კულინარია

ვაშლის ღვეზელი ხაჭოს ცომით

№36

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ვაშლის ღვეზელი
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი ხაჭო

🔸 250 გრამი ფქვილი

🔸 2 კვერცხი

🔸 180 გრამი კარაქი

🔸 2 სადილის კოვზი სახამებელი

🔸 120 გრამი შაქარი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი მარილი

🔸 3 ცალი ვაშლი

🔸 1 ჩაის კოვზი დარიჩინი

🔸 შაქრის პუდრა – მოსაყრელად, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფქვილი და ცივი, გახეხილი კარაქი კარგად აურიეთ ერთმანეთში, ისე რომ ფხვიერი მასა მიიღოთ. დაუმატეთ ხაჭო, კვერცხი, შაქარი, სახამებელი, გამაფხვიერებელი და მარილი. მოზილეთ ცომი და გაყავით ორ ნაწილად, ერთი ოდნავ უფრო დიდი უნდა იყოს. შეახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 30 წუთით. ვაშლი გათალეთ, მოაშორეთ გული და დაჭერით პატარა ნაჭრებად. საცხობი ფორმის ძირში დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, წაუსვით მცენარეული ზეთი. ცომის უმეტესი ნაწილი ჩაასხით ფორმაში, შემდეგ თანაბრად გაანაწილეთ ვაშლის ნაჭრები, მოაყარეთ დარიჩინი, დაადეთ ცომის მეორე ნაწილი და ზედაპირი გადაასწორეთ. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, 180 გრადუსზე 30-35 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერი არ გახდება. მზა ღვეზელი გააგრილეთ, ამოიღეთ ფორმიდან და მოაყარეთ შაქრის პუდრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა