კულინარია

უნაზესი შოკოლადის დესერტი მაკა შალიკაშვილისგან

№19

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.05

დესერტი
დაკოპირებულია

როგორც ამბობენ, გემრიელი ხელი მაქვს და რასაც ვამზადებ, ყველას მოსწონს. დიდად არ ვარ ჭამის მოყვარული, თუმცა, მაინც ვცდილობ, ისე ვიკვებო, რომ წონაში არ მოვიმატო. მიყვარს ხაჭო, არაჟანი, ყველი, ბოსტნეული და ხილი. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ არ მიყვარს შემწვარი კარტოფილი. ვფიქრობ, მით უმეტეს, ასაკში, ადამიანებს არ გვეპატიება ღორმუცელობით გასუქება, ამიტომ, უნდა გვეყოს ნებისყოფა და მადა უნდა მოვთოკოთ. მინდა, შემოგთავაზოთ უნაზესი შოკოლადის დესერტის რეცეპტი, რომელიც მხოლოდ ხუთი ინგრედიენტისგან შედგება და ზუსტად ხუთ წუთში მზადდება.

ინგრედიენტები:

🔸 2 ჭიქა რძე

🔸 მეოთხედი ჩაის ჭიქა კაკაო

🔸 მეოთხედი ჩაის ჭიქა სიმინდის სახამებელი

🔸 ნახევარი ჭიქა შაქრის პუდრა

🔸 1 ფილა შავი შოკოლადი.

მომზადება 👩‍🍳

რძეს დაუმატეთ შაქარი, კაკაო და სიმინდის სახამებელი. კარგად გათქვიფეთ. ერთგვაროვან მასას რომ მიიღებთ, საცერში გაატარეთ და ქვაბში გადაასხით. დაბალ ცეცხლზე დადგით და გამუდმებით ურიეთ. დუღილს რომ დაიწყებს, სურვილისამებრ დაუმატეთ 1 ფილა შავი შოკოლადი და გააგრძელეთ მორევა. რომ გასქელდება, გადმოდგით და გადაიტანეთ ჭურჭელში, რომელშიც წინასწარ ჩააფენთ სამზარეულოს ცელოფანს. მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით. ფორმიდან რომ ამოიღებთ, გაფორმებისთვის ზემოდან კაკაო მოაფრქვიეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

26 მაისი - 1 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა