ვაშლის ღვეზელი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.05

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 270 გრამი ფქვილი
🔸 7 გრამი მშრალი საფუარი
🔸 60 გრამი კარაქი
🔸 120 მილილიტრი რძე
🔸 4 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
🔸 2 ცალი ვაშლი და ცოტა მარილი.
მომზადების წესი 👩🍳
ერთმანეთს შეურიეთ ცოტა რძე, საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი, აურიეთ და გააჩრეთ 5-7 წუთი.
თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ დარბილებული და მომცრო ნაჭრებად დაჭრილი კარაქი, შაქარი, შეურიეთ საფუვრიანი ნაზავი, ცოტა მარილი, დანარჩენი რძე და მოზილეთ ცომი. ცომის ბურთულა მოათავსეთ მინის თასში, დააფარეთ თბილად და გააჩერეთ 1-1,5 საათი. ცომი გააბრტყელეთ, გაყავით ორად, შემდეგ ორივე ნაწილი ცალ-ცალკე გააბრტყელეთ და დაჭერით 2 სანტიმეტრის სიგანის ზოლებად. ვაშლი გათალეთ და ბრტყლად დაჭერით.
აიღეთ ღრმა, მრგვალი ფორმა, 22 სანტიმეტრის დიამეტრით. ჩააფინეთ მასში გამოსაცხობი პერგამენტი, გვერდებზე შემოაფინეთ ცომი, შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით ჩაალაგეთ ვაშლის ნაჭრები, ისე, რომ ყოველი ვაშლის მწკრივის შემდეგ იყოს ცომის ჩანართი, ვიზუალურად მიიღებთ ვარდის ფორმის „ქმნილებას“. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე, 15-20 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან