თურქული შაურმა
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.08, 2021 წელი

„თბილისელები“ უგემრიელესი ქათმის შაურმის მომზადებას გასწავლით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი ლავაში
🔸 300 გრამი შემწვარი ქათამის ფილეს ნაჭრები
🔸 3 ცალი კიტრი
🔸 2 ცალი პომიდორი
🔸 1 თავი თეთრი ხახვი, ოხრახუში
🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
🔸 გამდნარი კარაქი
🔸 მარილი
სოუსი:
🔸 160 გრამი იოგურტი
🔸 60 მილილიტრი კეფირი
🔸 ოხრახუში
🔸 მარილი, ნიორი
🔸 ტკბილი წიწაკა
მომზადების წესი 👩🍳
მოამზადეთ ლავაში. ქათმის ფილე გამოაცხვეთ აირღუმელში ან შეწვით მაყალზე. კიტრი დაჭერით თხელ ფირფიტებად. მოასხით ლიმონის წვენი და მოაყარეთ ცოტა მარილი.
ერთმანეთში შეურიეთ იოგურტი, კეფირი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, გასრესილი ნიორი, მარილი, ტკბილი წიწაკა.
დაქუცმაცეთ ქათამი, პომიდორი და ხახვი. ლავაში გაჭერით კვადრატებად. წაუსვით სოუსი. დაალაგეთ მასზე ერთ რიგად პომიდორი, ზემოდან ქათმის ნაჭრები, მოასხით 2 ჩაის კოვზი სოუსი, მოაყარეთ ხახვი, შემდეგ – კიტრი და ოხრახუში. გადაახვიეთ შაურმა, წაუსვით გამდნარი კარაქი და შეწვით გრილზე ორივე მხრიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან