კულინარია

წვნიანი გუფთებით

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.05, 2022 წელი

წვნიანი გუფთებით
დაკოპირებულია

გემრიელი წვნიანის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 250 გრამი ქათმის ფარში

🔸 1 სადილის კოვზი მანანის ბურღული

🔸 1 სადილის კოვზი შვრიის ფან­ტელი

🔸 ცოტა ტკბილი წიწაკა

🔸 175 გრამი დაჭრილი კომბოსტოს მწნილი

🔸 100 გრამი ხახვი, ნახევარი ჩაის კოვზი ნივრის ფხვნილი

🔸 100 გრამი კარტოფილი

🔸100 გრამი ფეტვის ბურღული

🔸 1 500 მილილიტრი წყალი

🔸 3 სადილის კოვზი ზეთი, მარილი – გემოვნებით, მწვანილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ჯერ მოამზადეთ გუფთები – მოათავსეთ ფარში თასში. დაუ­მატეთ შვრიის ფანტელი, მანანის ბურღული ან სიმინდის ფქვილი, წიწაკა, ნივრის ფხვნილი და ცოტა მარილი. კარგად აურიეთ და მიღებული ფარშისგან გააკეთეთ მომცრო ბურთულები. დაალაგეთ ლანგარზე და მოათავსეთ მაცივარში 20 წუთი.

ფეტვის ბურღული კარგად გარეცხეთ. დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 15 წუთი. დაჭრილი კომბოსტოს მწნილი მოშუშეთ ზეთში ხახვთან ერთად. დაასხით ცხელი წყალი და დადგით ცეცხლზე. ჩაყარეთ მასში გახეხილი კარტოფილი, შემდეგ კი – ფეტვის ბურღული და განაგრძეთ ხარშვა. როცა ადუღდება, სათითაოდ ჩაყარეთ გუფთები. 10-12 წუთის შემდეგ მზად იქნება. გადმოდგით და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი