წვნიანი კორეულად
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 18.08, 2021 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი წვნიანი კორეულად.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი ძროხის ხორცი
🔸 150-200 გრამი ქამა სოკო
🔸 1 სტაფილო, 1 თავი წითელი ხახვი, ნიახურის ძირები, 4 კბილი ნიორი, 6 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 1 კონა მწვანე ხახვი, ცოტა ლიმონის წვენი
🔸 ცოტა ბრინჯის ლაფშა, ცოტა წიწაკა, შავი პილპილი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, მარილი, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ძროხის ხორცი დაჭერით და მოხარშეთ. ხარშვისას ჩაუმატეთ დაჭრილი ნიახური, დაჭრილი სტაფილო, ნიორი და წითელი ხახვი. ბულიონი რომ გამჭვირვალე გამოვიდეს, ხარშვისას ქაფი მოაშორეთ. სანამ ხორცი მომზადდება, ცალკე ტაფაზე მსხვილად დაჭრილი ან მომცრო ზომის სოკო მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, სოიის სოუსი. ხორცი რომ მოიხარშება, ბულიონიდან მთლიანად ამოიღეთ ბოსტნეული. წვნიანს ჩაუმატეთ მოშუშული სოკო, ლიმონის წვენი, დაფნის ფოთოლი, მარილი, ცოტა ბრინჯის ლაფშა, მარილი, ბოლოს კი – პილპილი და ტკბილი წიწაკა.
მირთმევის წინ მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან