ოდნავ შეგრილების შემდეგ გამოიღეთ, მოათავსეთ თეფშზე და დაჭერით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





